Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

banaoba abdesistvis sakmarisia

ბანაობა აბდესისთვის საკმარისია?

 
 
 


კითხვა: ბანაობის შემდეგ კვლავ აბდესის აღება საჭიროა თუ არა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

თუ მუსლიმს ბანაობის წინ განზრახული აქვს, რომ ბანაობასთან ერთად აბდესიც უნდა აიღოს ან ეს ბანაობა მისთვის გაგრილებასთან ერთად აბდესიც იქნება, მაშინ მას ბანაობის შემდეგ კვლავ აბდესის აღება აღარ ესაჭიროება. მნიშვნელობა არააქვს აბანოში იბანავებს, მდინარეში თუ აუზში. მას შეუძლია ჭუჭყის ჩამობანვის, გაგრილების, გართობის და აბდესის აღების მიზნით იბანავოს ანუ ერთი საქმით ოთხი რამე განიზრახოს და ოთხივემ თავისი ადგილი დაიჭიროს. აბდესი აბდესად, რომ ჩაითვალოს მუსლიმმა მინიმუმ იდაყვების ჩათვლით ხელები, სახე და კოჭების ჩათვლით ფეხები უნდა დაიბანოს, ხოლო თავის ერთ მეოთხედზე სველი ხელი უნდა ჩამოისვას. ბანაობის დროს კი მთლიანი სხეულის დაბანა ხდება ანუ უფრო მეტი ვიდრე აბდესისთვისაა აუცილებელი.

ვინც გაგრილების, ჭუჭყის ჩამობანის, გართობის განზრახვით იბანავა ან შემთხვევით წყალში ჩავარდა, მას აბდესი არ აქვს. ღვთისმსახურებების ჩვეულებრივი მოქმედებისგან ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი ნიეთი ანუ განზრახვაა. შემთხვევით ან ღვთისმსახურების გარდა სხვა მიზნით შესრულებული არცერთი საქმე არ ითვლება ღვთისმსახურებად.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

10.11.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol