Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

samkaulebi romelzec sulieri arsebebia gamosaxuli

სამკაულები, რომელზეც სულიერი არსებებია გამოსახული

 
 
 


კითხვა: სალამ ალეიქუმ!

შეიძლება თუ არა ისეთი კულონის ტარება, რომელზეც ანგელოზის ან სხვა ცოცხალი არსებაა გამოსახული და გამოკვეთილი აქვს თვალები?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ისლამი ზოგადად კრძალავს ცოცხალი არსებების ხატვას, ან მათ გამოძერწვასა და ქანდაკებების კეთებას. ასევე აკრძალულია მათი სახლში შენახვა ან სამკაულად გამოყენებაც. ვინაიდან ნახატები ხატებს ხოლო ქანდაკებები კერპებს ძალიან ჰგვანან, ისლამი დასაწყისშივე ებრძვის ყველგვარ გამოვლინებას, რამაც მომავალში შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ერთღმერთიანობის მთავარ ამოცანას. ის დასაწყისშივე კრძალავს ადამიანის ხატვას, რათა ერთ დღეს თუ უბრალო და უწყინარი ნახატები იქმნება, მეორე დღეს წმინდანების პორტრეტები, ხოლო მესამე დღეს ამ წმინდანების ხატები გვევლინებიან და ვხედავთ მათზე მოთაყვანე ხალხს, რასაც კაცობრიობის გავლილი ისტორია თვალსაჩინო მაგალითებით გვიდასტურებს. დღევანდელ პირობებში ხანდახან აუცილებელი ხდება ნახატებისა და სხვადასხვა ილუსტრაციების შექმნა, ასეთ სიტუაციაში კომპოზიციები ადამიანის სახის მკვეთრი დაფიქსირების გარეშე უნდა შედგეს. ესეც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შესრულდეს და არა გართობის, თავის გამოჩენის, ან უფრომ მეტი ეფექტისა და რეიტინგის დაგროვების მიზნით.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძამებს: “ცოცხალი არსებების მხატველთ განკითხვის დღეს ეტყვიან: აბა გააცოცხლეთ ისინი, რაც შექმენით თქვენი ხელითო და ამგვარად დაისჯებიან.” (ბუხარი.)

ანგელოზები არ შევლენ იმ სახლში, რომელშიც ძაღლი და სურათი იმყოება.” (ბუხარი, ლიბას 88.)

ანგელოზი არ შედის იმ სახლში, რომლის კედლები და კუთხეები გაფორმებულია სხვადასხვა ცოცხალი არსებების გამოსახულებებით. დიდი ალბათომით ანგელოზებს არც იმ ხალხთან ყოფნა არ სურთ, ვინც ასეთ სამკაულებს ატარებს, ან ასეთი სამოსი აცვიათ. ასეთი სამკაულებით ან სამოსელით ნამაზის შესრულებაც არ არის მოსაწონი საქციელი. სადაც ანგელოზი არ შედის, იქ სატანა შევა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, „ე'უუზუ ბილლაჰი მინეშშიტაანი რრაჯიიმ“ (ღმერთო დაგვიფარე წყეული სატანისგან)-ო თუმცა ხანდახან ეს ჩვენი ვედრება მხოლოდ სიტყვებში რჩება და საქმეში არ აისახება. მარტო სიტყვებს არ ექნება ძალა თუ საქმითაც არ შევეცდებით იმის კეთებას, რასაც ღმერთს ვევედრებით.

ნახატის, სამკაულის ან ქანდაკების შექმნა აკრძალულია, თუნდაც რომ მასზე გამოსახული ანგელოზი იყოს. ანგელოზი თვალით არავის არ უნდახავს და შეუძლებელია მისი გამოსახვა. დღეს ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ნახატებს, რომლებზეც ადამიანები თავიანთი ფანტაზიებით ანგელოზებს ხატავენ, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ამგვარ ნახატში დამახინჯებულია ღვთის უმშვენიერესი ქმნილებების, ანგელოზების ნამდვილი სახე. დამახინჯებულია, რათა ჩვენი რწმენით ანგელოზები უხილავი არსებები არიან, რომლებიც ალლაჰმა სინათლისგან შექმნა და მათ არ გააჩნიათ სქესი. ადამიანები ანგელოზებს თავიანთ ფანტაზიებში ადამიანს ამსგავსებენ და ხშირად მდედრობითი სქესის ფორმაში ხატავენ. გადმოცემებით ვიცით, რომ ანგელოზები ფრთიანი არსებები არიან, რის შედეგადაც გვთავაზოვებ ფრთიანი ქალიშვილების ნახატს, რაც არ შეესაბამება ანგელოზის ნამდვილ სახეს. მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.) ანგელოზი რამდენიმეჯერ ადამიანის ფორმითაც გამოეცხადა, თუმცა ეს არ ყოფილა მისი ნამდვილი სახე.

მექქას წარმართ არაბებს სწამდათ, რომ ანგელოზები ალლაჰის ქალიშვილები იყვნენ, რასაც წმინდა ყურანი უარყოფს:

ალლაჰს ასულებს აკადრებენ. ყოვლად უნაკლოა იგი! (ნაჰლ, 16/57.)

ესკი გვიჩვენებს, რომ ამგვარი სამკაულებიც და ნახატებიც იმ წარმართული რწმენის უკვდავყოფას ემსახურება, რომელსაც წმინდა ყურანი უარყფს. ამიტომ მუსლიმი შორს უნდა იდგეს ასეთი საქციელისგან.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

25-11-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol