Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

satana ramdenia

სატანა რამდენია?

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

სატანა ხომ ერთია, ამდენ ადამიანს ერთდროულად როგორ აცდენს?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ძირითადად სატანა ანუ იბლისი ერთია, რომელიც ყველა ავისა და ბოროტის მამად ითვლება. თუმცა ურწმუნო ჯინები და ადამიანები, რომლებიც სატანის საქმესა და მიზნებს ემსახურება ისინიც სატანად ითვლებიან. ანუ ეს უკანასკნელი იბლისის შთამომავლობაა. წმინდა ყურანში 18 ჯერ არის ნახსენები სიტყვა სატანას (الشَّيْطَانُ) მრავლობითი ფორმა ანუ სატანები (شَيَاطٖينِ), რაც არ ეთანხმება იმ აზრს, რომ სატანა ერთია. წმინდა ყურანში მოცემული აიათები:

როდესაც მორწმუნეებს შეხვდებიან, მათ (პირმოთნეობით) ეტყვიან: ჩვენც ვიწამეთ! მაგრამ როდესაც თავიანთ სატანებთან მარტონი დარჩებიან, ეუბნებიან: ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, მათ კი მხოლოდ დავცინით..“ (ბაყარა, 2/14.) ამ აიათში საუბარია მუნაფიყების ანუ ფარისევლების საქციელზე და სატანებად იგულისხმებიან მათი თანამზრახველი ადამიანები.

და გაჰყვნენ ისინი იმას, რასაც ეშმაკები ჩააგონებდნენ სულეიმანის სამეფოს წინააღმდეგ. სულეიმანი ურწმუნო არ ყოფილა, მაგრამ ეშმაკები იყვნენ ურჯულონი.(ბაყარა, 2/102.) ამ აიათში საუბარია ჯადოზე და ჯადოქრებზე. სატანებში იგულისხმებიან ჯინები, რომლებიც ადამიანებს აქეზებდნენ და ეხმარებოდნენ ჯადოს გამოყენებით მიეღწიათ იმას, რასაც არ იმსახურებდნენ და უკეთურებას სთესდნენ დედამიწაზე.

„და ამგვარად, ყველა შუამავალს მივუჩიეთ მტრები ეშმაკნი კაცთაგან და ჯინთაგან, ისინი ერთმანეთს მოკაზმული სიტყვით ჩასჩურჩულებენ ცდუნებას.(ენ’ამ, 6/112.) ეს აიათი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სატანა შეიძლება იყოს ადამიანიც და ჯინიც.

თქვენს კითხვას ყველაზე კარგ პასუხს ცემს მერიემ სურას 83-ე აიათი, სადაც საუბარია ეშმაკის სიმრავლეზე, რომლებიც ურწმუნოებს აქეზებენ და მოუწოდებენ უკეთურებისკენ:

„განა არ გინახავს, როგორ წარვგზავნეთ ეშმაკები ურწმუნოთა ზედა, მათ წასაქეზებლად, ასაღელვებლად?“ (მერიემ, 19/83.) სატანა მართლაც ბევრია, რომელთა რიცხვიც მხლოდ უზენაესმა ალლაჰმა იცის. ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარი მაცდური და ჭეშმარიტ გზაზე ამცდენი არსებობს.

უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს ადამიანის თუ ჯინისეული სატანების სიავისა და მათი ცდუნებებისგან. წმინდა ყურანში ამის შესახებ ვედრებაც კი არის მოცემული, რომელიც ხშირად უნდა გავიმეოროთ. ეს ვედრებებია მუმინუნ სურას 97-ე აიათი და წმინდა ყურანის 114-ე სურა.

აქ მხოლოდ ხუთი აიათით შემოვიფარგლები, რაც ძირითადი პასუხისთვის საკმარისია. დანარჩენი აიათებისთვის გადახედეთ: ენ’ამ, 6/71, 121; ა’რაფ, 7/27, 30; ისრა, 17/27; მერიემ, 19/68; ენბია, 21/82; მუმინუნ, 23/97; შუარა, 26/210, 226; საფფათ, 37/65; სად, 38/37; მულქ, 67/5.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

11-02-2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol