Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

asuras kerzi sunnetia tu bidati

აშურას კერძი სუნნეთია თუ ბიდათი?

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

აშურას კერძის შესახებ რას გვეტყვით?ტრადიციულად აშურა დღეს შვიდი განსხვავებული მცენარის ნაყოფთა შერევით მზადდება კერძი, რომელსაც ასევე აშურა ეწოდება. ვალდებულნი ვართ თუ არა ამ კერძის მომზადებით?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

უეჭველად, აშურა ერთ ერთი ძვირფასი და მადლიანი დღეა, რომელსაც ისლამი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აშურა მთვარის კალენდრის პირველი მთვარის (მუჰარრემის) მეათე დღეა. ამ დღის სიდიადე დაკავშირებულია სხვადასხვა სასიხარულო მოვლენებთან. მაგალითად ნუჰ შუამავალმა (ა.ს.) ამ დღეს დააღწია წარღვნას თავი და ხმელეთზე ფეხი შედგა. ამ დღეს ღვთის წყალობით წითელი ზღვა ორად გაეპო, მუსა შუამავალმა  (ა.ს.) თავის მიმდევრებთან ერთად ფარაონის ჩაგვრას თავი დააღწია და ფარაონი თავის ჯართან ერთად ზღვაში დაიხრჩვნენ. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) გვამცნო, რომ რამადანის მთვარის შემდეგ ყველაზე მადლიანი მარხვა მუჰარრემის მთვარეში მარხვაა.

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც წარღვნის დროს ნუჰ შუამავალს (ა.ს.) და გემის სხვა ბინადართ საკვები შემოლევიათ. გემზე მყოფებმა იმ უკანასკნელი პროდუქტების შეგროვება დაიწყეს, რაც ქონდათ დარჩენილი, ზოგს ხორლის, ზოგს სიმინდის, ზოგსაც ლობიოს მარცვალი აღმოაცნდა. ერთმა მათგანმა რომ ვერაფერი ვერ იპოვა თავისი წვლილის შესატანად ხურდა ფული ჩააგდო. ამგვარად შვიდი ან უფრო მეტი განსხვავებული პროდუქტით ერთ ქოთანში კერძი მოამზადეს, რასაც ჩემდგომში აშურა შეარქვეს. თუმცა ეს მონათხრობი მხოლოდ ლეგენდაა და სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. დღევანდელ მუსლიმებში ტრადიციად ქცეული აშურას კერძი, რომელსაც ტრადიციულად ყოველი წლის აშურა დღეს ამზადებენ, ამ ლეგენდითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ არც მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.) და არც მის საჰაბეებს მსგავსი კერძი არ მოუმზადებიათ და არც სხვებისთვის დაუვალებიათ, ხალხი მაინც დიდი მოწიწებით ასრულებს ამ რიტუალს. აქედან გამომდინარე ასეთი კერძის მომზადება შემდეგ გამოგონილი ბიდათია, რასაც უნდა მოვერიდოთ. ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) არ გამოუტოვებია არცერთი კეთილი და სამადლო საქმე, ჩვენთვის რომ არ დაებარებინოს. შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სიცოცხლე, რომ არ გამომიტოვებია ისეთი საქმე, რაც თქვენ დაგაახლოებთ სამოთხესთან და დაგაშორებთ ჯოჯოხეთისგან რომ არ მებრძანებინოს. ასევე არ გამომიტოვებია ისეთი საქმე, რაც დაგაახლოებთ ჯოჯოხეთთან და დაგაშორებთ სამოთხისგან რომ არ ამეკრძალოს.“ (ალბანი, სილსილეთუ'ლ-ეჰადისუ'ს-საჰიაჰ, 1803.)

შუამავალი ამ დღეს მარხულობდა და სხვებსაც მარხვისკენ მოუწოდებდა. ვინც აშურას კერძის მომზადებით ღმერთთან დაახლოებასა და მადლის მოგებას ისახავს მიზნად, ის ცდება, რამე თუ მსგავსი რამ არც ალლაჰს დაუვალებია და არც შუამავალს დაუბარებია. ღვთის წინაშე მიუღებელია ყოველი საქმე, რაც მას არ უბრძანებია და მის შუამავალს არ გაუკეთებია. შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვინც გააკეთოს ისეთი რამე, რაზეც ჩვენი ბრძანება არ არის, ის მიუღებელია.“ (მუსლიმ, ჰ.ნ. 1718.)

როგორც კერძი აშურა ჰალალი და სუფთა პროდუქტებით მზადდება, მისი მომზადება ან ჭამა ჰალალია, თუ მისი მომზადების მიზანი არ ითვალისწინებს რაიმე რიტუალს, ღვთისმსახურებას და მსგავს რელიგიურ მოტივებს.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

22-10-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol