samsaxuri sadac haramia
სამსახური სადაც ჰარამთან გვიწევს შეხება

კითხვა: სალამ ალეიქუმ! რესტორანში ვმუშაობ და ხანდახან ღორის ხორცთან მიწევს შეხება, ეს ცოდვაა?
პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
მუსლიმისთვის ღორის მოშენება, მისი ხორცის ჭამა, რეალიზება ან ასეთ საქმეებში სხვაზე ხელის შეწყობა ჰარამია. ყოველი მუსლიმი ვალდებულია სარჩო ჰალალ და სუფთა საქმეებში ეძიოს, რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის უფრო ხეირიანი და ბარაქიანი იქნება. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
„ერთმანეთს სიკეთესა და ღვთისმოსაობაში დაეხმარეთ და ნუ დაეხმარებით მტრობასა და ბოროტებაში.“ (მაიდე, 5/2.)
მუსლიმმა ასეთი სამსახური დაუყოვნებლივ უნდა მიატოვოს და ჰალალი გზები ეძიოს. სარჩოს მბოძები უზენაესი ალლაჰია, ვინც მას მიენდობა არავის არ დატოვებს სარჩოს გარეშე, მთავარი რწმენა და მონდომებაა.
„ვისაც ალლაჰის შიში აქვს, ალლაჰი მას აუცილებლად გაუხსნუს გამოსავალს. და მას ისე ასაზრდოებს, საიდანაც არ ელოდა. ვინც ალლაჰს მიენდობა, ის საკმარისია მისთვის. უეჭველად ალლაჰი შემსრულებელია საკუთარი ბრძანების.“ (ტალაყ, 65/2-3.)
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
15.10.2016 ბათუმი