sachvenebel titze bewdis tareba
საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარება

კითხვა: საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარება ჰარამია?
კპასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
ისლამის შარიათში საჩვენებელ ან კონკრეტულად რომელიმე თითზე ბეჭდის ტარების ამკრძალავი არაფერი არ ვიცი. ისლამი ყოველთვის ითვალისწინებს ამა თუ იმ საზოგადოებაში ჩამოყალიებულ შეხედულებებსა და ადათ-წესებს, რომელთა მიმართაც შარიათს არც დადებითი და არც უარყოფთი ჰუქმი არ აქვს დადგენილი. ამ საკითხშიც სწორედ იმ საზოგადოებაში მიღებული ადათ-წესების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რომელშიც ვცხოვრობთ.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
06.05.2016 ბათუმი