Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mshoblebi tavsafris tarebas tu gvishlian

როგორ მოვიქცეთ მშობლები თუ თავსაფრის ტარებას გვიშლიან?

 
 
 



კითხვა: მოგესალმებით, ალლაჰის სიეთე არ მოგვკლებოდეს.
მაინტერესებს როცა მშობელი წინააღმდეგია თავზე დაფარების, ჩვენ თუ შეგვილია მათი სურვილის წინააღნდეგ წავიდეთ და დავიფაროთ. მითუმეტეს როცა ალიან კატეგორიულები არიან?

პასუხი: ალეიქუმ სალამ

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

მშობლის მიმართ სიკეთე და მათ მორჩილებაში ყოფნა უზენაესი ალლაჰის ბრძანებაა, თუმცა მიუხედავად ასეთი ბრძანებისა მათ მოთხოვნებს უზენაესი ალლაჰის ბრძანებებზე მაღლა ვერ დავაყენებთ. ჩვენ ვალდებული ვართ ყველა საკითხში მათი სურვილები გავითვალისწინოთ, გარდა ისლამის საწინააღმდეგო საქმეებისა. თავსაფრის ტარება უზენაესი ალლაჰისა ბრძანებაა, ამიტომ მშობლის ნება-სურვილებს ღვთის ბრძანებაზე მაღლა ვერ დავაყენებთ. ჩვენი გამჩენი ალლაჰია და ბოლოს ისევ მის წინაშე წარვსდგებით. მის წინაშე წარსდგომის დღე ისეთი დღეა, როდესაც შვილი მშობელს გაურბის და მშობელი შვილს. ყველას საკუთარი თავსატეხიც კი ყოფნის, ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ბრძოლობს და სხვათა წინაშე წარმოქმნილ პასუხისმგებლობებს გაურბის:

„იმ დღეს კაცი გაურბის თავის ძმას, თავის დედასა და მამას, თავის ცოლსა და შვილსა.“ (აბესე, 80/34-36.)

ამიტომ ყური უნდა ვუგდოთ უზენაესი ალლაჰის ბრძანებას და გავითვალისწინოთ:

„თუ დაგაძალებენ, რომ ჩემ მოზიარედ ცნო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, მაშინ მათ ნუ დაემორჩილები. ხოლო ამქვეყნად საუკეთესო ფორმით იზრუნე მათზე და გაჰყევი იმათ გზას, ვინც ჩემსკენ მოილტვის.(ლოყმან, 31/15.)

ალლაჰის შუამავალიც (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ალლაჰზე სიურჩეში არავითარი მორჩილება არ იქნება ქმნილებების მიმართ. მორჩილება მხოლოდ სიკეთეშია.“ (მუსლიმ, იმან 39, ჰ.ნ. 1840; აბუ დავუდ, ჯიჰად 87, ჰ.ნ. 2615.)

ალლაჰის შიშსა და მორჩილებას გირჩევთ. მშობლებს კი ღვთის მორჩილების გარდა სხვა არცერთ საკითხში გული არ ატკინო და არ აწყენინო. ლამაზი და ტკბილი ენით აუხსენი ისლამის სიდიადე და ღვთის ბრძანებების შესრულების აუცილებლობა.

ვინც ალლაჰზე მიმნდობი და მისი რწმენის ერთგულია, მას უზენაესი აუცილებლად გაუხსნის გამოსავალს:

ვისაც ალლაჰის შიში აქვს, ალლაჰი მას აუცილებლად გაუხსნუს გამოსავალს. და მას ისე ასაზრდოებს, საიდანაც არ ელოდა. ვინც ალლაჰს მიენდობა, ის საკმარისია მისთვის. უეჭველად ალლაჰი შემსრულებელია საკუთარი ბრძანების. (ტალაყ, 65/2-3.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

07.05.2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol