Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

satransporto sashualebashi namazi

სატრანსპორტო საშუალებაში ნამაზი

 
 
 

 

           კითხვა: სალამ ალეიქუმ!

მიმავალ ან გაჩერებულ მანქანაში ნამაზის შესრულება თუ შეიძლება?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ფარძი ნამაზების სატრანსპორტო საშუალებებში შესრულება არ შეიძლება, ეს მხოლოდ გამოუვალი სიტუაციებისთვისაა დასაშვები, რომლესაც ძალიან იშვიათად თუ გადავეყრებით. ნამაზს თან ახლავს თავისი ფარძები, რომლეთა დაცვის გარეშე შესრულებული ნამაზი, ნამაზად არ ითვლბა. მაგალითად ყიბლეს მიმართულებით დგომა, ფეხზე დღგომა, რუქუღისა და სეჯდეს შესრულება ნამაზის იმ ფარძებს წარმოადგენს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებაში ნამაზის ლოცვისას ვერ შევასრულებთ. ყოველი მორწმუნე ვალდებულია ნამაზი თავის დროზე, წესებისა და ფარძების დაცვით ზედმიწევნით შესასრულებლად მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მიმართოს. აქედან გამომდინარე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვლა და ნამაზის წესისამერ ფარძების დაცვით შესრულებაა საჭირო, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.

რაც შეეხება მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაში ნამაზის შესრულებას, ამ შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებასა და ნებართვას, რათა შევძლოთ ნამაზის წესებისა და ფარძების დაცვით შესრულება. ასეთ სიტუაციაში უნდა ვისარგებლოთ შემდეგი საშუალებებითა და ნებართვებით:

1. მძღოლს უნდა ვთხოვოთ შესაფერის ადგილას გაჩერება და 5-10 წუთი დალოდება.

2. თუ სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებით ვმგზავრობთ, უნდა გავიგოთ თუ როდის ჩერდება სამარშუტო საშუალება გრაფიკით გათვალისწინებული შესვენებისთვის და ამ დროში შევასრულოთ აღნიშნული ნამაზი.

3. მორწმუნეთათვის მგზავრობისას სირთულე რომ არ ყოფილიყო, ისლამი მგზავრს ოთხ მუხლიანი ნამაზების ორ მუხლად შესრულების და ორი დროის ნამაზის ერთ დროში ლოცვის ნებას რთავს. ისლამის ფიყჰში ორი დროის ნამაზის ერთ დროში გაერთიანებასა და ისე ლოცვასჯემეწოდება. ჯემის ორი სახეობა არსებობს, „ჯემ თახირ“[1] დაჯემ თაყდიმ“.[2] ნამაზების გაერთიანების დროს შუადღისა და სამხრობი ნამაზების ერთ დროში ან საღამოსა და ძილის წინა ნამაზები ერთ დროში სრულდება. მაგალითად შუადღის ნამაზის დაგვიანებით სამხრობის ნამაზთან ერთად შესრულებას ჯემ თახირი; ხოლო სამხრობის ნამაზის დროის მოსვლამდე შუადღის ნამაზთან ერთად წინსწრებით შესრულებას ჯემ თაყდიმი ეწოდება. იგივენაირად დაგვიანებით ან წინსწრებით საღამოსა და ძილის წინა ნამაზების გაერთიანებაც შეგვიძლია. ნამაზების გაერთიანებისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. ვინც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომ არც მძღოლი ჩერდება და არც გარაფიკით გათვალისწინებული შესვენების დრო არ შეეფერება ნამაზის შესასრულებლად ხელსაყრელ დროს, მაშინ მან ორი დროის ნამაზის ერთ დროში გაერთიანების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ მგზავრობის დაწყებამდე პირველი ნამაზის დრო უკვე დამდგარია და იცის, რომ მგზავრობის დასრულებამდე მეორე ნამაზის ლოცვისთვის განკუთვნილი დრო გავა, მაშინ მან ჯემ თაყდიმის მეთოდს უნდა მიმართოს. თუ მგზავრობის დაწყებისას პირველი ნამაზის დრო ჯერ კიდევ არ არის დამდგარი, მაგრამ იცის რომ მგზავრობის დასრულებისას მეორე ნამაზის დრო გასული არ იქნება, მაშინ მან ჯემ თახირის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ნამაზების გაერთიანების პრაქტიკას საფუძვლად უდევს შემდეგი ჰადისები:

ენეს (..) ამბობს:

ალლაჰის შუამავალი შუადღის ნამაზს სამხრობის ნამაზამდე დააგვიანებდა, შემდეგ ცხენიდან ჩამოვიდოდა და ორივეს ერთად ასრულებდა. თუ გამგზავრრებამდე უკვე შუადღის ნამაზის დრო მოსული იყო მაშინ ჯერ შუადღის ნამაზს შეასრულებდა და შემდეგ გაუდგებოდა გზას.“ (ბუხარი და მუსლიმი. ნეილუ-ავთარ, III, 212.)

იბნი ომარის ოჯახის წევრთაგან ერთ-ერთს დახმარება სჭირდებოდა. ამიტომ იბნი ომარმა სასწრაფოდ გზას გაუდგა. ცაზე სიწითლის გაქრობამდე საღამოს ნამაზი დააგვიანა. შემდეგ ცხენიდან ჩამოვიდა საღამოსა და ძილის წინა ნამაზები ერთად შეასრულა. შემდეგ თანმხლებებს უთხრა, რომ შუამავალი მგზავრობისას როდესაც ჩქარობდა ასე იქცეოდაო.“ (ამ ჰადისს გადმოგვცემს აჰმედ ბინ ჰანბელი, ებუ დავუდი, თირმიზი. თირმიზი ამბობს რომ ეს ჰასენი ჰადისია. დარეყუტნი, ჰაქიმი, ბეიჰაყი და იბნი ჰიბბანი კი ამას საჰიჰ ჰადისად მიიჩნევენ.)

4. ზემოთ გათვალისწინებული საშუალებებისა და ნებართვების მიუხედავად თუ მაინც შეუძლებელი ხდება ნამაზის შესრულება და ნამაზის გავლის საფრთხე არსებობს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება სატრანსპორტო საშუალებაში ნამაზის შესრულება.

რაც შეეხება ნაფილე ნამაზებს, მათი მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე შესრულება შეიძლება, რადგანაც მუჰამმედ შუამავალი ასე იქცევოდა:

ჯაბირი (..) გადმოგვცემს:

كَانَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُصَلِّي التَّطَوُّعَ وَهُوَ رَاكِبٌ فِي غَيْرِ القِبْلَةِ.

ალლაჰის შუამავალი შესაჯდომ პირუტყვზე ამხედრებული ნაფილე ნამაზს ასრულებდა, ისე რომ ის არ იყო ყიბლეს მიმართულებით.“ (ბუხარი, .. 1094.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთი იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

03.03.2017 ბათუმი

--------------

[1] პირველი ნამაზის დაგვიანებით მეორე ნამაზის დროში, მეორე ნამაზთან ერთად შესრულება.

[2] მეორე ნამაზის დროის მოსვლამდე პირველი ნამაზის დროში პირველ ნამაზთან ერთად შესრულება.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol