Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

kviris dgeebshi marxva

კვირის დღეებში მარხვა

 
 
 



კითხვა: სელამ ალეიქუმ! კვირის დღეებში თუ არსებობს მარხვისთვის გამორჩეული დღე? კვირის რომელ დღეს კარგი იქნება მარხვა?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთის თანახმად ორშაბათი და ხუთშაბათი დღეების მარხვა მუსთეჰაბია. ამ სუნნეთის პირად ცხოვრებაში გატარება მორწმუნესთვის უსათუოდ დიდი მადლის, ღვთის სიყვარულსა და კმაყოფილების მომტანია. აღნიშნულ სუნნეთს შემდეგი ჰადისები ადასტურებს:

عن أَبي قَتَادَةَ رَضِيَ اللَّه عنْهُ ، أَنَّ رسولَ اللَّهِ سُئِلَ عَنْ صَوْمِ يَوْمِ الاثْنَيْنِ فقالَ » :ذلكَ يَوْمٌ وُلِدْتُ فِيهِ ، وَيَوْمٌ بُعِثْتُ ، أَوْ أُنزِلَ عليَّ فِيهِ  «. رواه مسلمٌ

აბუ ყათადე (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ორშაბათობით მარხვის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

„ეს, ის დღეა, რომელშიც დავიბადე, ეს არის დღე, რომელშიც შუამავლად წარმოვიგზავნე ან მასში მივიღე ყურანი.“ (მუსლიმ, სიამ 197-198.)

عَنْ أَبي هُريْرَةَ رَضِيَ اللَّه عنه ، عَنْ رسولِ اللَّهِ قالَ» :  تُعْرَضُ الأَعْمَالُ يوْمَ الاثَنيْن والخَميسِ ، فَأُحِبُّ أَنْ يُعْرَضَ عَملي وَأَنَا صَائمٌ « رَواهُ التِرْمِذِيُّ وقالَ : حديثٌ حَسَنٌ ، ورواهُ مُسلمٌ بغيرِ ذِكرِ الصَّوْم .

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ჩვენი ნამოქმედარი საქმეები ალლაჰის წინაშე ორშაბათობით და ხუთშაბათობით წარედგინება. მე მახარებს ის გარემოება, როცა უზენაესის წინაშე ჩემი ნამოქმედარი საქმეების წარდგენისას მე ვმარხულობ.“ (გადმოგვცემს თირმიზი, სავმ 44 და დასძენს, რომ ეს ჰასენი ჰადისია; ამ ჰადისს ასევე მუსლიმიც გადმოგვცემს, ვე’ს-სილა 36, მაგრამ იქ მარხვა არ არის ნახსენები; ნესაი, სავმ 70.)

عَنْ عائشةَ رَضِيَ اللَّه عَنْهَا، قَالَتْ : كانَ رسولُ اللَّهِ يَتَحَرَّى صَوْمَ الاثْنَيْنِ وَالخَمِيسِ . رواه الترمذيُّ وقالَ : حديثٌ حسنٌ .

მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ორშაბათობით და ხუთშაბათობით მარხვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.“ (თირმიზი, სავმ 44; აბუ დავუდ 60; ნესაი, სიამ 70; იბნი მაჯე, სიამ 42. თირმიზი დასძენს რომ ეს ჰადისი ჰასენია.)

ღმერთო ნუ აგვაცდენ სწორ გზას, რომელიც შენი შუამავლის გზაა და რომლითაც შენ ხარ კმაყოფილი!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

27.10.2016 ბათუმი

 

 

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol