zuzus mowoveba marxvas an abdess moshlis
ძუძუს მოწოვება აბდესს ან მარხვას მოშლის?

კითხვა: ბავშვზე ძუძუს მოწოვება მარხვას ან აბდესს მოშლის?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
ბავშვზე ძუძუს მოწოვება არც მარხვას და არც აბდესს არ მოშლის. მარხვა ძირითადად მაშინ იშლება, როდესაც ორგანიზმი გარედან მკვებავ ნივთიერებებს ღებულობს ან სქესობრივ კავშირს ამყარებს. ხოლო აბდესი ძირითადად მაშინ იშლება, როდესაც ორგანიზმიდან შარდი, განავალი, ჩირქი და მსგავსი სიბინძურე გამოედინება. როგორც სხეულიდან ოფლის გამოსვლა ან ნერწყვის გადმოფურთხება მარხვას და აბდესს არ მოშლის, მკერდიდან რძის გამოდინებაც იგივეა.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
28.06.2017 ბათუმი