Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

vitri ramdeni muxlia

ვითრი რამდენი მუხლია?

 
 
 

 

კითხვა: ვითრი რამდენი მუხლია და როგორ ილოცება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

სიტყვა ვითრი კენტს ნიშნავს, ანუ ნამაზი, რომლის მუხლები დაწყვილებული არ არის. მაგალითად ვითრი ნამაზი 1, 3, 5, 7, 9, 11, 13 მუხლი ილოცება. ყველაზე გავრცეებული ფორმა სამ მუხლად ლოცვაა. ვითრი ნამაზის მუხლების ოდენობას შემდეგი ჰადისებიდან ვსწავლობთ:

აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვითრი აუცილებელია. ვისაც ხუთ მუხლად ლოცვა სურს, ხუთ მუხლად ილოცოს; ვისაც სამ მუხლად ლოცვა სურს, სამ მუხლად ილოცოს; ვისაც ერთ მუხლად ლოცვა სურს ერთ მუხლად ილოცოს.“ (აბუ დავუდ, ჰ.ნ. 1422; იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1190; ნესაი, ყიამუ ლეილ 40.)

მორწმუნეთა დედა უმმუ სელემე (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალი ვითრს 13 მუხლად ლოცულობდა, როდესაც ასაკში შევიდა და დასუსტდა 7 მუხლად ლოცულობდა.“ (ბუხარი, ვითრ 2; აბუ დავუს, ვითრ 3; თირმიზი, ჰ.ნ. 457.)

აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვითრს სამ მუხლად ნუ ილოცავთ. ხუთი ან შვიდი მუხლით ილოცეთ და ვითრს საღამოს ლოცვას ნუ დაამსგავსებთ.“ (დარეყუტნი.)

ჰადისთა კრებულებში ამ თემაზე ჰადისები ბლომადაა გადმოცემული, რომელთა განხილვის საფუძველზეც ოთხი მეზჰების სწავლულები ამა თუ იმ ჰადისზე დაყრდნობით ამ ნამაზის მუხლების რაოდენობისა და შესრულების ფორმების შესახებ თავიანთ შეხედულებებს გადმოგვცემენ. მიუხედავად იმისა, რომ  მათი აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება, ისინი ერთმანეთის შეხედულებებს ბათილად ან არასწორედ არ აფასებენ, რადგანაც ყველა ჰადისზე დაყრდნობით მოქმედებს. ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ სხვა მეზჰების დადგენილი წესიც სწორი და მიღებულია, უთანხმოება მხოლოდ იმაში მდგომარეობს თუ რომელი ფორმა უკეთესია. ფიყჰის წიგნებში ვითრი ნამაზის შესრულების შემდეგ ფორმებს ვკითხულობთ:

1.      ორ-ორ მუხლზე მისალმება და ბოლოს ერთი მუხლის კენტად ლოცვა.

2.                  ერთი დაჯდომითა და ერთი მისალმებით ლოცვა. ანუ მნიშვნელობა არააქვს რამდენ მუხლს ილოცავ, შუადაშუა ეთთეჰიათზე დაუჯდომელად სრულდება ყველა მუხლი და მხოლოდ ბოლო მუხლის შემდეგ დაჯდომა და მისალმება.

3.                  ორ-ორ მუხლზე დაჯდომა ეთთაჰიათუს კითხვა და მისალმების გარეშე მომდევნო მუხლის/მუხლების გაგრძელება. ეს ის მეთოდია, რომელიც ჩვენშია გავრცელებული.  თუმცა სწავლულთა უმრავლესობა შუამავლის (ს.ა.ს.) ჰადისზე „ვითრს საღამოს ნამაზს ნუ დაამსგავსებთ.“ დაყრდნობით, პირველი ორი ფორმით ლოცვას ამჯობინებს, რათა საღამოს ნამაზს არ დაემსგავსოს.

ასევე ვითრის ბოლო კენტ მუხლზე ყუნუთი კეთდება, რომლის დროსაც ყუნუთის ლოცვებს იკითხება. ვინც ყუნუთის ლოცვები არ იცის მას შეუძლია რაბბენა იკითხოს ან სამჯერ „რაბბი-ღფირლიი“ წარმოთქვას.  ჰანბელი მეზჰების მიხედვით ყუნუთის ლოცვები რუქუღიდან წამოდგომის შემდეგაა საკითხავი, თუმცა რუქუღზე წასვლამდე კითხვა უკეთესია. ყუნუთის ლოცვების კითხვისას ხელების გაშლა სუნნეთია.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

06.05.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol