Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

wveris gamoshveba da ulvashebis damokleba

წვერის გამოშვება და ულვაშების დამოკლება

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ!

მამაკაცმა ზოგადად ულვაში უნდა დაიმოკლოს და წვერი გაიზარდოს, მაგრამ ამის დამამტკიცებელი ჰადისი ან რაიმე არგუმენტი თუ არსებობს?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

მუსლიმმა მამაკაცმა წვერი უნდა გამოუშვას და ულვაში დაიმოკლოს, ეჰლი სუნნეთის ყველა მეზჰები ამ სუნნეთზე ერთიანად თანხმდება. წვერი რომ მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) აუცილებლად შესასრულებელ სუნეეთს მიეკუთვნება ეს შემდეგი ჰადისებით მტკიცდება:

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ულვაშები დაიმოკლეთ, წვერი გამოუშვით, მაზდეანებისგან განსხვავებულად მოიქეცით.“ (მუსლიმ, 260/55.)

აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„მუშრიქებისგან განსხვავებულად მოიქეცით. წვერი გამოუშვით, ულვაშები დაიმოკლეთ.“

ნაფი გადმოგვცემს:

„აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) ჰაჯობის ან უმრას შესრულების შემდეგ თავის წვერს ხელს ჩაავლებდა და ერთ მუჭაზე მეტი რაც იქნებოდა იმას შეიკრეჭდა.“ (ბუხარი, 5926.)

ზეიდ ბინ ერქამი (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ვინც ულვაშებს არ დაიმოკლებს, ის ჩვენგან არ არის.“ (თირმიზი, 2761; ნესაი, 5062; იბნი ჰიბბან, 5477; ტაბერანი მუ’ჯემუ’ლ-ქებირ, 5033.)

ზეიდ ბინ ჰაბიბი (რ.ა.) შუამავალსა და ირანის ქისრას ელჩებს შორის გამართულ დიალოგს შემდეგნაირად გადმოგვცემს:

„როდესაც ებანუჰი და ჯედ ჯემირე შუამავალთან მოვიდნენ, შუამავალმა თავი შეაბრუნა და მათ სახეზე შეხედვა არ მოისურვა, რადგან ისინი წვერგაპარსულნი და ულვაშ დაგრძელებულნი იყვნენ. შუამავალმა:

-სირცხვილი თკვენ! ეს რა ფორმაა? მათ:

-ჩვენი ბატონი ასე გვიბრძანებსო უთხრეს. შუამავალმა:

-მე ჩემმა უფალმა წვერის გამოშვება და ულვაშების დამოკლება მიბრძანაო უთხრა.“ (ალ-ბიდაე, ტ. IV, გვ. 269. იბნი ჯერირისგან ისჰაყის გზითაა გადმოცემული.)

ჰასან ალ ბასრიმ (რჰ.ა.) თქვა:

„საჰაბეები ერთ მუჭაზე მეტი სიგრძის მქონე წვერის დამოკებას ნებას რთავდნენ.“ (იბნი ები შეიბე, 6/109/5.)

უზენაესმა ალლაჰმა დაგვადგინოს სწორ გზაზე და მისი შუამავლის უნაკლო გზით გვატაროს!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

15.10.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol