Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

7 jer tavafi

ქააბას 7 ჯერ გარს რატომ უვლიან?

 
 
 



კითხვა: ქააბას 7 ჯერ გარს რატომ უვლიან?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ღვთისმსახურებები უზენაესი ალლაჰის ან მისი შუამავლის მიერაა დადგენილი. ჩვენ მათ ვასრულებთ ისე, როგორც უზენაესმა ყურანში გვიბრძანა ან მისმა შუამავალმა შეასრულა საკუთარი ცხოვრების პრაქტიკაში. ზოგიერთი ღვთისმსახურებების, ვალდებულებების ან აკრძალვების მიზეზები და სიბრძნე ჩვენთვის ცნობილია უშუალოდ შარიათის დამდგენის მხრიდან, ზოგიერთის კი უცნობია.

ქააბას გარს შემოვლის რიტუალს ტავაფი ეწოდება. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ტავაფის გაკეთებას გვიბრძანებს, თუმცა იქ არ არის მითითებული თუ რამდენჯერ უნდა შემოვუაროთ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

მერე კი დაიცვან თავიანთი წესები, აღასრულონ აღთქმა და შემოუარონ უპირველეს სახლს (ააბს)! (ჰაჯჯ, 22/29.)

წმინდა ყურანში ასეთი საკითხები ზოგადადაა მოცემული. აიათების განმარტებებსა და სხვადასხვა საკითხების დეტალურ აღწერას, მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრებისეულ მაგალითებში ვპოულობთ. მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) ყურანის ბრძანებებსა და აკრძალვებს ზედმიწევნით ასრულებდა საკუთარ ცხოვრებაში, რასაც სუნნეთი ეწოდება. სწორედ სუნნეთიდან ვღებულობთ ამა თუ იმ ღვთისმსახურების შესასრულებლად საჭირო დეტალურ ინფორმაციასა და პრაქტიკულ მაგალითებს. სუნნეთიში ვსწავლობთ, რომ მუჰამმედ შუამავალი როგორც ჰაჯობის ასევე უმრას დროს ტავაფს ქააბას ირგვლივ შვიდჯერ შემოვლით ასრულებდა.

იბნი ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) უმრას შესასრულებლად მექქაში ჩამოვიდა. ალლაჰის სახლს შვიდჯერ შემოუარა და „მაყამი იბრაჰიმთან“ ორი მუხლი ნამაზი შეასრულა. შემდეგ კი საფასა და მერვას მაღლობებს შორის „სა’ის“ რიტუალი შეასრულა.“ (ბუხარი, ჰაჯჯ 69, ჰ.ნ. 104.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძ

 

05.11.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol