Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

muslimis aramuslimur sasaflaoze dakrzalva

მუსლიმის არამუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალვა რატომ არ შეიძლება?

 
 
 


კითხვა: რატო არ შეილება მუსლიმის დაკრძალვა, ისეთ სასაფლაოზე სადაც ქრისტიანები არიან დაკრძალულნი ან პირიქით? ყურანი ქრისტიანი ან იუდეველი ცოლის შერთვის ნებას გვრთავს. ასეთ შემთხვევაში გარდაცვლილი ცოლი სად უნდა დაიკრძალოს? თუ მისი ქმარი გარდაცვლილია შეიძლება თუ არა მის გვერდით ქრისტიანი ან იუდეველი ცოლის დაკრძალვა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი ყოველთვის ითვალისწინებს თავისი მრევლის ინტერესებსა და უფლებებს. აქედან გამომდინარე ადგენს ზოგიერთ აკრძალვებს ან ვალდებულებებს. ყველა რელიგიის მიმდევარს აქვს უფლება ქონდეს თავისთვის განკუთვნილი სასაფლაო, სადაც თავისუფლად შეძლებს თავისი მიცვალებულისთვის საპატიო დაკრძალვითი ცერემონიალების ჩატარებას, სადაც არც მიცვალებული და არც ჭირისუფალი არ იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად ან უხერხულად. ეს ყველა ხალხისა და კონფესიისათვის დამახასიათებელი ძირძველი ტრადიციაა.

ისლამი არ ეთანხმება მუსლიმის არამუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალვას ან არამუსლიმის მუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალვას და ამ გადაწყვეტილებას შემდეგი გარეომებების გათვალისწინებით ღებულობს:

·        ყველა რელიგიას გააჩნია თავისებური რიტუალები, რომლებიც სასაფლაოზე სრულდება მაგალითად: ქრისტიანებს სასაფლაოზე შეაქვთ ღვინო და ამით ლოცავენ მიცვალებულს, მუსლიმთათვის ეს საფლავის წაბილწვად ითვლება. ქრისტიანები სასაფლაოზე აღმართავენ ჯვრებს და სურათებს რაც მუსლიმთათვის მიუღებელი და პროტესტის საფუძველი შეიძლება გახდეს. ასევე მუსლიმები მიდიან სასაფლაოზე და იქ მყოფთა სულების პატიებისთვის თავისებურად ლოცულობენ ან ხმამაღლა ყურანს კითხულობენ, რამაც შეიძლება ქრისტიანისთვის პროტესტის მიზეზი გახდეს.

·        ჩვენი რწმენის მიხედვით არამუსლიმთა საფლავი ალლაჰის რაჰმეთს მოკლებული ადგილებია, რაც მუსლიმისთვის უსიამოვნო და მიუღებელ გარემოდ ითვლება.

·        მუსლიმურ სასაფლაოზე მუსლიმები მიდიან და იქ მყოფთა სულებისთვის ალლაჰს პატიებასა და წყალობას ევედრებიან, იქ მყოფებს ესალმებიან. არამუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალულებს კი უფრო ნაკლები მავედრებელი ეყოლებათ, რადგანაც იქ მიმსვლელთა უმრავლესობა არამუსლიმი იქნება. ასევე მუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალული არამუსლიმი ყველასათვის საცნობი არ იქნება და მიმსვლელი მუსლიმები მათაც მოიხსენებენ თავიანთ სალამსა და ლოცვაში. წმინდა ყურანი ურწმუნოთა პატიებისთვის ვედრება გვიკრძალავს.

ასეთი მიზეზების გათვალისწინებით ისლამი კრძალავს მუსლიმის არამუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალვას ან პირიქით. ეს ისეთი მიზეზებია, რაც არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ერთობას.

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, თუ სად უნდა დაიკრძალოს მუსლიმის არამუსლიმი ცოლი, რათქმაუნდა ისიც იქ უნდა დაიკრძალოს სადაც მისი რჯულის აღმსრულებელნი იკრძალებიან, რათა თავისი რწმენის მიხედვით აუგონ წესი და მიეგოს პატივი.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02-11-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol