Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

junub mdgomareobashi dazineba

როგორ უნდა მოიქცეს ჯუნუბი თუ გარკვეული დროით ბანაობას ვერ ახერხებს?

 
 
 

 

კითხვა:  ვიცით რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შემდეგ შხაპის მიღება აუცილებელია. მაგრამ ხანდახან ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა მაშინვე ბანაობას ვერ ვახერხებთ, ასეთ სიტუაციაში 1 ან 2 საათის დაგვიანებით რომ ვიბანაოთ დიდი ცოდვაა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ცოლ-ქმრული ურთიერთობის შემდეგ ბანაობა აუცილებელია. ამას უზენაესი ალლაჰი შემდეგი აიათით გვიბრძანებს:

وَإِن كُنتُمْ جُنُبًا فَاطَّهَّرُوا

„თუ ჯუნუბნი[1] ხართ მაშინ (განიბანვით) განიწმინდეთ.“ (მაიდე, 5/6.)

ბანაობისთვის ხელსაყრელ გარემოში სასურველია ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ზედმეტი დაყოვნების გარეშე იბანაოს და განიწმინდოს. მაგრამ ადამიანი ხანდახან შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს ბანაობისთვის არახელსაყრელ გარემოში. ასეთ სიტუაციაში მყოფმა ჩვეულებრივ აბდესი უნდა აიღოს და ბანაობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე იზრუნოს. ნამაზის დროის მოსლამდე უნდა მოახერხოს ბანაობა, რაგანაც ასეთ მდგომარეობაში ნამაზს ვერ შეასრულებს, ხოლო ნამაზის გაცდენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მოდით შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთიდან პრაქტიკულ მაგალითებს გავეცნოთ.

عَنْ عَائِشَةَ، أَنَّ النَّبِيَّ كَانَ إِذَا أَرَادَ أَنْ يَنَامَ وَهُوَ جُنُبٌ تَوَضَّأَ وُضُوءَهُ لِلصَّلاَةِ

აიშა (რ.ა.) გადმოგვცემს:

„-ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჯუნუბ მდგომარეობაში დაძინებას თუ დააპირებდა, ჯერ სასირცხო ადგილებს ჩაიბანდა, შემდეგ ნამაზის აბდესის მსგავსად აბდესს აიღება.“ (აბუ დავუდ, ტაჰარეთ 88/222.) იგივე თავის 223-ე ნომრით აღნიშნულ ჰადისის განსხვავებულ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ ჯუნუბ მდგომარეობაში ჭამას თუ აპირებდა, მაშინ ხელებს იბანდა.

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ عُمَرَ، أَنَّهُ قَالَ ذَكَرَ عُمَرُ بْنُ الْخَطَّابِ لِرَسُولِ اللَّهِ أَنَّهُ تُصِيبُهُ الْجَنَابَةُ مِنَ اللَّيْلِ فَقَالَ لَهُ رَسُولُ اللَّهِ ‏ تَوَضَّأْ وَاغْسِلْ ذَكَرَكَ ثُمَّ نَمْ

აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ომარ ბინ ხატტაბმა (რ.ა.) ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) შეჩივლა, რომ ღამით ჯუნუბი ხდებოდა (მას აინტერესებდა ჯუნუბ მდგომარეობაში დაძინება შეიძლებოდა თუ არა). ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მას ასე უპასუხა: სასირცხო ადგილები ჩაიბანე, აბდესი აიღე და შემდეგ დაიძინე.“ (აბუ დავუდ, ტაჰარეთ 89/221.)

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ أَبِي قَيْسٍ، قَالَ سَأَلْتُ عَائِشَةَ عَنْ وِتْرِ، رَسُولِ اللَّهِ .‏ فَذَكَرَ الْحَدِيثَ. قُلْتُ: كَيْفَ كَانَ يَصْنَعُ فِي الْجَنَابَةِ أَكَانَ يَغْتَسِلُ قَبْلَ أَنْ يَنَامَ أَمْ يَنَامُ قَبْلَ أَنْ يَغْتَسِلَ قَالَتْ كُلُّ ذَلِكَ قَدْ كَانَ يَفْعَلُ رُبَّمَا اغْتَسَلَ فَنَامَ وَرُبَّمَا تَوَضَّأَ فَنَامَ.‏ قُلْتُ الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي جَعَلَ فِي الأَمْرِ سَعَةً

აბდულლაჰ ბინ აბუ ყაისი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„აიშას (რ.ა.) შუამავლის (ს.ა.ს.) ვითრის შესახებ ვკითხე და მან ამის შესახებ ჰადისი მომიყვა. შემდეგ ვკითხე: ჯუნუბობის დროს როგორ იქცეოდა, ის დაძინებამე ბანაობდა თუ ბანაობამდე იძინებდა? აიშამ (რ.ა.) მითხრა: ორივენაირად იქცეოდა. იყო შემთხვევები როდესაც ბანაობდა და შემდეგ იძინებდა, იყო შემთხვევები როდესაც მხოლოდ აბდესს იღებდა და ისე იძინებდა. ამის გაგონებაზე აბუ ყაისმა ასე ჩაილაპარაკა: დიდება ალლაჰს, რომელმაც ისლამში თავისუფლება მოგვცა.“ (მუსლიმ, ჰაიდ 6/307.)

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ، أَنَّهُ لَقِيَهُ النَّبِيُّ فِي طَرِيقٍ مِنْ طُرُقِ الْمَدِينَةِ وَهُوَ جُنُبٌ فَانْسَلَّ فَذَهَبَ فَاغْتَسَلَ فَتَفَقَّدَهُ النَّبِيُّ فَلَمَّا جَاءَهُ قَالَ أَيْنَ كُنْتَ يَا أَبَا هُرَيْرَةَ‏.‏ قَالَ يَا رَسُولَ اللَّهِ لَقِيتَنِي وَأَنَا جُنُبٌ فَكَرِهْتُ أَنْ أُجَالِسَكَ حَتَّى أَغْتَسِلَ.‏ فَقَالَ رَسُولُ اللَّهِ ‏سُبْحَانَ اللَّهِ إِنَّ الْمُؤْمِنَ لاَ يَنْجُسُ

აბუ ჰურეირა (რ.ა.) მოგვითხრობს, რომ მედინას ქუჩებიდან ერთ-ერთში ალლაჰის შუამავალს შეხვდა და თვითონ ჯუნუბი იყო, რის გამოც შუამავალს თავი აარიდა და დასაბანად წავიდა. შუამავალმა (ს.ა.ა.) ამგვარი ქცევის მიზეზის გარკვევა გადაწყვიტა. როდესაც აბუ ჰურეირა მასთან მივიდა შუამავალმა (ს.ა.ს.) ჰკითხა: სად იყავი აბუ ჰურეირა? აბუ ჰურეირამ (რ.ა.): ალლაჰის შუამავალო, როდესაც თქვენ შემხვდით მაშინ მე ჯუნუბი ვიყავი, მე კი დაუბანელი შენთან ერთად დაჯდომა და საუბარი არ მოვიწონე. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე თქვა: „სუბჰანალლაჰ! უეჭველად, მორწმუნე ბინძური არ არის.“ (მუსლიმ, ჰაიდ 29/371.)

عَنْ حُذَيْفَةَ، أَنَّ رَسُولَ اللَّهِ لَقِيَهُ وَهُوَ جُنُبٌ فَحَادَ عَنْهُ فَاغْتَسَلَ ثُمَّ جَاءَ فَقَالَ كُنْتُ جُنُبًا ‏.‏ قَالَ ‏ "‏ إِنَّ الْمُسْلِمَ لاَ يَنْجُسُ

ჰუზეიფა ბინ იემანი (რ.ა.) გადმოგვცემს, რომ ერთხელ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მაშინ შეხვდა, როდესაც ის ჯუნუბი იყო. ამიტომ მასთან შეხვედრას თავი აარიდა, წავიდა განიბანა, შემდეგ დაბრუნდა და შუამავალს (ს.ა.ს.) მე ჯუნუბი ვიყავიო უთხრა. შუამავალმა (ს.ა.ს.) უთხრა: უეჭველად, მუსლიმი ბინძური არ არის.“ (მუსლიმ, ჰაიდ 29/372.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთ იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

03.02.2017 ბათუმი

 



[1] ჯუნუბი: სქესობრირვი კავშირის, მენსტრუაციის, მშობიარობის ან ინტიმური სიზმრის ნახვის შედეგად გამოწვეული უსუფთურობა, რომელიც საჭიროებს წესისამებრა განბანვას.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol