Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

dasashvebia tu ara nadiroba

დასაშვებია თუ არა ნადირობა?

 
 
 



კითხვა: მოგესალმებით. მუსლიმისთვის ნადირობა აკრძალული ან ცოდვა ხომარაა? მაგალითად კურდღელზე, მწყერზე ან სხვა რამეზე რომ ვინადირო?

პასუხი: სალამი.

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი ნადირობას არ კრძალავს. ნადირობა ნებადართულია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„გეკითხებიან შენ – რა არის ჰალალი მათთვის? უთხარი: ჰალალია თქვენთვის ყველაფერი, რაც სუფთაა და ის, რაც გაწვრთნილ მტაცებელს დაუჭერია თქვენთვის - რომელსაც ალლაჰის ბოძებული სიბრძნით წვრთნით - მიირთვით იგი ალლაჰის სახელის მოხსენებით.“ (მაიდე, 5/4.)

„ჰალალია თქვენთვის ზღვის ნადირობა და ჭამა მისი, მგზავრთა და თქვენდა სასარგებლოდ.“ (მაიდე, 5/96.)

როგორც წმინდა ყურანი ასევე მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) უნაკლო სუნნეთიც ნადირობაზე ნებას გვრთავს და მის შესახებს სხვადასხვა ნორმებსა და წესებს გვასწავლის. ნადირობისას გასათვალისწინებელი ნორმები ზოგადად ასე შეიძლება მიმოვიხილოთ: ნადირობა არ უნდა იყოს გართობის მიზნით, ისრაფს ანუ რესურსების არამიზნობრივ ფლანგვას და განადგურებას უნდა მოვერიდოთ, არ უნდა ვინადიროთ, როდესაც სანადირო ცხოველი თუ ფრინველი გამრავლების პერიოდში იმყოფება ან გადაშენების პირას მყოფი სახეობები, უნდა დავიცვათ გარემოს სისუფთავე, რაც ჩვენი და ჩვენს მიერ სანადირევი ცხოველების ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს შეუწყობს ხელს. ნანადირევის ხორცი ჰალალი რომ იყოს ამისათვის სროლისას ან გაწვრთნილი ცხოველის მიშვებისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ალლაჰის სახელი (ბისმილლაჰ) და ნანადირევის ხელში ჩაგდებისთანავე უნდა დავკლათ, რომ სისხლიდან მთლიანად დაიცალოს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

09.01.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol