Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

kalis locva mechetshi

ქალის ლოცვა მეჩეთში

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ქალის მეჩეთში შესრულებული ნამაზი უფრო მისაღებია თუ სახლში შესრულებული ნამაზი?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ისლამი ქალებს არ უკრძალავს მეჩეთში წავლას და ნამაზის იქ შესრულებას. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) კრძალავს ქალების მეჩეთში მისვლისგან დაბრკოლებას, ამასთანავე დასძენს თუ რა უფრო ხეირიანია მათთვის:

لَا تَمْنَعُوا نِسَاءَكُمُ الْمَسَاجِدَ، وَبُيُوتُهُنَّ خَيْرٌ لَهُنَّ.

„თქვენს ცოლებს მეჩეთში წასვლას ნუ აუკრძალავთ, თუმცა თავიანთი სახლები მათთვის უკეთესია.“ (გადმოგვცემს აბუ დავუდი, ჰ.ნ. 567. მუჰამმედ ნასირუდდინ ალბანიმ დაამოწმა, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

صَلَاةُ الْمَرْأَةِ فِي بَيْتِهَا أَفْضَلُ مِنْ صَلَاتِهَا فِي حُجْرَتِهَا وَصَلَاتُهَا فِي مَخْدَعِهَا أَفْضَلُ مِنْ صَلَاتِهَا فِي بَيْتِهَا

„ქალის თავის ოთახში შესრულებული ნამაზი უფრო ხეირიანია, ვიდრე სახლის მისაღებში შესრულებული ნამაზი; სამლოცველოდ განკუთვნილ ოთახში შესრულებული ნამაზი უფრო ხეირიანია, ვიდრე ოთახში შესრულებული ნამაზი.“ (აბუ დავუდ, სალათ, ჰ.ნ. 483.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) კიდევ ერთ ჰადისში შემდეგნაირად ბრძანებს:

لَا تَمْنَعُوا إِمَاءَ اللَّهِ مَسَاجِدَ اللَّهِ وَلَكِنْ لِيَخْرُجْنَ وَهُنَّ تَفِلَاتٌ

„ალლაჰის ქალ მსახურებს მეჩეთებში წასვლას ნუ აუკრძალავთ, თუმცა (მეჩეთში) ისე მოვიდნენ, რომ მათმა სამოსმა და სუნამომ სხვათა ყურადღება არ მიიქციოს.“ (აბუ დავუდ, სალათ, ჰ.ნ. 478.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) როგორც აღნიშნული ჰადისებით გვასწავლის, ქალებისთვის მეჩეთში წასვლა და ღვთისმსახურება აკრძალული არ არის, თუმცა ქალებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ჩაცმულობის, მორთულობისა და მსგავსი ფითნას გამომწვევი მიზეზების მიმართ. შუამავლის (ს.ა.ს.) გარდაცვალების შემდეგ ზოგიერთი ქალები დიდ ყურადღებას აღარ აქცევდნენ ამ საკითხს, რაზეც აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამდა მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) და ამბობდა:

لَوْ أَدْرَكَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ مَا أَحْدَثَ النِّسَاءُ لَمَنَعَهُنَّ الْمَسْجِدَ كَمَا مُنِعَهُ نِسَاءُ بَنِي إِسْرَائِيلَ

„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) რომ მოსწრებოდა იმას, რასაც (ახლანდელი) ქალები აკეთებენ, მათ მეჩეთში მოსვლას აუკრძალავდა ისევე, როგორც აკრძალული აქვთ ისრაელიანთა ქალებს.“ (აბუ დავუდ, სალათ, ჰ.ნ. 482.)

დღეს როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ფითნასა და უკეთურების ხანაში და ვერაფრით ვერ შევედრებით იმ დიდებული ხანის ადამიანებს. მინდა ერთი რჩევა მივცე მუსლიმ დებს, რომ კარგად დაფიქრდნენ და სწორი შედარება გააკეთონ დღევანდელი ქალების მდგომარეობასა და იმ დროინდელი მუსლიმი ქალების მდგომარეობას შორის, რომელთა საქციელის მიმართაც შუამავლის მეუღლემ და მორწმუნეთა დედამ აიშამ (რ.ა.) აშკარა უკმაყოფილება გამოთქვა. და გულწრფელად ვიფიქროთ იმაზე, თუ რას იტყოდა დღევანდელ ქალებზე მორწმუნეთა დედა?

ღმერთო შეგვაგნებინე მართალი მართალად და მუდამ სიმართლით გვატარე! ღმერთო შეგვაგნებინე ბათილი ბათილად და მუდამ შორს გვამყოფე მისგან!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

06.08.2016 ოზურგეთი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol