Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

satvales gamoyeneba haramia tu ara

სათვალეს გამოყენება ჰარამია?

 
 
 


კითხვა: სათვალეს გამოყენება ჰარამია?

პასუხი: დიდება ალლაჰს! სალამი და ლოცვა მის შუამავალს.

საინტერესო კითხვაა, არ ვიცი რატომ მოგივიდათ ეს კითხვა აზრად, რადგანაც სათვალეში ისეთ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, თუმცა რაკი გამოგვიგზავნეთ კითხვე ე.ი. თქვენთვის რაღაც გაუგებარია მასში. მე შევეცდები რამდენიმე მხრიდან განვიხილო სათვალის სტატუსი ისლამის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით და ვიმედოვნებ ჩემი პასუხი დამაკმაყოფილებელი იქნება თქვენთვის.

როგორც ვიცით ძირითადად გავრცელებულია ორი ტიპის სათვალე, თვალის დამცავი ან მხედველობის გამაუმჯობესებელი. ამათგან ერთი მხედველობა დაქვეითებულებს უკეთესად ხედვის შესაძლებლობებს  უქმნის, მეორე კი მცხუნვარე მზის, კომპიუტერის ან მსგავსი ელექტრო მოწყობილობების ეკრანიდან გამომავალი სხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანის თვალს იცავს.

ისლამის ძირითადი პრინციპებიდან ერთ-ერთი არის კეთილი და სასარგებლო რამეების მოწოდება და ბოროტი და მავნე რამეების აკრძალვა. აქედან გამომდინარე დღემდე გავრცელებულ სათვალეებში მავნებლობას ვერაფერს ვერ ვხედავთ, პირიქით სასარგებლოა იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ თავმომწონეობისა და სხვებზე გაპრანჭვის მიზნით, მზის სათვალეების ტარებას გულისხმობთ, ამ შემთხვევაში მოუწონარი და გასაკიცხი თავმომწონეობაა და არა სათვალე.

წარმატების მომცემი ალლაჰია!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

26-11-2014 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol