Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

android yuranis uabdesod kitxva

ტელეფონში ჩაწერილი ყურანის უაბდესოდ კითხვა

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

უაბდესოდ შემიძლია თუ არა ტელეფონში ჩაწერილი ყურანის კითხვა ან ხელში რომ მეჭიროს ტელეფონი რომელშიც ყურანია ჩატვირთული? წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი: ვეაეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ყურანი არის ერთადერთი წიგნი, რომელიც უშუალოდ სამყაროთა გამჩენის სიტყვებია, რომელშიც ეჭვი არ არსებობს, რომ ის სწორ გზაზე დამდგენია. აქედან გამომდინარე მუსლიმები მის მიმართ უდიდეს პატივისცემას, სიფრთხილესა და ყურადღებას ვიჩენთ. ეჭვგარეშეა რომ თქვენც აღნიშნული კითხვა ყურანის მიართ ასეთი წმინდა და გულწრფელი დამოკიდებულებიდან გამომდინარე გაგიჩნდათ. ყურანის აბდესიანი კითხვა სუნნეთია. ამასთანავე ისლამის სწავლულები ყურანის ზეპირად ან თვითონ აიათებზე ხელის შეხების გარეშე უაბდესოდ წაკითხვის ნებართვაზე თანხმდებიან. ელექტრო მოწყობილობაში (სმარტფონი, ტაბლეტი, კომპიუტერი) ჩატვირთული ყურანი წიგნის მსგავსი არ არის. ის უბრალოდ ეკრანზე გამოსახული ანარეკლია, რომელიც შეხების შედეგად არ განიცდის დაბინძურებსა, წაშლას, ცვეთას ან სხვა რაიმე მავნე ზემოქმედებას, როგორც წიგნი. წარმოიდგინეთ სარკეში არეკლილი ყურანის ფურცლები, ვერავინ იტყვის რომ უაბდესოდ სარკეს ვერ შეეხები, რადგანაც მასზე ყურანის ფურცლებია არეკლილიო. ელექტრო მოწყობილობის ეკრანზე გამოსახული ყურანიც ამას ჰგავს.  როგორც უკვე აღვნიშნეთ ზოგადად ასეთ სიტუაციებში ყურანის უაბდესოდ წაკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად კონკრეტული თემის კვლევისას ან რომელიმე აიათის გადამოწმებისას ან კიდევ მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, როცა ერთი ან რამდენიმე აიათის წაკითხვას ვაპირებთ აბდესი აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის ჰიზბებს, ჯუზებს ან სურეებს ვკითხულობთ ღვთისმსახურების ნიშნად და ამგვარად ხათმის დასრულებას ვაპირებთ, ასეთ შემთხვევაში აბდესიანი კითხვა უკეთესია, რადგანაც ყურანის აბდესიანი კითხვა სუნნეთია.

როგორც ელექტრო მოწყობილობიდან ყურანის წასაკითხად აბდესის ქონა არ არის აუცილებელი, ასევე იმ მოწყობილობების ხელში ასაღებადაც აბდესის ქონა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ტელეფონში ჩატვირთული ყურანის აპლიკაცია, ხმოვანი ან ვიდეო მასალები გამორთულ მდგომარეობაში თუ იქნება, მისი აბანოში ან საპირფარეშოში შეტანაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ სიტუაციის უკეთ გასაგებად საკმარისია პარალელი გავავლოთ ადამიანთან, რომელმაც ყურანი მთლიანად ან ნაწილობრივ იცის ზეპირად და ის შედის აბანოში ან საპირფარეშოში, თუმცა იქ ყოფნისას არ კითხულობს მას. ელექტრო მოწყობილობაში ჩატვირთული ყურანიც ამის მსგავსია, უნდა მოვერიდოთ უხამს ადგილებში მის ჩართვასა და გააქტიურებას, გამორთულ მდგომარეობაში კი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.09.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol