Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

sisxlis gadasxma

სისხლის ბანკში სისხლის ჩაბარება შეიძლება თუ არა?

 
 
 


კითხვა: შარიათის მიხედვით საავადმყოფოში სისხლის ჩაბარება როგორი საქციელია, შეიძლება თუ არა ასეთი რამე?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი სიკეთისა და ქველმოქმედების მომწოდებელი რელიგიაა. ისლამის ერთ-ერთი პირობა სწორედ ქველმოქმედებას ეფუძნება, რაც ურთიერთ დახმარებას, გაზიარებასა და თანადგომას გვავალებს. სისხლის ბანკში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის ჩაბარება, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის გადარჩენა ქველმოქმედებაა. ეს მართლაც რომ დიადი საქმეა, რაც საქები და მისაბაძი მაგალითია. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

„ვინც ერთი კაცის სიცოცხლე გადაარჩინოს, თითქოსდა მან მთელი კაცობრიობა გადაარჩინა.“ (მაიდე, 5/32.)

მნიშვნელობა არააქვს მუსლიმი იქნება თუ არამუსლიმი, ისლამის ქველმოქმედება სარწმუნოებას არ ანსხვავებს და ქველმოქმედება ყველა აღმსარებლის მიმართ დაშვებულია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. უზეაესლი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო და არ გამოუყრიხართ სამშობლოდან. ჭეშმარიტად ალლაჰს სამართლიანნი უყვარს. ჭეშმარიტად ალლაჰი გიკრძალავს მათთან მეგობრობას, ვინც გებრძვით თქვენი რჯულის გამო და გამოგყარეს თქვენი სამშობლოდან და მხარს უჭერენ თქვენს (სამშობლოდან) გაძევებას. (მუმთეჰინა, 60/8-9.)

ჩვენ არ გვეკრძალება სიკეთე მათ მიმართ ვინც ჩვენ არ გვებრძვის ჩვენი რჯულისა და სამშობლოს გამო. აქედან გამომდინარე სისხლის გაცემისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ საკითხებზე:

1.                  უნდა მოვერიდოთ ისეთ პიროვნებებზე ან დაწესებულებებზე სისხლის მიწოდებას, რომლებიც შემდგომში ამ სისხლს მისცემენ ისეთ პიროვნებებს, ვინც ისლამისა და მუსლიმთა მტერია, მათ წინააღმდეგ იბრძვის და გამოჯანმრთელების შემთხვევაში ამ საქმის პოტენციური გამგრძელებელია.

2.                  სისხლი ფულზე არ უნდა გავყიდოთ, ეს ჰარამია.

3.                  სისხლი არ უნდა მივაწოდოთ ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც სისხლით ვაჭრობს. თუ საჭირო იქნება სისხლის ჩაბარებისას ამ დაწესებულებებთან უნდა გავაფორმოთ შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სისხლი გამოყენებული იქნება ქველმოქმედების სახით. ან პირადად მივცეთ ავადმყოფს, რათა არ მოხდეს მისი ფულზე გაყიდვა.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

13-11-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol