Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

ras nishnavs cru hadisi

რას ნიშნავს ცრუ ჰადისი?

 
 
 

 

        კითხვა: რას ნიშნავს ცრუ ჰადისები? რომლებია ისინი და სად შეიძლება ვიპოვო?

პასუხი: იდება ალლაჰს! სალამი და ლოცვა მის შუამავალს.

ცრუ ჰადისი ეწოდება ისეთ გადმოცემებს, რომლებიც არანაირად არ დასტურდება, რომ იგი ნამდვილად მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.) ეკუთვნის ან უკვე გამოაშკარავებულია მისი სიცრუე. ისლამის მეცნიერებებს შორის ჰადისის მეცნიერება ძალიან დაწვრილებითი და დეტალური დარგია, სადაც ყველა წვრილმანი დიდი ყურადღებით განიხილება. დროთა განმავლობაში ხალხი თავიანთი მიზნების მისაღწევად, ისლამისადმი მტრული განწობის ან კიდე ხალხის ისლამზე წახალისების მიზეზით თხზავდნენ ჰადისებს და მიაწერდნენ შუამავალს, თითქოს და ის ამბობდეს ასე. ეს რომ ასე იქნებოდა თავის დროზე იცოდა შუამავალმაც (ს.ა.ს.) და ამბობდა: „ვინც შეგნებულად ტყუილი მომაწეროს მე, მან ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის გაემზადოსო.“[1] შაუამავალი (ს.ა.ს.) ასევე ლოცავდა იმ ხალხს, ვინც უნაკლოდ იზეპირებდა მის სიტყვებს და გადასცემდა თაობიდან თაობებს. ამის შესახებ იგი ასე ბრძანებს: „ალლაჰმა სახე გაუბრწყინოს იმ კაცს, ვინც გაიგონა ჩემი სიტყვები, კარგად ჩასწვდა მის აზრს და იგივენაირად გადასცა სხვებსაც.“[2]

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას თუ რომელია ცრუ ჰადისები, ესენი იმდენად ბევრია, რომ სამწუხაროდ აქ ვერ ჩამოვთვლით. ჰადისის სწავლულებს დაწერილი აქვთ ცრუ ჰადისთა კრებულიები, რათა ვიცნობდეთ და ვერიდებოდეთ მათ. ამ კრებულთაგან ზოგიერთები შემდეგია:

ალ-მაყდისი (გ.თ. ჰ. 570 / 1113): თაზქირათუ’ლ-მევდუ’ათ.

ალ-ჯუზაქანი (გ.თ. ჰ. 543 / 1148): ალ-ებათილ ვე’ლ-მენაქირ ვე’ს-სიჰაჰ ვე’ლ-მეშაჰირ.

აბუ’ლ-ფერეჯ იბნუ’ლ-ჯევზი (გ.თ. ჰ. 597 / 1200): ქითაბუ’ლ-მევდუ’ათ მინე’ლ-ეჰადისი’ლ-მერფუ’ათ.

ჯალალედდინ ას-სუიუთი (გ.თ, ჰ. 911 / 1505): ალ-ლეიალი’ლ-მესნუ’ა ფი’ლ-ეჰადისი’ლ-მევზუ’ა.

იბნი არრაქ (გ.თ, ჰ. 963 / 1556): თანზიჰუ’შ-შარი’ათი’ლ-მერფუ’ა ‘ანი’ლ-აბჰარი’შ-შენი’ათი’ლ-მევზუ’ა.

ალ-ფეთთენი (გ.თ. ჰ. 986 / 1578): თაზქირათუ’ლ-მევდუ’ათ ფი’ლ-ეჰადისი’ლ-მევდუ’ათ.

ალ-ყარი (გ.თ. ჰ. 1014 / 1605): ალ-ასრარუ’ლ-მერფუა ფი’ლ-აჰბარი’ლ-მევდუ’ა: ალ-მევდუ’ათუ’ლ-ქუბრა.

ეშ-შევქანი (გ.თ. ჰ. 1250 / 1832): ალ-ფევა’იდუ’ლ-მეჯმუ’ა ფი’ლ-ეჰადისი’ლ-მევდუ’ა

ალ-ლეკნევი (გ.თ. ჰ. 1304 / 1832): ალ-ასარუ’ლ-მერფუ’ა ფი’ლ-აჰბარი’ლ-მევდუ’ა.

ეს ნაშრომები ყველა არაბულ ენაზეა დაწერილი, სამწუხაროდ ქართულად არცერთი მათგანი არ არის თარგმნილი, თუმცა ზოგიერთი მათგანის სხვა ენებზე თარგმანის პოვნა შესაძლებელია.

წარმატების მომცემი ალლაჰია.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

21.01.2015 ოზურგეთი

30 რაბბიულ ევველ 1436



[1] ბუხარი, ილიმ 39; თირმიზი, ილიმ 8/2661; იბნი მაჯე, მუყადდიმე 432; აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ 3/98.

[2] თირმიზი, ილიმ 7/2657-2658.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol