Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

danis tareba sunnetia

დანის ტარება სუნნეთია?

 
 
 



კითხვა:  ესსელამუ ალეიქუმ!

მეგობარმა მითხრა რომ დანის ტარება სუნნეთია. რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით? მადლობა წინასწარ.

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

დანის ტარება სუნნეთი არ არის. ჰადისებში და პირველთაობის მუსლიმთა გადმოცემებში არსად არ არის აღნიშნული. რომ შუამავალი (ს.ა.ს.) დანას ატარებდა ან თავის მეგობრებს ურჩევდა მის ტარებას. სამწუხაროდ ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ დანის ტარება სუნნეთია, რის გამოც ხშირად გვხვდება, ისეთი გულწრფელი და გულუბრყვილო მორწმუნეები, როლებიც სწორედ ამ მიზნით ატარებენ დანას. მოგეხსენებათ ასეთი პიროვნებები თავიანთი გულწრფელი და გულუბრყვილო საქციელის გამო ხშირად უხერხულ და უსიამოვნო სიტუაციებში ხვდებიან ხოლმე. მაგალითად საზღვრის გადაკვეთისაა, თვითმფრინავით მგზავრობისაა, მკაცრი უსაფრთხოების მქონე ზონებში, სავაჭრო ცენტრებში თუ საზოგადოებისთვის ღია ღონისძიებებზე შესვლისას უსაფრთხოების სიგნალიზაციის მოწყობილობა აღიქვამს საფრთხედ, რის გამოც დაცვის თანამშრომლებს უწევთ მათი გაჩერება, გაჩხრეკა და გამოკითხვა, რაც ზედმეტ თავსატეხს უქნის თვითონ პიროვნებასაც და სხვებსაც.

მოგეხსენებათ შუამავლისთვის (ს.ა.ს.) და ყველა იმდროის მამაკაცისთვის განუყრელი ატრიბუტი იყო ხმალი, რასაც მაშინდელი ცხოვრების პირობები, წეს-ჩვეულებები და უსაფრთხოების ნორმები მოითხოვდა. ვინაიდან დღეს შეუძლებელია წელზე ხმალჩამოკიდებული ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება, ალბათ ამის გააზრებით ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ხმალი თუ არა დანა მაინც ვიქონიოთ შუამავლის სუნნეთის შესასრულებლადო, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. დღევანდელი გარემო, ცხოვრებისა და უსაფრთხოების პირობები ამას არ მოითხოვს. მინდა გითხრათ, რომ ეს ისეთივე სუნნეთია, როგორიც ქუჩებში აქლემით გადაადგილება.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

06-08-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol