yurani oqros samkauls krzalavs tu ara
ყურანი ოქროს სამკაულს კრძალავს?

კითხვა: მოგესალმებით! გავიგე, რომ ყურანით აკრძალულია ყვითელი ოქროს სამკაულად ტარება. გთხოვთ განმიმარტოთ, რამდენად შეეფერება აღნიშნული სიმართლეს. პატივისცემით, მარი.
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
ოქროს სამკაული აკრძალულია მხოლოდ მამაკაცებისთვის, ქალებს თავისუფლად შეუძლიათ მისი ტარება, რაზეც შემდეგი ჰადისი მეტყველებს:
عن علِيٍّ رَضِيَ اللّهُ عَنْه قال: أخَذَ رَسُولَ اللّهِ حَريراً فَجَعَلَهُ في يَمِينِهِ؛ وَذَّهَباً فَجَعَلَهُ في شِمَالِهِ. فقَالَ: إنَّ هذَيْنِ حَرَامٌ عَلى ذُكُورِ أُمَّتِي. أخرجه أبو داود والنسائي.وفي أخرى للترمذي والنسائي، عن أبي موسى: حُرِّمَ لِبَاسُ الْحَرِيرِ وَالذَّهَبِ عَلى ذُكُورِ أُمَّتِي، وَأُحِلَّ نَاثِهِمْ .
ალი იბნ აბუ ტალიბი (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მარჯვენა ხელში აბრეშუმი, მარცხენა ხელში კი ოქრო აიაღო და თქვა:
„–ეს ორი რამე ჩემი მიმდევარი კაცებისთვის ჰარამიაო.“ გადმოგვცემს აბუ დავიდი და ნესაი. კიდევ სხვა ჰადისს გადმოგვცემენ თირმიზი და ნესაი აბუ მუსა ალ-აშ’არისგან, სადაც შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „აბრეშუმი და ოქრო ჩემი უმმეთის მამაკაცებისთვის ჰარამია; ხოლო ქალებისთვვის ნებადართულია.“ (აბუ დავუდ, ლიბას 14, (4057); ნესაი, ზინეთ 40, (8, 160)
აქვე მინდა ავღნიშნო რომ მამაკაცისთვის ოქროს სამკაული მუჰამმედ შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვით ანუ ჰადისებითაა აკრძალული და არა ყურანით.
წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
17 შაღბანი 1434 / 25. 06 .2013