Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

intimuri sizmari marxvas shlis tu ara

ინტიმური სიზმარი მარხვას მოშლის?

 
 
 



კითხვა: მოგესალმებით, ალაჰი გვფარავდე ყველას. ბოდიშს ვიხდი, რადგანაც ისლამის შესახებ საკმარისი ცოდნა არ მაქვს და შეილება რამე არასწორად ვთქვა. მაინტერესებს მარხულმა თუ შეუსაბამო სიზმარი ნახა, მან მარხვა უნდა გატეხოს? და ეს ცოდვად თუ ედება მარხულს ან დღეზე დღე თუ ემატება? მადლობა დიდი. ალიან გთხოვთ და იმედი მაქვს, რომ მალე მიპასუხებთ.

პასუხი: მოგესალმებით.

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

როდესაც მომარხულე დაიძინებს და ძილში ინტიმურ სიზმარს ნახავს, ეს მის მარხვას არ მოშლის. რადგანაც მძინარე საკუთარ თავს კონტროლს ვერ უწევს და მსგავსი რამ მის გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება.

როგორც მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) გადმოგვცემს, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„სამი კატეგორიის ადამიანებისგან კალამი აღებულია (მათ ცოდვა არ ეწერებათ): მძინარესგან გამოღვიძებამდე, ფსიქიკური აშლილობის მქონესგან გამოჯანმრთელებამდე და ბავშვისგან ზრდასრულობამდე.“ (იბნი მაჯე, ტალაყ 15; აჰმედ ბინ ჰანბელი, I, 155, 158, VI, 144.)

ვისაც ასეთი რამ გადახდა, მისი მარხვა არ მოიშლება, არც ცოდვა ედება და არც ამ დღის სანაცვლოდ სხვა დღის მარხვა არ ესაჭიროება. მან ნამაზის დროის მოსვლამდე უნდა იბანაოს და განიწმინდოს, რომ ლოცვა შეძლოს. აბდესის აღებისას პირსა და ცხვირში წყლის გამოვლების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ყელში წყალი არ გადაცდეს.

მორწმუნეთა დედების აიშასა და უმმუ სელემესგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ხანდახან თავის მეუღლეებთან თანაცხოვრების შემდეგ დილით ბანაობდა და იგივე დღეს მარხვაში ატარებდა.“ (ბუხარი, სიამ 22, ჰ.ნ. 1825, 1830.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

13.04.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol