Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

ras nishnavs vallahi

რას ნიშნავს სიტყვა ვალლაჰი?

 
 
 

 

კითხვა: მოხუცი ხალხისგან ხშირად გამიგონია დაფიცების ნაცვლად სიტყვა ვოლლაჰა“- რომ ამბობენ, მაინტერესებს რას ნიშნავს ეს სიტყვა და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ეს უზენაეს ალლაჰზე დაფიცების ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ხშირად დამახინჯებით „ვოლლაჰი“ ამბობენ. სწორი ფორმაა „ვალლაჰი“ და ნიშნავს ალლაჰს ვფიცავარ. დაახლოებით იგივე მნიშვნელობის მატარებელია სიტყვები, „ბილლაჰი“ და „თალლაჰი“. ფიცის ასეთი ფორმები კარგი და სასურველი ფორმაა, რადგანაც მუსლიმს მხოლოდ ერთი საფიცარი გააჩნია და ისიც ღმერთია. ღმერთის გარდა სხვა არსებების დაფიცება კი აკრძალულია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„მამებს ნუ დაიფიცებთ. ვისაც ფიცი უნდოდეს ალლაჰზე დაიფიცოს ან სულ ნუ დაიფიცებს.“ (ბუჰარი, მუსლიმ, თირმიზი, იბნი მაჯე, აჰმედ ბინ ჰანბელ.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.05.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol