cxviridan sisxldena marxvas moshlis
ცხვირიდან სისხლდენა მარხვას მოშლის?

კითხვა: ცხვირიდან სისხლდენა მარხვას მოშლის?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
მარხვის დროს ცხვირიდან სისხლდენა მარხვას არ მოშლის, რდაგანაც ეს მისი ნებისგან დამოუკიდებლად ხდება. ასეთ დროს სასუნთქი გზების მეშვეობით გარკვეული რაოდენობის სისცლი ყელამდე აღწევს ხოლმე. უნდა შეეცადოთ და ყელში ჩასული სისხლი არ გადაგეყლაპოთ. თუ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად სისხლი მაინც მოხვდება მუცელში, ეს თქვენს მარხვას არ მოშლის. უზენაესი ალლაჰი თავის მსახურებს არ დააკისრებს ისეთ რამეებს, რაც მათ ძალებს აღემატება. წმინდა ყურანში ვკითხულობთ:
لَا يُكَلِّفُ اللّٰهُ نَفْسًا اِلَّا وُسْعَهَا
„არ დააკისრებს ალლაჰი არცერთ სულს, გარდა იმას, რაც მას შეუძლია.“ (ბაყარა, 2/286.)
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
27.06.2016 ბათუმი