Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mezuzuri deda da marxva

უნდა იმარხოს თუ არა მეძუძურმა დედამ?

 
 
 

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მეძუძური დედა, თუ ძუძუზე დამოკიდებული ჩვილი ბავშვი ყავს?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

მეძუძურ დედას, ვიდრე ბავშვი ძუძუზე ყავს დამოკიდებული, მარხვის ვალდებულება არ ეკისრება. თუ არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ მისი ან ბავშვის ჯანმრთელობა შეირყევა, ამ შემთხვევაში მარხვა დასაშვებია. მაგრამ თუ არის რისკი, რომ მისი ან ბავშვის ჯანმრთელობა მარხვის გამო შეირყევა, ამ შემთხვევაში მარხვა ჰარამია. მნიშვნელობა არააქვს თავის შვილს აწოვებს თუ სხვისსას ან ფულით აწოვებს თუ უფასოდ.

ფეხმძიმე და მეძუძური ქალი ავადმყოფის მსგავსი სტატუსით სარგებლობს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ალლაჰმა მგზავრს ნამაზის ნახევარი მოუხსნა, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს კი მარხვა მთლიანად მოუხსნა.“ (თირმიზი, სავმ 21; იბნი მაჯე, სიამ 12; ნესაი, სიამ 51.)

ვინც მეძუძურობის გამო რამადანის მთვარეში მარხვას ვერ შეძლებს, მან შემდგომ მარხვით უნდა აანაზღაუროს, იმდენივე დღე, რამდენიც გააცდინა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

22.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol