Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

rogor davexmarot micvalebuls

როგორ დავეხმაროთ მიცვალებულს?

 
 
 


კითხვა: ცოცოხალ ადამიანს მიცვალებულზე დახმარება შეუძლია თუ არა?

პასუხი: დიდება ალლაჰს! სალამი და ლოცვა მის შუამავალს, მის ოჯახს, მის მეგობრებასა და მის მიმდევრებს!

რათქმაუნდა შუამავლის უნაკლო სუნნეთის მიხედვით ჩვენ ცოცხლებს რამდენიმე გზით შეგვიძლია დავეხმაროთ მიცვალებულს. მაგალითად მშობელს თუ რამაზნის ვალი დარჩება ამის შესრულება მის შვილს შეუძლია.

სულეიმან ბინ ბურეიდესგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით, ერთი ქალი შუამავალთან (ს.ა.ვ.) მივიდა და უთხრა:

-ალლაჰის შუამავალო! დედაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ მას რამადანის ვალი ჰქონდა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ.) მას უთხრა:

დედაშენის მაგივრად შენ იმარხეო.[1]

ასევე მიცვალებულს დახმარებას გაუწევს, ჩვენი ვედრება, რომელის სულსაც ღმერთს შევავედრებთ, რათა მიუტევოს თუ რამ შესცოდა და იმქვეყნად კარგი ჯილდოთი დააჯილდოვოს. მაგალითად ამის შესახებ უზენაესი ალლაჰი თავის წმინდა წიგნში შემდეგნაირად ბრძანებს:

ვინც მათ შემდეგ მოვიდნენ ამბობენ: “ღმერთო ჩვენო, მოგვიტევე ჩვენ და ჩვენს ძმებსაც, რომლებიც გვისწრებდნენ რწმენით და ნუ ჩაგვინერგავ გულებში ბოღმას მორწმუნეთა მიმართ. ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ ხარ ლმობიერი და მოწყალე.[2]

ასევე სუნნეთშიც მრავლად მოგვეპოვება ამის შესახებ ჰადისები:

როდესაც ერთმა კაცმა შუამავალს (ს.ა.ვ.) ჰკითხა თუ რა სიკეთე შეეძლო გარდაცვლილი მშობლებისთვის გაეკეთებინა, მან შემდეგნაირად უპასუხა:

„მათთვის ილოცე, ღმერთს შეევედრე რომ ცოდვები მიუტევოს, მათი დანაბარები ანდერძი შეასრულე, მშობლების ნათესავებთან კავშირს ნუ გაწყვეტ და პატივისცემა გამოიჩინე მშობბლების მეგობრების მიმართ.“[3]

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ.) ხანდახან მორწმუნეთა სასაფლაოზე მივიდოდა და ღმერთს შემდეგნაირად ევედრებოდა:

„ჰოი მორწმუნეთა სამყოფელის მკვიდრნო! სალამი თქვენ, ინშალლაჰ ჩვენც თქვენთან მოვალთ. ალლაჰს შევთხოვ თქვენთვისაც და ჩემთვისაც, რომ გვაპატიოს და იმქვეყნიური შიში და სირთულეები მოგვიხსნას.“[4]

ასევე სუნნეთიდანაა მიცვალებულისთვის მოწყალის გაღებაც:

მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ.) მოვიდა ერთი კაცი და უთხრა:

„ალლაჰის შუამავალო! დედაჩემი უცებ გარდაიცვალა, ანდერძის დაბარება ვერ მოახერხა. ვფიქრობ, ლაპარაკი რომ შეძლებოდა მოწყალებას გაიღებდა. ნეტავ მე რომ მის მაგივრად მოწყალება გავიღო ამის მადლი თუ მიაღწევს მასთან? ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ.) დიახო უპასუხა.“[5]

იბნი აბბასისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით კი ერთი კაცი მივიდა შუამავალთან (ს.ა.ვ.) და უთხრა:

„ალლაჰის შუამავალო! დედაჩემი გარდაიცვალა. მე რომ მისთვის მოწყალება გავიღო მას ამით რაიმე სარგებელი თუ ექნება? ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ.) დიახო უპასუხა. ამ კაცმა შუამავლის (ს.ა.ვ.) ასეთ პასუხზე თქვა: მე ერთი ხილის ბაღი მაქვს. თქვენ მოწმე იყავით რომ მე იგი დედაჩემისთვის მოწყალებად გავიღე.“[6]

წარმატება მხოლოდ ალლაჰისგანაა, სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

25-01-2014 ბათუმი

 



[1] ბუხარი, სავმ, 42; მუსლიმ, სავმ, 156; ებუ დავუდ, ეიმან, 25; თირმიზი, სავმ, 22.

[2] სურა ჰაშრ, 59/10-ე აიათი.

[3] ებუ დავუდ, ედებ, 12.

[4] მუსლიმ, ჯენაიზ, 102; ებუ დავუდ, ჯენაიზ, 79.

[5] ბუხარი, ჯენაიზი, 94; მუსლიმ, ზექათ, 15.

[6] ბუხარი, ვესაია, 15, 20.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol