Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

muslimistvis bibliis wakitxva sheizleba

მუსლიმისთვის ბიბლიის წაკითხვა შეიძლება?

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

მუსლიმისთვის ბიბლიის წაკითხვა შეიძლება?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

მუსლიმის უპირველესი ვალდებულებაა თავისი რწმენა შეისწავლოს, კარგად ერკვეოდეს რწმენის პირობებში, თავჰიდს, შირქსა და ქუფრს ერთმანეთისგან ანსხვავებდეს და ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად გასატარებელი ღვთისმსახურებების შესასრულებლად საკმარის ცოდნას ფლობდეს. აღნიშნული აუცილებლობის დასაფარად გირჩევთ თქვენი რწმენის შესახებ უფრო მეტი იკითხეთ და ყურანი წაიკითხეთ თავის განმარტებასთან ერთად. ისლამის სწავლულთა ერთიანი აზრით ბიბლიის ან სხვა რჯულის წმინდა წერილების წაკითხვა ჩვეულებრივი მუსლიმისთვის ნებადართული არ არის. მაგალითად შეიხი მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდი თემასთან დაკავშირებით გაცემულ 20020-ე ნომრიან ფეთვაში წერს:

„სახარების ან თორას კითხვა და მასში რაიმე ჭეშმარიტების ან სარგებლის ძიება ორი გარემოებიდან გამომდინარე მიუღებელია:

1.                  უზენაესმა ალლაჰმა წინამდებარე წმინდა წიგნებში არსებული სასარგებლო რამეები ყურანშიც გადმოგვცა.

2.                  ყურანში ყველაფერი საკმარისადაა მოცემული, ისე რომ წინა წიგნებზე მიმართვის საჭიროებას არ ტოვებს.

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

მან თანდათან ზემოავლინა შენზე ჭეშმარიტი წიგნი,  დასტურად იმის, რაც მის უწინარეს იყო; და მოავლინა ვრათი (თორა) და ინჯილიც (სახარება). (ალი იმრან, 3/3.)[1]

თქვენი კითხვის პასუხად საუკეთესო მაგალითებს ვკითხულობთ შუამავლის (ს.ა.ს.) უნაკლო სუნნეთში:

عن جابر بن عبد الله رضي الله عنهما : أَنَّ عُمَرَ بْنَ الْخَطَّابِ أَتَى النَّبِيَّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ بِكِتَابٍ أَصَابَهُ مِنْ بَعْضِ أَهْلِ الْكُتُبِ ، فَقَرَأَهُ على النَّبِيِّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَغَضِبَ وَقَالَ : ( أَمُتَهَوِّكُونَ فِيهَا يَا ابْنَ الْخَطَّابِ ، وَالَّذِي نَفْسِي بِيَدِهِ ، لَقَدْ جِئْتُكُمْ بِهَا بَيْضَاءَ نَقِيَّةً ، لَا تَسْأَلُوهُمْ عَنْ شَيْءٍ فَيُخْبِرُوكُمْ بِحَقٍّ فَتُكَذِّبُوا بِهِ ، أَوْ بِبَاطِلٍ فَتُصَدِّقُوا بِهِ ، وَالَّذِي نَفْسِي بِيَدِهِ ، لَوْ أَنَّ مُوسَى كَانَ حَيًّا ، مَا وَسِعَهُ إِلَّا أَنْ يَتْبَعَنِي‏  رواه أحمد (14736) ، وحسنه الألباني في " إرواء الغليل  (6/34) . 

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ომარ ბინ ხატტაბი (რ.ა.) წიგნით ხელში შუამავალთან (ს.ა.ს.) მივიდა, რომელიც ვინმე ეჰლი ქითაბის წარმომადგენელს გამოართვა და ეს წიგნი შუამავალს (ს.ა.ს.) წაუკითხა. შუამავალმა (ს.ა.ს.) მას უთხრა: ნუთუ მასში რაიმე სასარგებლოს ეძებ ხატტაბის შვილო? ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემის სიცოცხლე, რომ თქვენთან მოვედი სუფთა და ბრწყინვალე შარიათით. მათ არაფერი ჰკითხოთ. შესაძლოა მათ გამცნონ ჭეშმარიტება და თქვენ უარყოთ ან გამცნონ ბათილი და თქვენ დაამოწმოთ. ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სიცოცხლე, მუსა ცოცხალი რომ ყოფილიყო ჩემზე (ჩემსმიერ მოტანილ შარიათზე) მიყოლის გარდა სხვა გამოსავალი არ ექნებოდა.“ (გადმოგვცემს აჰმედ ბინ ჰანბელი, ჰ.ნ. 14736. ალბანი დასძენს, რომ ეს ჰადისი არის საჰიჰი, იხ. ირვა ალ-ღალილ, 6/34.)

ჩვენ გვწამს, რომ ამ წიგნებმა ისტორიის მანძილზე ცვლილებები განიცადეს, მასში ადამიანის ხელი შეერია და ორიგინალს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამიტომაც ჩვენთვის შეუძლებელია გამოვიცნოთ ამ წიგნებში გადმოცემულ საკითხთაგან რომელია ღვთისგან მომავალი და რომელი კაცის ხელით შეცვლილი. ასე რომ თავშეკავება უნდა გამოვიჩინოთ ამ წიგნების მიმართ, რომ არ უარვყოთ ღვთისგან მომავალი ან არ დავამოწმოთ კაცის ხელით ჩამატებული. ჩვენ ვაღიარებთ, რომ თავის დროზე ამ წიგნების ორიგინალი, ღვთისგან ებოძათ ამა თუ იმ შუამავალს. ჩვენ ამ წიგნებში კონკრეტულად უარვყოფთ იმ საკითხებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის წმინდა ყურანთან ან შუამავლის უნაკლო სუნნეთთან.

ხოლო ისეთი ხალხისთვის, ვინც საკმაოდ განათლებულია ისლამში, ატარებს სამეცნიერო კვლევებს, ეწევა სხვადასხვა კონფესიებთან დიალოგსა და დავეთს, მისთვის ბიბლიის ან სხვა რელიგიების წმინდა წერილების წაკითხვა და მათზე კვლევების ჩატარება აკრძალული არ არის. შუამავლის (ს.ა.ს.) საჰაბეთაგან აბდულლაჰ ბინ სელამი, სელმანი ფარისი, ქა’ბ ალ-ჰაბარი და ადი ბინ ჰათეთიმი (რ.ა.) ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

17.12.2016 ბათუმი

 



[1] https://islamqa.info/ar/20020


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol