Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

qalis sasaflaoze wasvla

ქალს საფლავების მონახულება შეუძლია?

 
 
 


კითხვა: ქალს სასაფლაოზე წასვლა და მონახულება შეუძლია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ეჰლი სუნნეთის სწავლულთა ერთიანი აზრის თანახმად მამაკაცისთვის სასაფლაოზე წასვლა და მონახულება მუსთეჰაბია. ამის შესახებ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„საფლავები მოინახულეთ, რადგანაც ეს იმქვეყანას გაგახსენებთ.“ (თირმიზი, 973. თირმიზი იქვე დასძენს, რომ ეს ჰადისი ჰასენ საჰიჰია.)

რაც შეეხება ქალის სასაფლაოზე წასვლის საკითხს, მეზჰებებს შორის ორი განსხვავებული აზრი იკვეთება. იმამი შაფისა და აჰმედ ბინ ჰაბნელის შეხედულების თანახმად, ქალის სასაფლაოზე წასვლა მექრუჰია. ამ აზრზე მყოფი სწავლულები იმ ჰადისებს ეყრდნობიან, რომლებიც კონკრეტულად ქალებისთვის საფლავების მონახულებას კრძალავს. მაგალითად:

აბუ ჰურეირას (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ალლაჰმა დასწყევლოს ქალები, რომლებიც სასაფლაოს მოსანახულებლად ხშირად დადიან.“ (აბუ დავუდ, 2617; თირმიზი, 294; იბნი მაჯე, 1564; აჰმედ ბინ ჰანბელ, 1626. თირმიზი ამბობს, რომ ეს ჰადისი ჰასენია.)

თირმიზი ამ თემასთან დაკავშირებით ამბობს: „სწავლულთა გარკვეული ნაწილის აზრით, ეს წყევლა მაშინ იყო, ვიდრე ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) საფლავების მონახულების ნებართვას გასცემდა. როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) საფლავების მონახულების ნება დართო, ეს ნებართვა როგორც მამაკაცებზე ასევე ქალებზეც ვრცელდებოდა.“[1]

იმამი აბუ ჰანიფას, იმამი მალიქისა და ერთი ვერსიით იმამი აჰმედის შეხედულების თანახმად ქალებისთვის საფლავების მონახულება ნებადართულია. ამკრძალავი ჰადისები იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც ეს აკრძალული იყო, თუმცა შემდგომ ამის ნებართვა გაიცა. აღნიშნული შეხედულების მომხრე სწავლულებს თავიანთი პოზიციის დასტურად შემდეგი არგუმენტები მოჰყავთ:

ენეს ბინ მალიქი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) შეხვდა ქალს, რომელიც საფლავთან იჯდა და (ხმამაღლა) ტიროდა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ქალს - გეშინოდეს ალლაჰის და მოთიმენება გამოიჩინეო - უთხრა. ქალმა შუამავალი ვერ იცნო და - თავი გამანებე, შენ რა გესმის ჩემი გასაჭირისაო - შეეპასუხა. შუამავალმა (ს.ა.ს.) რომ წავიდა ამ ქალს უთხრეს, რომ ის შუამავალი იყო. ქალმა უმალვე გონს მოეგო, შუამავალთან გაიქცა და უთხრა: შუამავალო (ს.ა.ს.) მე შენ ვერ გიცანიო. შუამავალმა (ს.ა.ს.) მას ასე უთხრა: უბედურების პირველსავე წუთებში გამოჩენილი მოთმინება ითვლება მოთმინებადო.“ (ბუხარი, II, 75.) ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) იმ ქალისთვის საფლავის მონახულება არ აუკრძალავს, მას მხოლოდ ხმამაღლა ტირილი და გოდება აუკრძალა.

მორწმუნეთა დედა აიშამ (რ.ა.) ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხა:

„ალლაჰის შუამავალო, საფლავების მოსანახულებლად რომ წავალ მათ რა ვუთხრა? შუამავალმა (ს.ა.ს.) მას შემდეგი სიტყვები ასწავლა:

السَّلَامُ عَلَى أَهْلِ الدِّيَارِ مِن الْمُؤْمِنِينَ وّ الْمُسْلِمِينَ، وَ يَرْحَمُ اللهَ الْمُسْتَقْدِيمِينَ مِنَّا وَ الْمُسْأْخِرِينَ، وَ إِنَّا إِنْ شَاءَ اللهُ بِكُمْ لَلَاحِقُونَ.

„სალამი მორწმუნეთა და მუსლიმთა სამყოფელის მკვიდრთ. უზენაესმა ალლაჰმა შეიწყალოს, ვინც ჩვენზე წინ აქ მოვიდა ან შემდეგ მოვა. ინშალლაჰ ჩვენც თქვენ უნდა შემოგიერთდეთ.“ (მუსლიმ, II, 672.) ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თავის მეუღლეს ასწავლა მისალმების ფორმა თუ როგორ უნდა მისალმებოდა სასაფლაოზე განსვენებულ მიცვალებულებს. ქალისთვის საფლავების მონახულება აკრძალული რომ ყოფილიყო მას აუცილებლად ეტყოდა რომ ასე მხოლოდ მამაკაცები უნდა მოქცეულიყვნენ.

ერთ დღეს მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) საფლავების მხრიდან მოდიოდა, როდესაც იბნი აბუ მულეიქმა (რ.ა.) მას ჰკითხა: მორწმუნეთა დედავ საიდან მოდიხარ? აიშამ (რ.ა.) მას უპასუხა: ჩემი ძმის აბდურრაჰმან ბინ აბუ ბექრის საფლავიდან მოვდივარო. იბნი აბუ მულეიქი აგრძელებს თხრობას: მე მას - განა ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) საფლავების მონახულება არ აკრძალაო? - ვკითხე. მან მიპასუხა: დიახ, თავდაპირველად აკრძალა. მაგრამ შემდეგ საფლავების მონახულების ნებართვა გასცა.“ (ჰაქიმ, ალ მუსთედრექ, I, 376.)

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თავდაპირველად მის მიმდევრებს საფლავების მონახულება აუკრძალა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს ხალხი შირქიდან ახალგამოსულები იყვნენ და ჯერ კიდევ არსებობდა რისკი იმისა, რომ კვლავ შეცდებოდნენ და კვლავ საფლავებსა და გარდაცვლილი საპატიო პიროვნებების სულებს დაუწყებდნენ ვედრებასა და თაყვანისცემას, რაც საფლავთმოთაყვანეობის კულტის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობდა. როგორც დღეს არის გავრცელებული ზოგიერთი სუფიური სკოლის მიმდევრებში. მათ სწამთ რომ საპატიო პირების საფლავები, არის ადგილი სადაც თან იმყოფება ბარაქა, სადაც ვედრება ახდება და იქ შესრულებული საქმეები ღვთისწინაშე უფრო მეტად მიღებულია ვიდრე სხვაგან. მათ სწამთ რომ საპატიო პირების სულებს ღმერთმა განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა, რომლებსაც შეუძლიათ ღმერთთან შუამდგომლობა, მათი დახმარება და პრობლემების მოგვარება. უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს სატანის ცდუნებისგან! სატანამ მათ მოურთო და მოუკაზმა შირქი, რათა კეთილ საქმედ მოჩვენებოდათ და ამგვარად აცდუნა თავჰიდის გზიდან. ალლაჰის შუამავალმა თავდაპირველად სწორედ ამიტომ აკრძალა საფლავების მონახულება, რათა მის მიმდევრებში ამგვარი რწმენა არ ჩამოყალიბებულიყო. საჰაბეებმა როდესაც თავჰიდი კარგად შეისწავლეს და გაძლიერდნენ ისლამის ცოდნაში, შუამავალმა (ს.ა.ს.) - მე თქვენ ადრე საფლავების მონახულება აგიკრძალეთ, მაგრამ ახლა ნებას გრთავთ, რათა საფლავების მონახულება იმ ქვეყანას გაგახსენებთო - უთხრა. იმქვეყნის გახსენება, სიკვდილზე და განკითხვის დღეზე ფიქრი როგორც მამაკაცებს ასევე ქალებსაც სჭირდებათ. ზოგიერთ ჰადისებში ხაზგასმით ქალებზეა ყურადღება გამახვილებული. ამის მიზეზი ისაა, რომ ქალები უფრო მეტად მგრძნობიარე, ემოციური და ნაკლები მოთმინების მქონე არიან, რის შედეგადაც მათგან ხშირად ვაწყდებით ისეთ მოუწონარ საქციელს, როგორიცაა ხმამაღალი ტირილი, გოდება, ლოყების ხოკვა, ბედისწერაზე შეუგებლობა და მსგავსი.

თუ ქალი საფლავების მოსანახულებლად წავა, მიცვალებულებს სუნნეთის შესაბამისად მიესალმება, მათი სულებისთვის ღმერთს შეევედრება და მოუწონარი საქციელისგან თავს შეიკავებს, მას რათქმაუნდა საფლავების მონახულება შეუძლია, ისლამი ამას არ კრძალავს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

08.11.2016 ბათუმი

 



[1] Esad muhammed Said es-Sağırcı, Delilleriyle Hanefi Fıkhı, s. 286.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol