Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

istixare namazi

ისთიხარე ნამაზი

 
 
 



კითხვა: გამარჯობათ! ისთიხარე ნამაზის შესახებ მაინტერესებს ინფორმაცია, შეგიძლიათ აგვიხსნათ თუ როგორ სრულდება?

პასუხი: გამარჯობა!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისთიხარე ნამაზი ერთ-ერთი ნაფილე ნამაზია, რომელსაც მუსლიმის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სიტყვა ისთიხარე ხეირისა და სიკეთის ძიებას ნიშნავს.

როდესაც მორწმუნე რაიმე საქმეზე გადაწყვეტილებას ღებულობს ან ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს, ის თავის გამჩენს ლოცვითა და ვედრებით მიმართავს - დამეხმარე სწორი და ხეირიანი გადაწყვეტილების მიღებაშიო. მორწმუნეს ყველა მუბაჰ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების წინ ისთიხარეს გაკეთება შეუძლია. ისთიხარე უნდა გაკეთდეს მუბაჰ საქმეებზე ან იმ საქმეებზე, რომელთა შესრულება არშესრულების არჩევანი ჩვენზეა დამოკიდებული. მაგალითად - ჰარამ საქმეში ჩავერთო თუ არაო - ან - შარიათით დაკისრებული საქმეები (ფარძი, ვაჯიბი) შევასრულო თუ არაო - ისთიხარეს გაკეთება არ შეიძლება. ვინც რაიმე საქმის გაკეთებას აპირებს, თუმცა ვერ გადაუწყვეტია ეს კონკრეტული საქმე მისთვის ხეირიანი იქნება თუ არა, მან შარიათის ჩარჩოებში უნდა განიხილოს ამ კონკრეტული საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები, კომპეტენტური პირებისგან მიიღოს რჩევა-დარიგებები, შემდეგ უზენაეს ალლაჰს ლოცვით მიმართოს - ამ საქმეში ხეირიანი გადაწყვეტილება მიმაღებინეო - ამ ყველაფრის შედეგად გული როგორც უკარნახებს იმის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა მორწმუნემ პიროვნებამ თავისი საქმისთვის ისთიხარე თვითონ უნდა გააკეთოს.

ისთიხარე უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილის მიმართ კამაყოფილება და მასზე მინდობაა. რაშიც თავჰიდი ანუ ერთი ღმერთის მიმართ მორჩილება და მისი დადგენილის მიმართ კმაყოფილება მჟღავნდება. ჯაბირ ბინ აბდულლაჰი (რ.ა.) გადმოგვცემს:

قَالَ جَابِرُ بْنُ عَبْدِ اللهِ رضي الله عنه: كَانَ رَسُولُ اللهِ يُعَلِّمُنَا اْلاِسْتِخَارَةَ فيِ الأُمُورِكُلِّهَا كَمَا يُعَلِّمُنَا السُّورَةَ مِنَ الْقُرْآنِ، يَقُولُ : إِذَا هَمَّ أَحَدُكُمْ بِالأَمْرِ فَلْيَرْكَعْ رَكْعَتَيْنِ مِنْ غَيْرِ الْفَرِيضَةِ  ثُمَّ لِيَقُلْ: اَللَّهُمَّ إِنِّي أَسْتَخِيرُكَ بِعِلْمِكَ، وَأَسْتَقْدِرُكَ بِقُدْرَتِكَ، وَأَسْأَلُكَ مِنْ فَضْلِكَ الْعَظِيمِ، فَإِنَّكَ تَقْدِرُ وَلاَ أَقْدِرُ، وَتَعْلَمُ وَلاَ أَعْلَمُ، وَأَنْتَ عَلاَّمُ الْغُيُوبِ، اَللَّهُمَّ إِنْ كُنْتَ تَعْلَمُ أَنَّ هَذَا الأَمْرَ )وَيُسَمِّي حَاجَتَهُ( خَيْرٌ ليِ فيِ دِينِي وَمَعَاشِي وَعَاقِبَةِ أَمْرِي )أَوْ قَالَ: عَاجِلِهِ وَآجِلِهِ( فَاقْدُرْهُ ليِ وَيَسِّرْهُ ليِ ثُمَّ بَارِكْ ليِ فِيهِ، وَإِنْ كُنْتَ تَعْلَمُ أَنَّ هَذَا الأمْرَ شَرٌّ ليِ فيِ دِينيِ وَمَعَاشِي وَعَاقِبَةِ أَمْرِي )أَوْ قَالَ: عَاجِلِهِ وَآجِلِهِ( فَاصْرِفْهُ عَنيِّ وَاصْرِفْنيِ عَنْهُ وَاقْدُرْ لِيَ الْخَيْرَ حَيْثُ كَانَ ثُمَّ أَرْضِنيِ بِهِ

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ისე გვასწავლიდა ისთიხარეს, როგორც ყურანის სურეებს. ის ამბობდა:

„რომელიმე თქვენგანი რაიმე საქმეს, რომ დააპირებს, მან ფარძის გარდა 2 მუხლი ნამაზი შეასრულოს და ასე თქვას:

ღმერთო! შენს ცოდნაზე მინდობილი ხეირს გევედრები. შენს ძალას მივენდობი. შენი უდიდესი სიკეთისგან ველი. უეჭველად შენ ძალა შეგწევს, მე არ შემწევს. შენ იცი, მე არ ვიცი. უეჭველად შენ ხარ უხილავთა მცოდნე.

ღმერთო! თუ ეს საქმე (აქ მოიხსენებს იმ საქმეს, რის გაკეთებსაც აპირებს) ჩემთვის, ჩემი რწმენის, ჩემი ცხოვრების თავში ან ბოლოში ხეირიანი იქნება, მაშინ ის ჩემთვის მისაწვდომად აქციე! და თუ ეს საქმე ჩემთვის, ჩემი რწმენისთვის, ჩემი საქმისთვის თავში ან შემდგომ კარგის მომტანი არ იქნება, მაშინ მაშორე ის მე და მეც დამაშორე მისგან! სადაც არუნდა ვიყო ყოველთვის, რაც ხეირიანი იქნება ჩემთვის, ის მომეცი და შემდეგ კმაყოფილი მამყოფე იმაზე, რასაც შენ მომცემ.“[1]

როგორც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს, ვინც რაიმე საქმის გაკეთებას დააპირებს, ზემოთ აღნიშნული მსჯელობისა და განხილვის შემდეგ ორ მუხლ ნამაზს შეასრულებს და ნამაზის შემდეგ მოცემული ლოცვით უზენაეს ალლაჰს შეევედრება და დაელოდება თუ რომელი არჩევანის მიმართ მოულბება გული. ჰადისებში არ არის დაკონკრეტებული ისთიხარე ნამაზზე საკითახვი სურეები, თუმცა იმამი ნავავი (რჰ.ა.) მიიჩნევს, რომ ამ ნამაზის პირველ მუხლზე სურა „ქააფირუნის“ ხოლო მეორე მუხლზე სურა „იხლასის“ კითხვა მუსთეჰაბია.[2]

ლოცვის ალლაჰის დიდებითა და შუამავლის დალოცვით დაწყება და დასრულება მუსთეჰაბია. ზემოთ მოცემული ლოცვის ორიგინალის წაკითხვა სავალდებულო არ არის, ყველას შეუძლია თავისი სიტყვებით, მისთვის გასაგებ ენაზე, მსგავსი შინაარსის სიტყვებით შეევედროს თავის გამჩენს. მაგრამ მუსთეჰაბია იმ ლოცვის წარმოთქმა, რომლითაც შუამავალი (ს.ა.ს.) უზენაეს ალლაჰს ევედრებოდა.

ისთიხარეს შედეგად მიღებულ გადაწყვეტილება კმაყოფილებითა და მორჩილებით უნდა მივიღოთ, რაც ბედისწერაზე რწმენის ნაწილად ითვლება.

სა’დ ბინ აბუ ვაყყასი (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

عَنْ سَعَدِ بْنِ أَبِي وَقَّاصٍ رَضِيَ اللهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولَ اللهِ : مِنْ سَعَادَةِ ابْنِ آدَمَ رِضَاهُ بِمَا قَضَى اللهُ تَعَالَى، وَ مِنْ شَقَاوَةِ بْنِ آدَمَ تَرْكُهُ اسْتِخَارَةَ اللهِ تَعَالَى، وَ مِنْ شَقَاوَةِ بْنِ آدَمَ سَخَطُهُ بِمَا قَضَى اللهُ تَعَالَى.

„ადამის შვილის ბედნიერების მიზეზია კმაყოფილება იმის მიმართ, რაც დაუდგინა უზენაესმა ალლაჰმა. ადამის შვილის უბედურების მიზეზია ისთიხარეს მეშვეობით ალლაჰზე მიუნდობლობა. ასევე ადამის შვილის უბედურების მიზეზია წყრომა იმის მიმართ, რაც დაუდგინე უზენაესმა ალლაჰმა.“[3]

სწავული საიდ ალ-ქაჰთანი (რჰ.ა.) ისთიხარეს შესახებ ამბობს:

„ვინც თავისი საქმის შესახებ უზენაეს ალლაჰს ისთიხარეს მეშვეობით მიმართავს,  მორწმუნეებთან ერთად განიხილავს, კარგად გამნსჯის და ისე გადაწყვეტს ის არ ინანებს.

რადგან უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

وَشَاوِرْهُمْ فِي الأَمْرِ فَإِذَا عَزَمْتَ فَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُتَوَكِّلِينَ

დაეკითხე მათ საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალაჰს მიენდე, უეჭველად, ალაჰს უყვარს მინდობილები! (ალი იმრან, 3/159.)[4]

ისთიხარე ნამაზის შემდეგ სიზმარზე დალოდება და სიზმრის მიხედვით დადებითი ან უარყოფითი შედეგის გამომჟღავნება მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) უნაკლო სუნნეთსა და შარიათში არ არსებული რამეა. ისთიხარეში მთავარი ღმერთზე მინდობა და მასზე მინდობილი გადაწყვეტილების მიღებაა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

31.10.2016 ბათუმი

 



[1] ბუხარი, და’ვათ 48, თაჰაჯჯუდ 25, თავჰიდ 10; აბუ დავუდ, სალათ 366 (1538); თირმიზი, სალათ 394 (480); ნესაი, ნიქაჰ 27 (6, 80, 81); იბნი მაჯე, იყამე 188 (1383); იმამ ნესაი, ამელულ-იევმ ველ-ლეილე, გვ. 161-162, (.. 498).

[2] იმამი ნავავი, ალ-აზქარ, გვ. 193.

[3] თირმიზი, ყადერ 15 (2152).

[4] საიდ ალ ქაჰთანი, ჰისნუ’ლ-მუსლიმ.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol