Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

qaabas savi qva

ისლამი კრძალავს თუ არა რომელიმე ხის შეშად გამოყენებას?

 
 
 
 

კითხვა: მექქაში ქააბას შავი ქვა რომაა მაგას რატომ სცემენ თაყვანს?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ქააბა გახლავთ დაახლოებით 10.15X8.24 მ. მოცულობის ბეტონის შენობა, რომლის სიმაღლე 14 მეტრს შეადგენს. ქააბას სამლოცველო პირველად იბრაჰიმ შუამავალმა და მისმა შვილმა ისმაილმა ააგეს ერთადერთი ალლაჰის სათაყვანოდ. დროთა განმავლობაში ხალხმა სწორი გზა დაივიწყეს და ერთადერთი ღმერთის სათაყვანოდ აგებული ქააბას სამლოცველო კერპთა საბინადროდ აქციეს. მუჰამმედ შუამავალმა ს.ა.ს. ეს ადგილი კერპებისგან გაწმინდა და თავისი პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნა.

რაც შეეხება შავ ქვას იგი ქააბას კედლის აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული და მას ისლამური ტერმინოლოგიით ჰაჯერუ'ლ-ესვედი ეწოდება, რაც შავ ქვას ნიშნავს. გადმოცემების მიხედვით ეს ქვა ანგელოზმა სამოთხიდან ჩამოიტანა, რომელიც თავდაპირველად თეთრი იყო, თუმცა ამქვეყნად ადამიანთა ცოდვების შედეგად თანდათანობით მთლიანად გაშავდა. (თირმიზი, ჰაჯჯ 49.) ვინაიდან სამოთხიდანაა ჩამოსული შუამავალი მას პატივს სცემდა და პატივისცემით ემთხვეოდა ხოლმე. ოღონდ მისი საქციელი არ იყო თაყვანისცემის მიზნით. აბის ბინ რაბია (რ.ა.) გადმოგვცემს: ომარ ბინ ხატტაბი შავ ქვაზე კოცნისას დავინახე. მას თან აკოცა და თანაც ჩაილაპარაკა: ვიცი რომ შენ ხარ ქვა, არც სარგებლის მოტანა და არც ზიანის მოყენება არ შეგიძლია. შენზე კოცნისას ალლაჰის შუამავალი ს.ა.ს. რომ არ დამენახა არავითარ შემთხვევაში არ გაკოცებდი (ბუხარი, ჰაჯჯ 50, 57, 60; მუსლიმ, ჰაჯჯ 120, 248; მუვატტა, ჰაჯჯ 36; თირმიზი, ჰაჯჯ 37; აბუ დავუდ, მენასიქ 47; ნესაი, ჰაჯჯ 147; იბნი მაჯე, მენასიქ 27.) დღს ჰაჯებიც შუამავლის ამ სუნნეთის შესასრულებლად კოცნიან თორემ თაყვანისცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ქააბა ამავე დროს მუსლიმთა ლოცვის მიმართულებას წარმოადგენს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმები ლოცვის დროს ქააბას მიმართულებით დგებიან. ეს ამავდროულად სიმბოლური სწრაფვაა ქააბასკენ, რომელიც ჰაჯობის რიტუალით გვირგვინდება. ისლამის პირველ წლებში მუსლიმები იერუსალიმის მიმართულებით ლოცულობდნენ, შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა ჩამოავლინა ბაყარა სურას 44-ე აიათი, რომლის თანახმადაც ლოცვის მიმართულებად ქააბა დადგინდა.

მაშ, მიაბრუნე სახე შენი მესჯიდი ჰარამისკენ და სადაც არ უნდა იყოთ (ლოცვის დროს),მიაბრუნეთ სახე თქვენი მის მხარეს. (ბაყარა, 2/144.)

ეს გარემოებაც ცხადყოფს, რომ ქააბა, რომელიც მუსლიმთა ლოცვის მიმართულებას წარმოადგენს არ არის თაყვანიცემის ობიექტი. სათაყვანებელი მხოლოდ ერთია და ისიც ალლაჰია, რომელსაც არ გააჩნია არც მოზიარე და არც შემცვლელი. თუმცა ლოცვის მიმართულება შეიძლება ცვალებადი იყოს.

ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

19-09-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol