Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

plastikuri operacia codvaa tu ara

პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ცოდვაა?

 
 
 
 

 

კითხვა: სელამ ალეიქუმ!

შეიძლება თუ არა მამაკაცმა პლასტიკური ოპერაცია რომ გაიკეთოს ცხვირზე და კეხი გაისწოროს? რათქმაუნდა ალლაჰის ნებაა ყველაფერი თუმცა მუსლიმიც ხომ უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად.

პასუხი:ვეალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!


             ვადიდებს ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, რომ ადამიანი საუკეთესო ფორმითაა გაჩენილი და მას არ ესაჭიროება არანაირი შელამაზება.

ჭეშმარიტა ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი მშვენიერი ფორმით. (თინ, 95/4.)

ეს მშვენიერება რათქმაუნდა ღვთის წინაშე არსებული მშვენიერებაა. ეს ის ფორმაა, რაც უფალმა ჩვენთვის მოიწონა და რითაც კმაყოფილია იგი. ისე შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს ადამიანში ის ფორმა, რაც ღმერთმა შეურჩია და რომ ვკითხოთ ყველამ შეიძლება თავისი გემოვნებით შეურჩიოს დიზაინი, თუმცა მორწმუნეები მხოლოდ იმით არიან კმაყოფილნი, რითაც თავიანთი გამჩენია კმაყოფილი.

ისლამი კრძალავს იმ მშვენიერი ფორმის შეცვლას რაც ღმერთმა უბოძა ადამიანს. როდესაც უზენაესმა ალლაჰმა სატანა დაწყევლა და გამოაგდო, სატანამ ფიცი დადო, რომ ყოველთვის შეეცდებოდა ადამიანების ცდუნებას, მათ ყოველთვის ჩასჩურჩულებდა ღვთის ურჩობას და ღვთის ქმნილებების შეცვლას. ეს ამბავი წმინდა ყურანში ასეა გადმოცემული:

ალლაჰმა დასწყევლა იგი (სატანა). მან უთხრა: აუცილებლად დავიყოლიებ ნაწილს შენს მსახურთაგან. აუცილებლად გზას ავაცდენ მათ, ამქვეყნიური ოცნებებით გავართობ, ვუბრძანებ, რომ ყურები დააჭრან საქონელს და აუცილებლად ვუბრძანებ, რომ შეცვალონ ალლაჰის ქმნილება. ხოლო ვინც სატანას აიყვანს მეგობრად ნაცვლად ალლაჰისა სწორედ რომ მან წააგო ცხადი წაგებით. (ნისა, 4/118-119.)

ამ დღიდან ეშმაკი სხვადასხვა ხერხით ცდილობს ადამიანის ღვთისმორჩილებიდან გამოყვანას. ამ ხერხებიდან ერთ-ერთი იმ ლამაზი ფორმის შეცვლა და დამახინჯებაა რაც უზენაესმა ალლაჰმა გააჩინა. ადამიანი სწორედ რომ უკადრისობს ღვთის მიერ გაჩენილ მშვენიერ ფორმას და მას საკუთარ ჭკუაზე უწყებს შელამაზებას.

ალლაჰის შუამავალი ს.ა.ს. კიცხავს იმ ხალხს, ვინც სილამაზის მიზნით მოიხატავს სხეულს ან კიდე კბილებს იმეჩხრებს და ამას ღვთის მიერ გაჩენილი მშვენიერი ფორმის შეცვლად აფასებდა. (ბუხარი, ლიბას 83, 87; მუსლიმ, ლიბას 33.)

იმ დროში მჭიდრო კბილების გამეჩხრება სილამაზედ მიიჩნეოდა, რაც ერთგვარი მოდა იყო, მსგავსად დღევანდელი კეხიანი ცხვირის გასწორებისა.

რაც შეეხება ესთეთიკურ ოპერაციას, ამის მიზანი თუ სილამაზე, თავის მოწონება და სხვათა ყურადღების მიპყრობაა, ეს რათქმაუნდა დაუშვებელია და ზემოთ აღნიშნული ღვთის მიერ გაჩენილი მშვენიერი ფორმის შეცვლას წარმოადგენს.

თქვენს მიერ ხსენებული კეხი თუ სუნთქვაში ხელს არ უშლის ან ჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემებს არ უქმნის, მაშინ მსგავსი ოპერაციების გაკეთება არ შეიძლება. ასეთი ოპერაციები თან სილამაზის მიზნით საკუთარ სხეულზე მიყენებული ტანჯვაა, თან ღვთის მიერ გაჩენილი ფორმის შეცვლაა და თანაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ფუჭი ხარჯვაა. ისლამი ამ ყველაფერთან ერთად მფლანგველობასა და ფუჭ ხარჯვასაც კრძალავს. დღეს ჩვენს ქვეყანასა და ზოგადად მსოფლიოში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომლებსაც ესაჭიროებათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაციები ან სხვა ტიპის მკურნალობა. თუმცა ეს ხალხი უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის აღდგენას ან სიცოცხლის შენარცუნებას. მორწმუნე ვერანაირად ვერ იქნება მართალი ასეთ გარემოში ესთეთიკურ სილამაზეში ამდენს ხარჯავდეს და გვერდზე მეზობელი სასიცოცხლო მნიშვნელობის წამალს ვერ ყიდულობდეს. ალლაჰის შუამავალი ს.ა.ს. ბრძანებს:

„მორწმუნეები ურთიერთ სიყვარულში, ურთიერთ სიბრალულსა და ურთიერთ დახმარებაში ერთი სხეულივით არიან. სხეულის ერთი ორგანო თუ დაავადდება ამის გამო დანარჩენებსაც არ სძინავთ და ყველას ერთად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა.“ (ბუხარი, ედებ 27; მუსლიმ, ბირრ 66.)

სხვა შემთხვევებში პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, როგორიცაა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ანორმალური, დეფორმირებული, მოკლე ან გრძელი ორგანოების ნორმალიზირება ან კიდევ დაკარგული ორგანოს აღდგენა ამ კატეგორიაში არ შედის. ასეთი ოპერაციები სამკურნალო ხასიათისაა და იგი ჯანმრთელობის აღდგენას ან გაუმჯობესებას ემსახურება. მაგალითად ერთმა საჰაბემ სახელად არფეჯემ რ.ა. ერთ-ერთ ომში ცხვირი დაკარგა, მან სანაცვლოდ ვერცხლისგან გაიკეთა ცხვირი თუმცა ამან გარკვეული დროის შემდეგ უსიამოვნო სუნი გამოიწვია, რის შემდეგაც შუამავალმა ს.ა.ს. მას ნება დართო, რომ ოქროსგან გაეკეთებია. (აბუ დავუდ, ჰათემი 7; თირმიზი, ლიბას 31.)

ეს წესები როგორც კაცებმა ასევე ქალებმაც უნდა დაიცვან, რადგანაც ამ მხრივ კაცსა და ქალს შორის განსხვავება არ არის.

ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

21-09-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol