Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

yuranshi nacvalsaxeli chven

ყურანში ალლაჰი საკუთარ თავზე რატომ ამბობს ჩვენ?

 
 
 



კითხვა: ისლამი ამტკიცებს რომ ქრისტიანული სწავლება სამების შსახებ არის ადამიანების მიერ  გამოგონილი. თქვენი თვალთახედვით ღმერთი არის ერთ პირიანი. მაშინ როგორ ამბობს ალლაჰი საკუთარ თავზე ჩვენ შევქმენით“, ჩვენ დავაფუძნეთ“, ჩვენთან დაბრუნდებით“? საოცარია ყურანში სამება ჩნდება? სწავლება ერთღმერთიანობასთან დაკავშირებით სამებას არ ეწინააღმდეგება! ყურანი საუბრობს ბიბლიურ სამებაზე, როგორც ბიბლიის დაბადების წიგნში 1:26 წერია: თქვა ღმერთმა შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად.“ ასევე ყურანში ვკითხულობთ სურა 7:11: ჩვენ შეგქმენით (დასაბამიდან) და შემდეგ ხატება მოგანიჭეთ.“  სურა 15:9: ჭეშმარიტა ჩვენ გავაგზავნეთ ყურანი და ჭეშმარიტად ჩვენ ვიცავთ მას.“ სურა 40:51: ჭეშმარიტად ჩვენ გავუწევთ ჩვენ მიერ მოვლინებულებს დახმარებას, მათ ვინც იწამა ამ სოფელში და ასევე იმ დღეს როდესაც მოწმეები გამოვლენ.“ სურა 40:53: ჩვენ მივეცით მოსეს (სახელმძღვანელო) სწორი გზისთვის და ისრაელის შვილებს მემკვიდრეობაში წერილი მივეცით.“ სურა 15:26: ჭეშმარიტად ჩვენ შევქმენით კაცი მშრალი თიხისაგან.“  ამიხსენით თუ ღმერთი სამპიროვანი არაა ისე როგორც ჩვენ ქრისტიანები ვამბობთ მაშინ ალლაჰი ყურანში თავის თავს მრავლობითად რატომ წარმოგვიჩენს? ვგულისხმობ სიტყვას ჩვენ ვინ ჩვენ თუ იგი ერთ პიროვანია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელიც წმინდად იცავს მონოთეიზმის ანუ ერთი სათაყვანო ობიექტის მიმართ თაყვანისცემის პრინციპებს. სხვა დანარჩენ რელიგიებში ყოველთვის ვაწყდებით უშუალოდ ღმერთების სიმრავლეს ან კიდევ ესეთ ობიექტებს, რომლებსაც ღმერთებად არ აღიქვამენ ამ რელიგიის მიმდევრები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ისინიც იმსახურებენ, თაყვანისცემასა და ვედრებას; მათ სწამთ რომ ასეთ ობიექტებს შეუძლიათ მათი შველა და დახმარება, რისგამოც ხშირად ღმერთის ნაცვლად მათ მიმართავენ საშველად. ისლამის თვალსაზრისით ასეთი სათაყვანო ობიექტებიც ღმერთები ან ქვეღმერთებად ითვლებიან ამ ხალხის ქმედებიდან გამომდინარე, რადგანაც ისეთ დამოკიდებულებებს ავლენენ მათ მიმართ, რასაც მხოლოდ ღმერთი იმსახურებს.

ქრისტიანობაში არსებული სამება, წმინდანთა კულტი, ხატთა თაყვანისცემა და მსგავსი საკითხები არღვევს მონოთეიზმის პრინციპებს, რაც თაყვანისცემის, სასოების, მშველელად მოხმობის თუ ღმერთისთვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტების სხვა სათაყვანო ობიექტებზე გადანაწილებაში მჟღავნდება. სამების გასამართლებლად ყურანში რაიმე ჩასაჭიდის ძიება ამაოა. თვით ბიბლიაშიც კი არსად არ არის გამოყენებული სიტყვა „სამება“, ეს მხოლოდ რამდენიმე მუხლის სასურველი მიმართულებით ინტერპრეტირებასა და  მრავლობით ნაცვალ სახელებზე დაყრდნობით სასულიერო პირების მიერ შექმნილი ფორმულაა. ამ ფორმულის სიმართლე ქრისტიანებს შორის ჯერ კიდევ ყურანის ჩამოვლინებამდე იყო სადავო თემა. დღესაც არიან ისეთი ქრისტიანები, ვინც არ იზიარებენ ამ შეხედულებას.

მართალია უზენაესი ალლაჰი ყურანში საკუთარ თავს ხშირად აღნიშნავს პირველი პირის ნაცვალსახელით „ჩვენ“, თუმცა ეს არ გულისხმობს ღმერთის სიმრავლეს ან ღმერთის სამპიროვნულობას, როგორც თქვენ აღნიშნეთ. როდესაც ყურანში გვაქვს აიათი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს სამებას, მაშინ რა ლოგიკით უნდა განვმარტოთ ნაცვალსახელი „ჩვენ“ სამების მინიშნებად? ამგვარი განმარტება არაობიქეტური არამედ სასურველი მიმართულებით დაკვეთილი ინტერპრეტაციაა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალაჰი სამთაგან მესამეა.“ (მაიდე, 5/73.)

რაც შეეხება ნაცვალსახელი „ჩვენ“-ის სწორ ახსნას, ის არაბულ ენასა და ამ ენისთვის დამახასიათებელ თავისებურებაში უნდა ვეძიოთ. ყურანი ამ ენაზეა ჩამოვლინებული. ნებისმიერი ტექსტის შესწავლა და გაანალიზება ხდება ორიგინალზე დაყრდნობით და არა თარგმანების მიხედვით. ისლამური ტრადიციის თანახმად არცერთი თარგმან არ არის ყურანი, რის გამოც ყურანის თარგმანებს ეწოდება ყურანის განმარტება, ყურანის შინაარსობრივი თარგმანი, ყურანის თარგმანი და მსგავსი სახელწოდებები. ყურანი უნიკალური მხოლოდ არაბულ ენაზეა, სხვა ნებისმიერი თარგმანი კრიტიკისთვის ღიაა. ვერცერთ თარგმანს ვერ ექნება უშეცდომობის პრეტენზია და ვერც იმით დაიკვეხნის ესა თუ ის თარგმანი, რომ მან სრულად გადმოსცა ყურანში ჩადებული სიბრძნე. არაბული ენის თანახმად როდესაც პირველი პირი საკუთარ თავს გამოხატავს მრავლობითი ნაცვალსახელით და ამბობს ჩვენ, ის ამით ხაზს უსვამს თავის სიძლიერეს, სიდიდეს, ძლევამოსილებასა და უდრეკელობას. ასეთი ფორმით საკუთარი თავის წარმოჩენას მიმართავენ მეფეები, იმპერატორები ან ისეთი პირები ვისაც თავიანთი შესაძლებლობების წინა პლანზე წამოწევა სურთ. ეს არაბული ენისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რაც ყურანშიც აისახება. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით ერთი პიროვნების მხრიდან პირველი პირის მრავლობითი ნაცვალსახელის გამოყენება ინგლისურ და თურქულ ენებისაც ახასიათებს, რომლებსაც მეფეებისა და სულთნების საუბრებში და წერილებში უხვად გადავეყრებით ხოლმე. ასევე შეიძლება სხვა ენებსაც ახასიათებდეთ მსგავსი თავისებურებები, რომლებიც მე არ ვიცი. ჩენც, როდესაც ქართულად ვსაუბრობთ, უფროსებს ყოველთვის მივმართავთ მეორე პირის მრავლობითი ნაცვალსახელით და ვეუბნებით „თქვენ“, თუმცა ამით არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ერთზე მეტ პიროვნებას ვესაუბრებით. არცერთი საღად მოაზროვნე არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ რაკი ერთ პიროვნებას მიმართავ თქვენობით ე.ი. ერთზე მეტს გულისხმობო. ჩვენ მიმართვის ასეთი ფორმით თამდაბლობას ვიჩენთ უფროსის წინაშე, მას ვაგრძნობინებთ რომ უფროსად ვცნობთ, პატივს ვცემთ და თავს არ ვუტოლებთ. მსგავსი კითხვა არც პოლითეისტ არაბებს არ დაუსვამთ მუჰამმედ შუამავლისთვის (ს.ა.ს.), რომლებსაც ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოუწოდა. მათ არ უთქვამთ, რომ ჩვენ ერთზე მეტი ღმერთის თაყვანისცემას გვიკძალავ თუმცა შენი ღმერთიც სიმრავლეზე გვესაუბრებაო. ისინი არაბები იყვნენ და ძალიან კარგად ესმოდათ თავიანთი ენის ბუნება და ხასიათი. ყურანში ასევე ხშირად გვხვდება მესამე პირის ნაცვალსახელი „ის“, რომელიც ალლაჰზე მიუთითებს, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენება მისი მრავლობითი ფორმა „ისინი“. ეს იმიტომ, რომ აღნიშნულ ენას არ ახასიათებს მსგავსი გამოყენების პრაქტიკა, სადაც ერთი პიროვნება რაიმე მიზეზით აღინიშნებოდეს მესამე პირის ნაცვალსახელით. სადაც მესამეპირის ნაცვალსახელის მრავლობითი ფორმაა გამოყენებული იქ აუცილებლად ერთზე მეტ პირზეა საუბარი. ალლაჰის შესახებ ასეთ ფორმას ვერსად ვერ წავაწყდებით, რადგანაც ისლამი ალლაჰის ერთობას ქადაგებს.

რაც შეეხება VII სურას 11-ე აიათს: ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ, მერე ჩვენ გამოვსახეთ თქვენი სახე.“ (არაფ, 7/11.) არანაირი საერთო არააქვს ბიბლიის დაბადების წიგნი I თავის 26-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც ადამიანი ღმერთის ხატადა და მსგავსადაა გაჩენილი. თქვენს მიერ მოყვანილ თარგმანში წერია „ხატება მოგანიჭეთ“, არ ვიცი საიდან და რომელი თარგმანიდან აიღეთ ეს აიათი, რადგანაც ყურანის არცერთ ქართულენოვან თარგმნაში, (რომლებსაც მე ვიცნობ) ხატება არ წერია, ყველა თარგმანში ამ სიტყვის ნაცვლად სახე წერია. როგორც ყველა არსებას გააჩნია თავისებური სახე და შესახედაობა ასევე ადამიანსაც ღმერთმა მიანიჭა თავისებური სახე და შესახედაობა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „არაფერია მსგავსი მისი“ (შურა, 42/11.)

 

„დიდება მას! და იგი დიადი, უზენაესი და დიდებულია იმაზე, რასაც ისინი ამბობენ მის შესახებ!“ (ისრა, 17/43.)

 

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

25.08.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol