Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

wveris gamoshveba colis tanxmobit

წვერის გამოშვება ცოლის თანხმობაზეა დამოკიდებული?

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

თუ ცოლი ნებას არ გრთავს წვერის ტარება დაშვებულია თუ არა?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

წვერი არის მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთი. ამ სუნნეთის შესახებ არსებული ჰადისები ყველა ბრძანებითი ხასიათისაა, რაც მის აუცილებლობაზე მეტყველებს. მაგალითად:

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ულვაშები დაიმოკლეთ, წვერი გამოუშვით, მაზდეანებისგან განსხვავებულად მოიქეცით.“ (მუსლიმ, 260/55.)

აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„მუშრიქებისგან განსხვავებულად მოიქეცით. წვერი გამოუშვით, ულვაშები დაიმოკლეთ.“

ნაფი დასძენს:

„აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) ჰაჯობის ან უმრას შესრულების შემდეგ თავის წვერს ხელს ჩაავლებდა და ერთ მუჭაზე მეტი რაც იქნებოდა იმას შეიკრეჭდა.“ (ბუხარი, 5926.)

ოთხივე მეზჰების სწავლულები ერთხმად ამბობენ, რომ მუსლიმი მამაკაცისთვის წვერის ტარება აუცილებელია; ხოლო მისი გაპარსვა ჰარამია.

მუსლიმი შარიათის მიერ დადგენილი ვალდებულებების ან აკრძალვების შესრულება არშესრულებას სხვას არ უნდა ეკითხებოდეს, რადგანაც ეს ყველაფერი ღვთის მორჩილება და ღვთის მსახურებაა. ჩვენ ვალდებულნი ვართ ბრძანებებ შეძლებისდაგვარად შევასრულოთ, ხოლო აკრძალულებს მთლიანად გავერიდოთ. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„არავითარი მორჩილება გამჩენის სიურჩეში ქმნილებების მიმართ.“ (ბუხარი (9/109, 4044, 6711, 6816) მუსლიმ (იმარეთ 39)

როგორც მამაკაცს არ აქვს უფლება ცოლს თავის დაბურვა აუკრძალოს, ასევე ცოლსაც არ აქვს უფლება ქმარს წვერის ტარება აუკრძალოს. ერთმანეთის აზრის გათვალისწინება და მათი პრეტენზიების დაკმაყოფილება დასაშვებია მხოლოდ მუბაჰ საკითხებში.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.12.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol