Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

avadmyofis abdesi

როგორ უნდა განიბანოს ავადმყოფმა?

 
 
 
 

 

კითხვა: ას-სალამუ ალეიქუმ!

ავადმყოფმა, რომელიც სხვადასხვა მოტეხილობების გამო საწოლსაა მიჯაჭვული, სიარული არ შეუძლია და შესაბამისად განბანვასაც ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში ნამაზი როგორ უნდა შეასრულოს?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

უზენაესმა ალლაჰმა უმოკლეს ხანში შვება მისცეს, გამოაჯანმრთელოს და ფეხზე წამოაყენოს! ისლამი შეძლებისდაგვარი რელიგიაა. უზენაესი ჩვენ არ გვავალებს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება.

„არ დააკისრებს ალლაჰი არცერთ სულს იმის გარდა რაც მას შეუძლია. ... უფალო ჩვენო და ნუ გვატვირთავ იმას რისი ძალაც არ შეგვწევს.“ (ბაყარა, 2/286.) როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თავის მიმდევრებს ახარა, რომ ალლაჰმა დაეთანხმა ამ ვედრებას და მათთვის არ უკისრებია ისეთი პასუხისმგებლობები, რომლებიც მათ რეალურ ძალას აღემატებოდა. (მუსლიმ, იმან 199-200; აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, II, 412; თირმიზი, თაფსირუ'ლ-ყურან, 2/40, ჰ.ნ. 2992; ტაბერი, ჯამიუ'ლ-ბეიან, III, 95-96.)

„რიდი გქონდეთ ალლაჰის რამდენადაც შეძლებთ“ (თეღაბუნ, 64/16.)

ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს ისლამი რთულ პირობებს არ უყენებს. მას შეუძლია თეიმუმი გააკეთოს და მისი მეშვეობით შეასრულოს ნამაზი, ოღონდ ყველა ნამაზისთვის თავიდან უნდა გააკეთოს თეიმუმი.

მას თუ ჯუნუბობიდან განწმენდა ესაჭიროება, ასეთ შემთხვევაში მეუღლის ან შვილის დახმარებით უნდა დაიბანოს სხეულის ის ნაწილები, სადაც მოტეხხილობა არააქვს, საფენები არ ადევს და წყალი არ ავნებს. მოტეხილობის, ჭრილობის, შეხვევის მქონე ადგილებზე ან იქ სადაც წყალი ავნებს და აუარესებს მის ჯანმრთელობას, მხოლოდ სველ ხელს გადაისმევს, რასაც მესჰი ეწოდება. თუ ამგვარი მოქმედებაც შეუძლებელია, ანუ სხვა პიროვნებების დახმარებითაც კი შეუძლებელია მისი საწოლიდან გადმოყვანა და მოძრაობა საშიშია მისი ჯანმრთელობისთვის მაშინ ასეთ შემთხვევაში თეიმუმით უნდა ისარგებლოს, მანამდე ვიდრე მეუღლის ან შვილის დახმარებით არ შეძლებს განბანვას და არა სრულ გამოჯანმრთელებამდე. რამოდენიმე ვერსია მომყავს რათა ეს ყველაფერი განისაზღვრება ავადმყოფის მდგომარეობისა და მისი ჯანმრთელობის სიმწვავის მიხედვით. ჩემს მიერ გაცემული პასუხი ზოგადია და ავადმყოფმა თვითონ უნდა აწონ-დაწონოს თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თვითონ. ასეთ სიტუაციებში ისლამი შეღავათებს იძლევა მხოლოდ იმ დოზით, რაც არსებული პრობლემის გადასალახადაა საჭირო. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ჰოი თქვენ მორწმუნეებო! როდესაც ნამაზზე დადგებით, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავებზე ჩამოისვით (სველი ხელი) და ფეხები კოჭებამდე (დაიბანეთ). და თუ ჯუნუბნი ხართ მაშინ (განიბანეთ და) განიწმინდეთ. ხოლო თუ ავად იქნებით ან მგზავრი ან საპირფარეშოდან მობრუნდება რომელიმე თქვენგანი ან ქალს შეეხება და წყალს ვერ იპოვის, მაშინ თეიმუმი გააკეთეთ სუფთა მიწით და ჩამოისვით სახეზე და მკლავებზე მისით. ალლაჰს არ უნდა თქვენთვის სირთულე, მაგრამ (მას) უნდა განგწმინდოს თქვენ და აღასრულოს მისი წყალობა თქვენზე, ეგებ მადლიერნი იყოთ თქვენ.“ (მაიდე, 5/6.)

აღნიშნული აიათი ავადმყოფთათვის შეღავათს ცნობს. ამ შეღავათებისა და შემსუბუქების მიზანი ნამაზია და ჯანმრთელობაა, ავადმყოფმა ამ შეღავათების ფონზე არც ჯანმრთელობა არ უნდა დაკარგოს, ამასთანავე შეასრულოს ყოველდღიური ხუთი ნამაზი უნდა შეასრულოს.

ამრ ბინ ალ-ასისი (რ.ა.) გადმოგვცემს:

ზათუ'ს-სელასილის ბრძოლის დროს ერთ-ერთ ცივ ღამეში ჯუნუბი გავხდი. ვშიშობდი, რომ თუკი დავიბანდი დავიღუპებოდი. ასეთ მდგომარეობაში თეიმუმი გავაკეთე და მეგობრებს დილის ნამაზი ვალოცე.

მედინაში დაბრუნების შემდეგ მეგობრებმა შუამავალთან მიჩივლეს.

შუამავალმა (ს.ა.ს.) მკითხა:

ამრ! შენ ჯუნუბი იყავი, თეიმუმი გააკეთე და მეგობრებს იმამობა გაუწიე?

მე სიტუაცია განვუმარტე თუ რატომ ვერ განვიბანე წყლით და ყურანიდან შემდეგი აიათი მომაგონდა: „თავს ნუ მოიკლავთ, რამე თუ ალლაჰი მეტად მოწყალეა თქვენს მიმართ.“ (ნისა, 4/29.) მეც ამ აიათზე დაყრდნობით თეიმუმი გავაკეთეო ვუთხარი. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამაზე მხოლოდ გაიღიმა და ხმა არ ამოუღია. (აბუ დავუდ, ჰ.ნ. 334. მუჰადდისი მუჰამმედ ნასირუდდინ ალ-ალბანი დასძენს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

01-10-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol