Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

radros unda gavixsnat piri

რა დროს უნდა გავიხსნათ პირი?

 
 
 

კითხვა: იფთრის დრო რომ დადგება მაშინვე უნდა გავიხსნათ პირი თუ ეზანის დასრულების შემდეგ? მაგალითად იფთრობა არის 20:55 წუთზე, მე კი სამი ან ხუთი წუთის შემდეგ ვიხსნი პირს, რადგანაც აქ ეზნის ხმა არსაიდან არ ისმის. როგორ არის ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს. არამარტო მე არამედ ძალიან ბევრს აწუხებს ეს კითხვა.

პასუხი: ვადიდებ ალლას, ვოლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

იფთარი ანუ დრო, როდესაც მომარხულე პირს იხსნის მზის ჩასვლაზეა დამოკიდებული. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

إِذا أَقْبَلَ اللَّيْلُ مِنْ ههُنَا وأَدْبَرَ النَّهَارُ مِنْ ههُنا ، وغَرَبتِ الشَّمسُ ، فَقَدْ أَفْطَرَ الصائمُ 

„როდესაც საღამო აქედან იწყებს მოსვლას (აღმოსავლეთიდან), დღე აქედან იწყებს წავსლას (დასავლეთიდან) და მზე ჩავა მომარხულე მაშინ გაიხსნის პირს.“ (ბუხარი, სავმ 43; მუსლიმ, სიამ 51/ჰ.ნ. 1100; აბუ დავუდ, სავმ 19/ჰ.ნ. 2351; თირმიზი, სავმ 12/ჰ.ნ. 698.)

ხშირად ისმის კითხვები, რომ კალენდარზე მითითებულ დროს გარეთ ჯერ კიდევ ნათელია და შეიძლება თუ არა პირის გახსნაო. იფთარი ნათელზე, ბნელზე, კალენდარზე, საათზე ან ეზანზე დამოკიდებული არ არის. იფთარი დამოკიდებულია მზის ჩასვლაზე. მზის ჩასვლაში იგულისხმება მზის მრგვალი დისკოს დასავლეთით ჩასვლასა და გაქრობაზე. როდესაც მზის მრგვალი დისკო ჩავა და გაქრება ამ წუთიდან უკვე იფთარია და მომარხულესთვის პირის გახსნა ნებადართულია. მზის მრგვალი დისკოს ჩასვლის შემდეგ მიზის ჩასვლის ადგილას გარკვეული დროით რჩება სიწითლე და ირგვლივ ჯერ კიდევ მკვეთრი სიბნელე არჩამოწოლილა, თუმცა ჩვენ ყურადღება მზის ჩასვლაზე უნდა გავამახვილოთ. კალენდარში მითითებული დროები სწორედ იმის მიხედვითაა გამოთვლილი თუ რა დროს ჩადის მზე. კალენდარიც, საათიც და ეზანიც მზის ჩასვლას ანუ იფთრობის დროს გვამცნობენ, თუმცა ეს ყველაფერი მზის მოძრაობის მიხედვით განისაზღვრება.

თქვენ თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი საათი სწორად აჩვენებს დროს ან თვალით ხედავთ, რომ მზე უკვე ჩავიდა, მაშინვე შეგიძლიათ მარხვა დაასრულოთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეზანის ხმა თქვენამდე არ აღწევს. მაგრამ საათის სისწორეში თუ ეჭვობთ დაგვიანება გონივრული გადაწყვეტილება იქნება. იფთარობისას პირის გახსნაზე აჩქარება და ისალოღობისას ჭამის შეწყვეტის დაგვიანება სუნნეთია. აქედან გამომდინარე უმიზეზოდ იფთრის დაგვიანება მოუწონარი საქციელია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

لا يَزالُ النَّاسُ بخَيْرٍ مَا عَجلوا الفِطْرَ

„ხალხი ხეირს არ აცდებიან მანამ, სანამ ისინი იფთარზე ჩქარობენ.“ (ბუხარი, სავმ 45; მუსლიმ, სიამ 48; თირმიზი სავმ 13; იბნი მაჯე სიამ 24.)

წარმატების მომცემი უზენაესი ალლაჰია. ღმერთმა მიიღოს ყველა მუსლიმის მარხვა და სხვა ღვთისმსახურებები!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

17.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol