Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

yelshi wylis gadacdena marxvas moshlis

ყელში წყალი რომ გადაგცდეს მარხვა მოიშლება?

 
 
 

 

კითხვა: მარხულს აბდესის აღებისას ყელში წყალი რომ გადაცდეს მარხვა მოიშლება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

უპირველესად მინდა გითხრათ, რომ მარხულმა აბდესის აღებისას პირში ან ცხვირში ბლომად წყლის გამოვლებას უნდა მოერიდოს და მხოლოდ მინიმალური რაოდენობით უნდა გამოიყენოს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობს:

أَسْبِغِ الْوُضُوءَ وَخَلِّلْ بَيْنَ الأَصَابِعِ وَبَالِغْ فِي الاِسْتِنْشَاقِ إِلاَّ أَنْ تَكُونَ صَائِمًا.

„გულდასმით აიღე აბდესი, თითებს შორისი კარგად დაიბანე და ცხვირში ღრმად შეისუნთქე წყალი თუ არ მარხულობ.“ (აბუ დავუდ, ტაჰარე, 55/142; თირმიზი, სავმ, 69/788. მუჰამმედ ნასირუდდინ ალ-ალბანი „საჰიჰი თირმიზი“ სახელობის ნაშრომში დასძენს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

მიუხედავად ამ გაფრთხილებისა მარხულს აბდესის აღებისას ყელში წყალი თუ გადასცდება და მას ამ მომენტში არ ახსოვს, რომ ის მარხულობს, ამ შემთხვევაში ყველა მეზჰების სწავლული ერთიანად თანხმდება, რომ ასეთ პიროვნებას მარხვა არ მოეშლება. რადგანაც ეს იმ მდგომარეობას ჰგავს, როდესაც მარხული დავიწყებით ჭამს ან სვამს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობს:

مَنْ نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللَّهُ وَسَقَاهُ.

ვისაც მარხვისას დაავიწყდება და მიირთმევს ან დალევს, მან გააგრძელოს მარხვა, უეჭველად ალლაჰი აჭმევს და ასმევს მას.“ (მუსლიმ, სიამ, 33/1155; ბუხარი, სავმ, 26/1933.)

مَنْ أَفْطَرَ فِي شَهْرِ رَمَضَانَ نَاسِيًا فَلَا قَضَاءَ عَلَيْهِ وَلَا كَفَّارَةَ.

ვინც რამადანის მთვარეში დავიწყებით მიირთვას რამე, მას არც იმ დღის მარხვით ანაზღაურება და არც შეცდომის გამოსასყიდი მოწყალების გაღება არ ესაჭიროება.“ (ჰაქიმ, 1569; იბნი ჰაზმ, 1990; იბნი ჰიბბან, 3521; დარეყუტნი, 2243. მუჰამმედ ნასირუდდინ ალ-ალბანი დასძენს რომ ეს ჰადისი ჰასენია. იხ. საჰიჰუ’ლ-ჯამი’, 6070.)

ხოლო თუ მარხულს იმ მომენტში თან ახსოვს, რომ მარხულობს და პირში წყლის გამოვლებისას ყელში გადასცდა, ჰანეფი მეზჰების მიხედვით მისი მარხვა მოშლილია და სანაცვლოდ ერთი დღე უნდა იმარხულოს.[1]

შაფი და ჰანბელი მეზჰების მიხედვით მარხულს აბდესის აღებისას შემთხვევით ყელში წყალი თუ გადასცდა, ეს მარხვას არ მოშლის. რადგანაც მას თუ მარხვის მოშლა ან წყლის დალევა არ განუზრახავს და ეს მხოლოდ შემთხვევით დაშვებული შეცდომის შედეგია, ასეთ რამეზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

وَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ فِيمَا أَخْطَأْتُم بِهِ وَلَٰكِن مَّا تَعَمَّدَتْ قُلُوبُكُمْ

ცოდვა არ გაქვთ რაშიც შეცდით, მხოლოდ ის (არის ცოდვა) რაც განიზრახა თქვვენმა გულებმა.(აჰზაბ, 33/5.)

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შაფი მეზჰების მიხედვით აბდესის ამღები მარხული თუ მეოთხედ გამოივლებს პირში წყალს და ამ დროს ყელში წყალი გადასცდა, მაშინ მარხვა მოეშლება, რადგანაც მისთვის შარიათს ეს არ დაუვალებია.[2]

აღნიშნულ საკითხში მეც ვიზიარებ იმ სწავლულთა შეხედულებას, ვინც თვლის, რომ უნებლიედ ყელში წყლის გადაცდენა მარხვას არ მოშლის.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

28.06.2017 ბათუმი

 



[1] Prof. Dr. Vehbe Zuhaylı, İslam Fıkıh Ansiklopedisi, c. 3, s. 183.

[2] Prof. Dr. Vehbe Zuhaylı, İslam Fıkıh Ansiklopedisi, c. 3, s. 194.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol