Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

nazvis xe

ნაძვის ხე

 
 
 

 

კითხვა: რატომ არ შეიძლება საახალწლოდ ნაძვისხის მორთვა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

თუ გადავხედავთ ნაძვისხის წარმომავლობას და მის ისტორიას, იოლად გავიგებთ თუ რატომაა იგი მიუღებელი მუსლიმი საზოგადოებისათვის. ნაძვის ხის წარმომავლობა არ უკავშირდება არცერთ ზეციურ რელიგიას, იგი წარმართობიდან ღებულობს სათავეს. გთავაზობთ რამდენიმე ციტატას ქართულენოვანი ინტერნეტ სივრციდან, რომლის მოძიებაც ყველას შეუძლია თუკი თემასთან დაკავშირებით ცოტაოდენ ინტერესს გამოვიჩენთ:

„წარმართებს სჯეროდათ, რომ ხეებს მაგიური ძალები გააჩნდათ. დრუიდების ცნობილ ჰოროსკოპში ადამიანის ბედისწერა „მისი ხის“ მიხედვით ისაზღვრება. მათ სწამდათ, რომ ხეებში ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა არის დამოკიდებული.

თქმულების მიხედვით, სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო სხვადასხვა საჩუქრებით მათი კეთილგანწყობის მოპოვება.

ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. წარმართები მას „მსოფლიო ხედ“ მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლო იყო. ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.

ძველი ევროპელები ნაძვის ხის ტოტებზე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს კიდებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას „ისხლეტდა“.[1]

თავდაპირველად ნაძვის ხეს და ზოგადად წარმართულ რიტუალებს ეკლესიაც დიდი თავგამოდებით ებრძოდა. თუმცა წარმართული წარსულის მქონე ხალხში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ხალხმა, ვერ დაივიწყა ძველი ტრადიციები და რიტუალები. ისინი ისევ ასრულებდნენ წარმართულ რიტუალებს, თუმცა ამავდროულად ქრისტიანებიც იყვნენ. დროთაგანმავლობაში ეს ტრადიციები ქრისტიანმა საზოგადოებამ ისე შეითვისა, რომ ამ ტრადიციებთან წარმართებზე უფრო ქრისტიანები ასოცირდებოდნენ. საბოლოოდ სხვადასხვა ეკლესიებმა ნაძვის ხის კულტი აღიარეს და შობას დაუკავშირეს. ნაძვის ხის კულტის ქრისტიანობასთან შერწყმის შემდეგ მოხდა მისი ქრისტიანული სიმბოლიზირება. არაერთ ლეგენდას ვაწყდებით იმის შესახებ თუ რის სიმბოლოს წარმოადგენს ნაძვის ხე ქრისტიანულ საზოგადოებაში. მაგალითად:

„უჭკნობ სიმწვანეს აღიქვამდნენ, როგორც მარადიულ სიცოცხლეს. ნაძვის სამკუთხა კონტური სამებას გამოხატავდა. ნაძვს რთავდნენ ვაშლებით, რითაც ის სამოთხის ხეს განასახიერებდა. ასევე, მასზე კიდებდნენ ვაფლის ნაჭერს, რომელიც ზიარების პურის სიმბოლო იყო. ნაძვის წვერს კი რთავდნენ „ბეთლემის ვარსკვლავით.“[2]

„ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა სამების დაკავშირება.“[3]

როგორც ვხედავთ ნაძვის ხის კულტი არის წარმართული რწმენისა და რიტუალების გამოვლინება თანამედროვე ქრისტიანულ საზოგადოებაში. ნაძვის ხის მორთვა, მის მიმართ კმაყოფილების გამოხატვა არის პოლითეისტური რწმენისა და მისი რიტუალების უკვდავყოფისთვის გატარებული ღონისძიება. ისლამის სწავლების თანახმად ჰარამზე კმაყოფილება ჰარამია, ქუფრზე კმაყოფილება ქუფრია, შირქზე კმაყოფილება შირქია. ამიტომ დაუსვებელია მუსლიმი კმაყოფილებას გამოხატავდეს ჰარამის, ქუფრისა და შირქის მიმართ. ღმერთს მადლობა, ჩვენ ვართ მუსლიმები, გვაქვს ჩვენი რწმენა და რიტუალები, რომელიც უნივერსალურია მთელი კაცობრიობისთვის. ჩვენ შორს ვართ წარმართული ყველა ტრადიციისგან და მხოლოდ იმას ვასრულებთ, რაც უზენაესმა ალლაჰმა გვიბრძანა ან მისმა შუამავალმა დაგვიწესა. მუსლიმისთვის სხვა რჯულის რიტუალების შესრულება აკრძალულია თუნდ ეს რიტუალი წარმართული იყოს და თუნდაც სხვა ზეციური რელიგიებისა.

ალლაჰის შუამავაი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

مَنْ تَشَبَّهَ بِقَوْمٍ فَهُوَ مِنْهُمْ

„კაცი რომელ საზოგადოებასაც დაემსგავსება, ის ერთ-ერთი იმათგანია.“ (აბუ დავუდ, ლიბას 3512. იმამი ალბანი დასძენს, რომ ეს ჰადისი ჰასენ საჰიჰია.)

ამიტომ ჩვენ არ გვინდა დავემსგავსოთ ან მივბაძოთ წარმართ ან ქრისტიან საზოგადოებას თავიანთ რელიგიურ საქმეებში. არ გვინდა სხვა რჯულის რიტუალების შესრულებით ღვთის წინაშე ამ ხალხის წევრად ან მათი სტატუსით შევფასდეთ. უზენაესმა ალლაჰმა იმ ქვეყნად მსგავსი სტატუსით მისვლისგან დაგვიფაროს!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

30.12.2016 ბათუმი

 



[1] http://presa.ge/new/?m=society&AID=11899

[2] http://www.ambioni.ge/nazvis-xe-da-cicilaki

[3] http://intermedia.ge/სტატია/69251-რატომ-ვრთავთ-საახალწლოდ-ნაძვის-ხეს-და-რატომ-არის-იგი-ქრისტიანული-შობის/167/user:natia.a:show:channel


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol