Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

qali da avtomobilis martva

ქალს შეუძლია თუ არა ავტომობილის მართვა?

 
 
 

 

             კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ქალს შეუძლია თუ არა ავტომობილის მართვა?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ისლამის შარიათი ქალებს ავტომობილის მართვას არ უკრძალავს, შუამავლის დროს ქალები როგორც გადაადგილდებოდნენ შესაჯდომი პირუტყვით, დღესაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ თანამედროვე გადაადგილების საშუალებით და მართონ ავტომობილი.

არსებობს რიგი მდგომარეობები, როდესაც შეიძლება აუცილებელიც კი შეიქმნას მუსლიმი ქალისთვის ავტომობილის ტარების ცოდნა. მაგალითად უმჯობესია ქალი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდეს, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით, ისინი ასე უფრო დაცულები იქნებიან და თავს იოლად დააღწევენ უცხო პირთა ცუდ ზრახვებს. ქმრის სახლში არყოფნისას შესაძლოა, ოჯახის რომელიმე წევრს სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროებოდეს, ზოგჯერ დრო სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

ამყველაფერთან ერთად ასევე არის რიგი საკითხები, რაც აქვე უნდა აღვნიშნოთ და ყველა ქალმა უნდა გაითცვალისწინოს. ქალი მარტოდ ავტომობილის მაღთვისას ხანდახან შეიძლება გადაეყაროს ისეთ სიტუაციებს, რაც შარიათის თანახმად აკრძალული ან მოუწონარია.  გზაში ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლა, გზის უსაფრთხოების სისუსტე, ავტოსაგზაო შემთხვევები, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო სასჯელი შეიძლება პატიმრობამდეც მივიდეს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დედაკაცის უცხო პიროვნებებთან ახლო და ინტენსიურ ურთიერთობას, რაც შარიათის წესების თანახმად მიუღებელია.

ამიტომ მუსლიმმა მანდილოსანმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ზემოთ აღნიშნული უსიამოვნო სიტუაციები, შესაბამისი სიფრთხილე გამოიჩინოს და მიიღოს ყველა ზომა, რომ არ აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში და ფითნას გაღვივებას ხელი არ შეუწყოს. ამისათვის თავი უნდა შეიკავოს ზედმეტი და უსარგებლო მისვლა-მოსვლისგან, ავტომობილით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლოს, მოერიდოს მარტოდ მოგზაურობას და არ იმგზავროს შორ გზაზე, სადაც აღნიშნული პრობლემების წარმოქმინს შემთხვევაში მის შინაურებს არ ექნებათ დახმარების აღმოჩენის საშუალება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

03.05.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol