Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

fitras qristianze micema

ფითრას ქრისტიანზე მიცემა შეიძლება?

 
 
 

 

კითხვა: ქრისტიანზე ფითრას მიცემა შეიძლება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ფითრა ერთ-ერთი სავალდებულო მოწყალების სახეობაა, რომელსაც მუსლიმები რამადანის ბოლო დღეებში გასცემენ. ფითრას მოწყალებას ძირითადად ოჯახის უფროსი ერთი ღარიბის ორჯერადად დასაპურებლად საკმარისი პროდუქტით ან მისი ღირებულების თანხით იხდის. ოჯახის უფროსი ვალდებულია იმდენი ღარიბი დააპუროს რამდენი სულისგანაც შედგება მისი ოჯახი. ფითრას მოწყალება მიზნად ისახავს მარხვის დროს დაშვებული ცოდვებისა და შეცდომების გამოსყიდვას და იმ ნაკლის აღდგენას, რაც ჩვენი დაუდევრობით მივაყენეთ მარხვას. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობს:

زَكَاةَ الْفِطْرِ طُهْرَةً لِلصَّائِمِ مِنَ اللَّغْوِ وَالرَّفَثِ وَطُعْمَةً لِلْمَسَاكِينِ.

„ფითრას მოწყალება მარხულს ფუჭი, უსარგებლო და ცუდი სიტყვებისგან წარმოქმნილი ცოდვისგან განწმენდს; (ამავე დროს) ღარიბებისთვისაც წყალობაა.“ (აბუ დავუდ, ზექათ, 18/1609; იბნი მაჯე, ზექათ, 21/1827.)

ფითრა და ზექათი ორივე სავალდებულო მოწყალებაა, რომელთა გაცემის ადგილები უზენაესი ალლაჰის მიერ წმინდა ყურანშია დადგენილი, რაც იმას ნისნავს, რომ ამ მოწყალების სხვაგან გაცემა არ შეიძლება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

اِنَّمَا الصَّدَقَاتُ لِلْفُقَرَاءِ وَالْمَسَاكٖينِ وَالْعَامِلٖينَ عَلَيْهَا وَالْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِى الرِّقَابِ وَالْغَارِمٖينَ وَفٖى سَبٖيلِ اللّٰهِ وَابْنِ السَّبٖيلِ فَرٖيضَةً مِنَ اللّٰهِ.

„უეჭველად ალლაჰისაგან სავალდებულოდ დადგინდა (ზექათი-ფითრა) მოწყალებანი მხოლოდ ღარიბეთა, ღატაკეთა, ამ საქმეზე მომსახურეთა, (ისლამისაკენ) გულთა მიმქცევთა, მონათა, ვალის მქონეთა,  ალლაჰის გზაზე მყოფთა და გზად დარჩენილთათვის.“ (თევბე, 9/60.)

ამ აიათში ჩამოთვლილია რვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ ზექათსა და ფითრას. ამათგან ერთ-ერთ კატეგორიად დასახელებულია „მუელლეფეთუ’ლ-ყულუბ“ რაც გულების მოლბობასა და ისლამის მიმართ სიმპატიურ განწყობას გულისხმობს. ისლამის სწავლულები ამ კატეგორიაში შემდეგი ტიპის ადამიანებს განიხილავენ:

ა) ლიდერები, რომლების გულების მოლბობა და მათი ხალხის ისლამზე გადმოსვლის იმედი არსებობს.

ბ) ხალხი რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ისლამისთვის და ზექათის მიცემით შესაძლებელია მათი გაუვნებელყოფა.

გ) ახალგამუსლიმანებულები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დგანან ისლამში მტკიცედ.

დ) პიროვნება რომელიც მუსლიმია მაგრამ ურწმუნოებთან მეგობრობს.

ე) სუსტი რწმენის მქონე ლიდერები.

ვ) საზღვრისპირას მცხოვრები მუსლიმები, რომლეთაგან საზღვრსი დაცვას და ერთგულებას ველით.

ზ) მოხალისე ზექათის შემგროვებლები, რომლებიც ისეთ კრიტიკულ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც ზექათის შემგროვებელი მუშაკების გაგზავნა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ზექათით მათი წახალისება შეიძლება.

აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, შესაძლოა ჩვენს სამეზობლო ან საახლობლო წრეში იყოს ქრისტიანი, რომელიც მატერიალურ ხელმოკლეობასთან ერთად ისლამის მიმართ სიმპატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა, თვლის რომ ისლამი სწორი და ჭეშმარიტი რელიგიაა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო თავს იკავებს ისლამის მიღებისგან და უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ასეთ ქრისტიანზე ფითრასა და ზექათის მიცემა შეიძლება, თუ ეს ხელს შეუწყობს მის ისლამთან კიდევ უფრო დაახლოებას და მისი გულის მოგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არამუსლიმზე ფითრა და ზექათი არ მიიცემა. ფითრასა და ზექათის გარდა სხვა სახის მოწყალება შესაძლებელია მიეცეს ნებისმიერი მრწამსის ადამიანს, ეს ნებადართული კეთილი ქმედებაა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

20.09.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol