Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

aramuslimi natesavebi

როგორ უნდა ვექცეოდეთ არამუსლიმ ნათესავებს?

 
 
 

 

კითხვა: ნათესავები თუ ისლამს არ აღიარებენ მაშინ მათი დაფასებით ვალდებული ვარ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

მუსლიმი, ადამიანების მიმართ ყოველთვის კეთილად უნდა იყოს განწყობილი, პატივს სცემდეს და აფასებდეს, როგორც ადამიანს, როგორც კარგ პიროვნებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაფასებთ მის პიროვნულ მხარეს, რომელითაც იგი ავლენს კარგ ადამიანურ თვისებებს და არა მის რწმენას. უზენაესი ალლაჰი  ბრძანებს:

„ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო და არ გამოუყრიხართ სამშობლოდან. ჭეშმარიტად ალლაჰს სამართლიანნი უყვარს.“ (მუმთეჰინა, 60/8.)

რწმენის საკითხებში ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი შუამავალია (ს.ა.ს.), რომელიც თავის ბიძას აბუ ტალიბს დიდი პატივისცემითა და თავაზიანობით ეპყრობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ისლამი არ მიიღო. შუამავლის პატივისცემა და თავაზიანობა მიმართული იყო აბუ ტალიბში არსებული სამართლიანი და კაცთმოყვარე პიროვნების მიმართ და არა მისი წარმართული მრწამსის მიმართ. ჩვენ მუსლიმები ვერ გადავუხვევთ ჩვენი რჯულის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომელსაც სამართლიანობა ეწოდება. ჩვენი რჯული არ გვაძლევს ნებას ვინმეს დავუკარგოთ ან დავუვიწყოთ თავიანთი დადებითი მხარეების ერთი მისხალიც კი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

თქვენ ხართ ხეირიანი თემი, კაცობრიობისათვის, მოუწოდებთ სიკეთეს და განარიდებთ ბოროტისაგან და გწამთ ალლაჰი.“ (ალი იმრან, 3/110.)

იმამი ბუხარი გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ომარ ბინ ხატტაბს (რ.ა.) მისთვის სასურველ პოროვნებებზე საჩუქებლად ტანსაცმელი გაუგზავნა. ომარმა ეს ტანსაცმელი თავის ძმას აჩუქა, რომელიც ჯერ კიდევ მუშრიქი იყო და ისლამი არ ქონდა მიღებული. (ბუხარი, ედებ 9.)

ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ სოციალურ ურთიერთობებში, ვინც ჩვენს მიმართ კეთილი და სამართლიანია, ჩვენც ვალდებულნი ვართ მათთან კეთილი და სამართლიანი ურთიერთობა ვიქონიოთ.

თუმცა ვერავის ვერ დავეთანხმებით და ვერ დავეხმარებით ისეთ საკითხებში, რაც ჩვენი რწმენით მიუღებელი და გაუმართლებელია. ასეთ საკითხებში მტკიცედ უნდა დავიჭიროთ ჩვენი პოზიცია და რჯულზე მაღლა არავინ და არაფერი არ უნდა დავაყენოთ. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

და თუ დაგაძალებენ, რომ ჩემ მოზიარედ ცნო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, მაშინ მათ ნუ დაემორჩილები. (ლუყმან, 31/15.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

26-12-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol