kepkiani kudi codvaa tu ara
კეპკიანი ქუდის დახურვა ცოდვაა?

კითხვა: სალამ ალეიქუმ!
კეპკიანი ქუდის დახურვა ცოდვაა?
პასუხი: ალეიქუმ სალამ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
ისლამის შარიათი კონკრეტულად კეპკიან ქუდს არ კრძალავს. თუმცა იყო დრო, როდესაც ისლამის სწავლულებს უარყოფითი დამოკიდებულება ქონდათ კეპკიანი ქუდის და ცილინდრის მიმართ. ეს მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით იყო გამოწვეული:
(( مَنْ تَشَبَّهَ بِقَوْمٍ فَهُوَ مِنْهُمْ.)) [ رواه أبو داود وأحمد ]
„ვინც, რომელიმე ხალხს დაემსგავსება ის ერთ-ერთıმათგანია.“[1] (ვინც, მათ მსგავსად ჩაიცვას, მათი გზით იაროს და მათი მსგავსი საქმეები აკეთოს, ცოდვებში და მადლში მათთან ერთადაა.)
იმდროისათვის ამას არამუსლიმების გარდა სხვა არავინ არ ატარებდა და მათ ატრიბუტს წარმოადგენდა. დღეს კეპკას ასეთი სტატუსი დაკარგული აქვს და მას ყველა კულტურისა თუ რელიგიის წარმომადგენელი ატარებს, რამაც არამუსლიმთა ატრიბუტობის სტატუსი დაუკარგა. ამიტომაც ეს ჰარამად არ ითვლება.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
08.05.2016 ბათუმი
[1] იმამ აჰმედ, 2/50. აბუ დავუდ, 4/314. იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი-ლ-მუსთაყიმ"; ტ: 1, გვ: 279-ში ჰადისის სენედი კარგიაო ამბობს. სუიუტიც "ალ-ჯამიუ’ს-საღირ", 5893-ში აღნიშნულია, რომ ეს ჰადისი ჰასენია.