Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

iaslogis gareshe marxva

იასლორის გარეშე მარხვა ცოდვაა?

<
 
 
 


კითხვა: მოგესალმებით. იასლოღის გარეშე მარხვა ცოდვაა? გამიგია იასლოღს რომ ჭამ და არ იმარხავ ცოდვააო და რამდენად მართალია?

პასუხი: სალამი!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

იასლოღის გარეშე მარხვა ანუ შეგნებულად იასლოღისთვის ადგომაზე უარის თქმა მოუწონარი საქციელია. შეგნებულად იასლოღის გარეშე მარხვა, მარხვის მადლიანობასა და ბარაქიანობას შეამცირებს. რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს:

تَسَحَّرُوا فَإِنَّ في السُّحُورِ بَركَةً

„იასლოღი მიირთვით, რადგანაც იასლოღში დიდი ბარაქაა.“ (ბუხარი, სავმ 20; მუსლიმ, სიამ 45; თირმიზი, სავმ 17; ნესაი, სიამ 18, 19; იბნი მაჯე, სიამ 22.)

فَضْلُ ما بيْنَ صِيَامِنَا وَصِيامِ أَهْل الكتاب أَكْلَةُ السَّحَرِ

„ჩვენს მარხვასა და ეჰლ-ი ქითაბის მარხვას შორის ყველაზე დიდი განსხვავება იასლოღის ჭამაა.“ (მუსლიმ, სიამ 46; აბუ დავუდ, სავმ 15; თირმიზი, სავმ 17; ნესაი, სიამ 27.)

„იასლოღში დიდი ბარაქაა. თუნდაც რომ ერთი ყლუპი წყალი დალიოთ იასლოღზე ადგომას ნუ დაიზარებთ, რადგანაც იასლოღისთვის წამომდგარ მორწმუნეს ალლაჰი შეიწყალებს და ანგელოზები მისი პატიებისთვის ვედრებას აღავლენენ.“ (აჰმედ ბინ ჰაბნელი, მუსნედ, III/44.)

რაც შეეხება მეორე კითხვას: უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ზრდასრული მუსლიმისთვის, რომელიც არც მგზავრია და არც ავადმყოფი, რამადანის მთვარეში უმარხველობა ყველა შემთხვევაში ცოდვაა. ხოლო იასლოღის ჭამას და შემდეგ უმარხველობის თემას განსაზღვრასვ ნიეთი ანუ განზრახვა. თუ ამ პიროვნებამ იასლოღზე იმ მიზნით ადგა, რომ მეორე დღეს იმარხოს და იასლოღის ჭამის შემდეგ ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე დღისით მარხვის მომშლელ ფაქტორები არ დათმო, ასეთმა ადამიანმა მარხვა გატეხა. მარხვის გატეხვის, ცოდვის მოსანანიებლად მან 61 დღე უწყვეტლივ უნდა იმარხულოს. ხოლო თუ იასლოღს იმ განზრახვით არ მიირთმევს, რომ მეორე დღეს იმარხოს, ამ შემთხვევაში მხოლოდ უმარხველობის ცოდვას დაიმსახურებს და მხოლოდ იმ ერთი დღის მარხვით ანაზღაურება დაეკისრება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

19.06.2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol