Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

ra aris bidati

რა არის ბიდ'ათი?

 
 
 

 

კითხვა: რა არის ბიდათი?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ბიდათი არაბული სიტყვაა და სიახლეს, რაიმე სიახლის გამოგონებას ნიშნავს, რომელსაც წარსულში არანაირი მაგალითი არ გააჩნია. ბიდათი რელიგიურ ტერმინოლოგიაში იმ სიახლეებს ეწოდება, რომლებიც ისლამის სახელით კეთდება, თუმცა მას არანაირი საყრდენი არ გააჩნია ყურანსა და სუნნეთში. ბიდათია ყველაფერი რაც დღეს ისლამის სახელით კეთდება თუმცა უცხოა პირველი თაობის მუსლიმებისთვის.

ისლამი არის ერთადერთი სრულყოფილი რელიგია, რომელმაც თვითკმარია წმინდა ყურანითა და შუამავლის სუნნეთით. ისლამში რამის დამატება ან გამოკლება მხოლოდ უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის უფლებაა. ვინც შუამავლის შემდეგ ისლამში რაიმე სიახლეებს დასაშვებად მიიჩნევს, ის ეჭვქვეშ აყენებენ ისლამის თვითკმარობას, აცხადებს, რომ ისლამს რაღაც აკლია და საკუთარ თავს ამ ნაკლის შევსების უფლებას აძლევს. წმინდა ყურანსა და შუამავლის უნაკლო სუნნეთში ვკითხულობთ:

الْيَوْمَ أَكْمَلْتُ لَكُمْ دِينَكُمْ وَأَتْمَمْتُ عَلَيْكُمْ نِعْمَتِي وَرَضِيتُ لَكُمُ الْإِسْلَامَ دِينًا

„დღეს მე სრულვყავი თქვენი რჯული, დავასრულე ჩემი წყალობა თქვენდამი და თქვენთვის ისლამის რჯულზე ვარ კმაყოფილი.“ (მაიდე, 5/3.)

„არ არსებობს ისეთი საქმე, რომელიც თქვენ სამოთხესთან დაგაახლოვებთ და მე ის არ დამევალებინოს თქვენთვის; ასევე არ არსებობს ისეთი საქმე, რომელიც თქვენ ჯოჯოხეთთან დაგაახლოვებთ და მე ის არ ამეკრძალოს თქვენთვის.„ (ჰაქიმ, მუსთედრექ.)

გარდა ამისა ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) სხვა მრავალ ჰადისში ბიდათებისგან გვაფრთხილებს და გვიკრძალავს ისეთი საქმეების კეთებას, რაც მას არ დაუვალებია ჩვენთვის. მაგალითად:

„ჭეშმარიტად, სიტყვათა საუკეთესო ალლაჰის წიგნია. გზათა ულამაზესი მუჰამმედის გზაა. საქმეთა ყველზე ავი შემდგომ გამოგონილი რამეებია და ყოველი შემდგომ გამოგონილი გზასამცდენი ბიდათია.“ (მუსლიმ, ჯუმა, 43 (ჰ.ნ. 867); ნესაი, სალათულ იდეინ, 22 (3/188-189); იბნი მაჯე, მუყადდიმე, 7 (ჰ.ნ. 45); იბნი ჰიბბან, ეს-საჰიჰ, ჰ.ნ. 10.)

„ვინც გამოიგონოს გზასამცდენი ბიდათი, რომლითაც ალლაჰი და მისი შუამავალი არ არის კმაყოფილი, შემდგომ ამ ბიდათის გამგრძელებელთა ცოდვის ტოლა ცოდვა ეწერება მის გამომგონებელს, ისე რომ ამ ბიდათის ჩამდენთა ცოდვასაც არაფერი მოაკლდება.“ (თირმიზი, ილიმ 16 (ჰ.ნ. 2677); იბნი მაჯე, მუყადდიმე, 15 (ჰ.ნ. 209)

„ხალხი ისე არ გამოიგონებს ახალ ბიდათს რომ, მის სამაგიეროდ ერთი სუნნეთი არ გაუქმდეს.“ (აჰმედ ბინ ჰანელ, ალ-მუსნედ, 4/105; მერვეზი, ეს-სუნნე, ჰ.ნ. 97; ბეზზარ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 131; ჰეისემი, ეზ-ზევაიდ, ჰ.ნ. 892; იბნი ჰაჯერ, ფეთხულ ბარი, 13/253.)

„ვინც ამ ჩვენს საქმეში (რწმენაში) მასში არ არსებული რამე გამოიგონოს ის (საქმე) მიუღებელია.“ (მუსლიმ, 1718, 3242.)

„ვინც გააკეთოს ისეთი რამე, რაზეც ჩვენი ბრძანება არ არის ის მიუღებელია.“ (მუსლიმ, ჰ.ნ.. 1718.)

როგორც ვხედავთ ალლაჰის შუამავალი კატეგორიულად კრძალავს რელიგიაში სიახლეს და ამბობს, რომ „ყოველი ბიდათი გზასაცდენილობაა და ყოველი გზასაცდენილობა ცეცხლში იქნება.“ ამიტომ უნდა მოვერიდოთ ბიდათს და ჩავეჭიდოთ სუნნეთს. ისლამის სწავლულები ამბობენ, რომ ბიდათი სხვა ცოდვებზე უფრო დიდი საფრთხის შემცველია, რადგანაც ადამიანი ამას რელიგიის სახელით აკეთებს, ფიქრობს რომ ამით ღვთის კმაყოფილებას ეწევა და შესაბამისად მის მონანიებასაც არ ფიქრობს, ხოლო სხვა ცოდვები ასე რა არის, რადგანაც ვინც ცოდვას ჩადის მან იცის, რომ ეს ცოდვაა და უფრო მეტი ალბათობა არსებობს მისი მონანიებისა.

ღმერთო უზენაესო! შეგვაგნებინე მართალი მართალად და სულ სიმართლით გვაცხოვრე; ასევე შეგვაგნებინე ბათილი ბათილად და შორს გვამყოფე ყოველგვარი ბათილისაგან!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02.04.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol