Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

aramuslimebtan misalmeba

არამუსლიმებთან მისალმება შეიძლება?

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ასეთი შეკითხვა დამებადა და პასუხი მაინტერესებს. მღვდელთან მისალმება შეიძლება თუ არა და რა ფორმით?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ისლამის წესების თანახმად არამუსლიმებთან მისალმება, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთან სოციალური კავშირების დამყარება და ურთიერთობა აკრძალული არ არის. თუმცა, როგორც სხვა საკითხებს ამ თემასაც ისლამი თავისი პრინციპებიდან გამომდინარე გარკვეულ ნორმებს უწესებს, რომლითაც არეგულირებს და განასხვავებს მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის ურთიერთობების ფორმებს. მაგალითად მუსლიმი თავის მუსლიმ ძმასთან შეხვედრის დროს „სალამ ალეიქუმ“, „ესსელამუნ ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰი ვებერექათუჰ“ ან კიდევ მოკლე ფორმით „სალამი“  ამბობენ და ამგვარად ესალმებიან ხოლმე ერთმანეთს. ასეთი ფორმით არამუსლიმზე მისალმება მიუღებელია. „სალამი“ უზენაესი ალლაჰის 99 სახელიდან ერთ-ერთია. ამიტომაც ურწმუნოებზე მისი მიმართვა მიუღებელია საქციელია.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ებრაელებთან და ქრისტიანებთან პირველი თქვენ ნუ დაიწყებთ სალამით.“ (მუსლიმ, სალამ 13; აბუ დავუდ, ედებ 138; თირმიზი, ისთი'ზან 12; იბნი მაჯე, ედებ 13, ნავავი, რიადუსსალიჰინ, არამუსლიმებთან მისალმება, ჰ.ნ. 868.)

შუამავლის დროს იყვნენ ებრაელები, რომლებიც მუსლიმებთან შეხვედრისას „ასსაამუ ალეიქუმ“ ეუბნებოდნენ და მათ აცდენდნენ. „საამ“ არაბულად სიკვდილს ნიშნავს. ისინი სიტყვაში ერთი ასოს შეცვლით „სიკვდილი თქვენდა“ ეუბნებოდნენ მუსლიმებს.

მორწმუნეთა დედა აიშასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით:

რამოდენიმე ებრაელმა შუამავალთან მოვიდნენ. როდესაც შიგნით შევიდნენ „ასსამუ ალეიქუმ“ წარმოთქვეს. ამის საპასუხოდ აიშამ:

„ბელ ალეიქუმუ სსამუ ვე ლა'ნეთუ“ (პირიქით თქვენზედ იყოს სიკვდილიც და წყევლაც) სიტყვებით შეეპასუხა. ამის გაგონებაზე შუამავალმა (ს.ა.ს.):

აიშა! ალლაჰს ყველა საქმეში ლმობიერება უყვარსო უთხრა. აიშამ (რ.ა.) უთხრა:

ნუთუ არ გაგიგონია რა თქვეს? შუამავალმა:

მეც მიტომ ვუთხარი: „ვე ალეიქუმ“ (თქვენზედ იყოსო.) (ბუხარი, ისთითაბეთუ'ლ-მურთედდინ, 4; თირმიზი, ისთი'ზან 12, ჰ.ნ. 2701; ნესაი, ამელუ'ლ-იევმ ვე'ლ-ლეიალი, 381-384; იბნი მაჯე, ჰ.ნ. 3689; აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, 6/37, 85, 199.)

ამიტომაც შუამავალი (ს.ა.ს.) მათ აფრთხილებდა, რომ პირველი თქვენ ნუ დაიწყებთ და მათი ცბიერების მსხვერპლნი ნუ გახდებითო.

შუამავალი (ს.ა.ს.) კიდევ ერთ ჰადისში ბრძანებს:

„როდესაც მოგესალმებიან  წიგნის ხალხი (ქრისტიანები და ებრაელები ანუ სალამ ალეიქუმ თუ გეტყვიან) თქვენც უთხარით „ვე ალეიქუმ“ (ასევე თქვენც). (ბუხარი, ისტი'ზან 22, მურთედდინ 4; მუსლიმ, სელამ 6-9.)

ამ ჰადისში ნაგულისხმევია სალამის სწორი ფორმა, როდესაც ისინი ჩვეულებრივი ფორმით გეტყვიან „სალამ ალეიქუმ“ (სალამი თქვენდა) მაშინ მათ უპასუხეთ „ვე ალეიქუმ“ (ასევე თქვენც). როგორც ვხედავთ შუამავალმა (ს.ა.ს.) პასუხის გაცემისას სიტყვა „სალამი“ ამოიღო, როდაგანაც ეს უზენაესი ალლაჰის სახელია და ამ ფორმით მისალმება მხოლოდ მუსლიმებზე შეიძლება.

სხვა დანარჩენი ფორმებით მისალმება, როგორებიცაა გამარჯობა, დილა მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა და სხვები დაშვებული ფორმებია ყველას მიმართ, მღვდელი იქნება, ხახამი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე.

დიდება ალლაჰს, რომელიც გვანიჭებს წარმატებებს და მას შევთხოვთ სწორ გზაზე დგომას!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

11-08-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol