Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

saflavis gadatana

საფლავის გადატანა შეიძლება თუ არა?

 
 
 


კითხვა: სალამ ალეიქუმ!

მუსლიმი დაკრძალულია ქრისტიანულ სასაფლაოსთან და ეხლა სხვაგან გადატანა სურთ. როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ამ საკითხთან მიმართებაში ისლამი ძირითადად მიცვალებულზე პატივისცემისა და მისი დაცვის პრინცპებიდან ამოდის. აქედან გამომდინარე საფლავებთან მიმართებაში დიდ სიფრთხილეს იჩენს და მის მიერ დადგენილი წესებით ცდილობს დაიცვას მიცვალებულთა სიმშვიდე და პატივი, რაც მიცვალებულის არა ხელსაყრელ ადგილას დაკრძალვის, საფლავის გადატანის ან მისი წაბილწვის აკრძალვაში ვხედავთ. ხელსაყრელ ადგილას დაკრძალვაში იგულისხმება ის ფაქტორი, რომ მიცვალებული არ უნდა დაიკრძალოს არამუსლიმთა სასაფლაოზე, სხვის ან სადავო მიწაზე, მეწყერსაშიშ, ჭაობიან და ვულკანურ ზონებში, ან კიდევ რკინიგზის, ავტომაგისტრალისა და მსგავსი სტარტეგიული მნიშვნელობის მქონე მიწებზე, რომელიც შემდგომში საფლავის გადატანის აუცილებლობას შექმინს.

საფლავის გადატანასთან დაკავშირებით ოთხი მეზჰების სწავლულთა შეხედულებები შემდეგია:

მალიქი და ჰანბელი სწავლულების მიხედვით საფლავის გადატანა თუ მიცვალებულისთვის უფრო სასარგებლო იქნება ამ შემთხვევაში მისი გადატანა დასაშვებია.

შააფიი სწავლულები საფლავის გადატანაზე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იძლევიან ნებას.

ჰანეფი სწავლულები მიიჩნევენ, რომ საფლავის გადატანა ჰარამია.

მე ამ შემთხვევაში ვუერთდები მალიქი და ჰანბელი სწავლულთა აზრს, რომ არამუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალული მუსლიმის, მუსლიმთა სასაფლაოზე გადაყვანა უმჯობესია, თუკი აღნიშნული საქციელი საზოგადოებაში დამატებით პრობლემებს, უთანხმოებებსა და განხეთქილებებს არ გამოიწვევს. იმ შემთხვევაში თუ ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალული მუსლიმით უკმაყოფილოა ან ერთი ან მეორე მხარე, ან კიდევ იქ ჩატარებული მუსლიმანური ან ქრისტიანული რიტუალები უკმაყოფილებას იწვევს ან ერთ ან მეორე მხარეში, მაშინ მისი მუსლიმთა სასაფლაოზე გადაყვანა უკეთესია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არამუსლიმთა სასაფლაო უზენაესი ალლაჰის რაჰმეთს მოკლებული ადგილებიდან ერთ-ერთია. მუსლიმისთვის ასეთ ადგილას წოლა კი არასასურველი. მუსლიმთა სასაფლაოზე მუსლიმები ხშირად დადიან, რომლებიც იქ მყოფ მიცვალებულებს ესალმებიან და უზენაეს ალლაჰს ავედრებენ მათ სულებს, რაცას არამუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალული მუსლიმები მოკლებულნი იქნებიან.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02-11-2015 ბათუმი 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol