Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mgzavrobisas namazi

მგზავრობისას ნამაზი

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

მგზავრის ნამაზის შესახებ ამბობენ, რომ თუ ისეთ ადგილას ხარ სადაც მახლობლად მეჩეთი იმყოფება უნდა გაჩერდე და იქ შეასრულო ნამაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანაში შესრულებული ნამაზი მიუღებელიაო. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მგზავრობისას ერთი, ორი ან სამი მუსლიმი იმყოფები მხოლოდ, დანარჩენები კი სხვა რელიგიის მიმდევრები არიან და მათ არ აინტერესებთ შენი ლოცვა. ასეთ დროს მძღოლი არ კისრულობს იმის ვალდებულებას, რომ მეჩეთთან ნამაზის შესასრულებლად გაგიჩეროს. ასეთ გარემოებაშიც არ შეიძლება მანქანაში ნამაზის შესრულება? როდესაც თურქ ხოჯებს ვუხსნი ამას, ისინი ბოლომდე ვერ აღიქვამენ ჩვენს მდგომარეობას, რომ ჩვენ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად გვიწევს თანაცხოვრება და მათთან ერთად ვმგზავრობთ. წინასწარ გიხდით მადლობას, ალლაჰი იყოს თქვენით კმაყოფილი!

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ისლამის ხუთი პირობიდან ერთ-ერთი ყოველდღიურად ხუთი დროის ნამაზის შესრულებაა. ეს ნამაზი ყველა ზრდასრულმა და გონიერმა მუსლიმმა უნდა შეასრულოს, მიუხედავად იმისა მოგზაურობს თუ არა. მოგზაურებისა და ავადმყოფებისთვის არსებობს გარკვეული სახის შეღავათები. თუმცა ნამაზისგან მთლიანად არავინ არ თავისუფლდება. ოთხმუხლიანი ფარძი ნამაზების შემოკლებულად ანუ ორ მუხლად ლოცვა ან ორი დროის ნამაზის გაერთიანება და ერთ დროზე ლოცვა მგზავრისთვის ნებადართული შეღავათებია. როგორც ჩვენი გამჩენი ბრძანებს წმინდა ყურანში მას ჩვენთვის სიადვილე სურს და სირთულე არ უნდა:

ალლაჰს იოლი სურს თქვენთვის და მას არ სურს სირთულე თქვენთვის.“ (ბაყარა, 185.)

რათქმაუნდა მეჩეთში ლოცვა სასურველი და უპირველესი ალტერნატივაა როგორც მგზავრისთვის, ასევე არამგზავრისთვის. მაგრამ როდესაც მეჩეთში მისვლა შეუძლებელია ან დიდი სირთულის გადალახვას საჭიროებს, მაშინ მუსლიმმა იქვე უნდა შეასრულოს ნამაზი, სადაც ამისთვის ხელსაყრელ გარემოს პოვებს. მუსლიმი მგზავრის სტატუსითა და მგზავრისთვის ნებადართული შეღავათებით სარგებლობს მაშინ, როდესაც იგი შეუდგება გზას, რომლის მანძილიც  არანაკლებ 90 კილომეტრია და გაცდა იმ ქალაქს, რომელშიც ცხოვრობს. ამ ტიპის მოგზაურობისას მგზავრობის განმავლობაში შესასრულებელი ყოველდღიური სავალდებულო ლოცვების შესასრულებლად მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები და ისე დაგეგმოს თავისი სამგზავრო დღე. ეს გარემოებებია: ნებისმიერი მგზავრობის დროს ავტობუსები სულ მცირე 10-15 წუთით მაინც ჩერდებიან წყალის, საკვების ან სხვა საჭიროებისათვის. დროის ეს მონაკვეთი საკმარისია იმისათვის, შევარჩიოთ შესაფერისი ადგილი, სადაც აბდესს ავიღებთ და ორ მუხლ ნამაზს შევასრულებთ. ასეთ დროს მეჩეთის არ არსებობა, არ არის იმის მიზეზი, რომ ნამაზი არ ვილოცოთ.

აბუ ჰურეირა (რ.ა.) ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოგვცემს:

„დედამიწა ჩემთვის განწმენდის საშუალება და მესჯიდია.“ (მუსლიმი, 523/5; აბუ ავანე, 1/395; თირმიზი, 1553; იბნი მაჯე, 567; ბეღავი, 3617; აჰმედ ბინ ჰანბელ, 2/411.)

ჰადისში მოცემული სიტყვა „ჩემთვის“ გულისხმობს, ჩემი უმმეთისთვისო ანუ მუსლიმებს დედამიწის ზურგზე ყველგან შეუძლიათ ნამაზის შესრულება, სადაც სუფთა და შესაფერის ადგილს ჰპოვებენ.

მგზავრობისას ასევე ნებადართულია ორი დროის ნამაზის გაერთიანება და ერთ დროზე შესრულება. ორი ნამაზის დროის გაერთიანებას ისლამის ფიყჰში „ჯემ’ი“ ეწოდება. ჯემ’ის ორი ფორმა არსებობს ჯემ’ი თაყდიმი და ჯემ’ი თა’ხირი. ჯემ’ი თაყდიმი არის, როდესაც ერთი ნამაზის დროზე ასრულებ ორ ნამაზს წინსწრებით. მაგალითად შუადღის ნამაზის დროს შუადღის ნამაზსა და სამხრობის ნამაზს ასრულებ ერთად, თანმიმდევრობით, ჯერ შუადღეს და შემდეგ სამხრობის ნამაზს ორ-ორ მუხლად. ან კიდევ საღამოს ნამაზის დროს საღამოს ნამაზსა და ძილის წინა ნამაზს თანმიმდევრობით, ჯერ საღამოს ნამაზს სამ მუხლად და შემდეგ ძილის წინა ნამაზს ორ მუხლად. ჯემ’ი თა’ხირი არის, როდესაც ერთი ნამაზის დროზე ასრულებ ორ ნამაზს დაგვიანებით. მაგალითად სამხრობის ნამაზის დროს შუადღის ნამაზსა და სამხრობის ნამაზს თანმიმდევრობით, ჯერ შუადღის ნამაზს და შემდეგ სამხრობის ნამაზს ორ-ორ მუხლად. ან კიდევ ძილის წინა ნამაზის დროზე საღამოსა და ძილის წინა ნამაზებს თანმიმდევრობით, ჯერ საღამოს ნამაზს სამ მუხლად და შემდეგ ძილის წინა ნამაზს ორ მუხლად.

ეს ყველაფერი მგზავრისთვის დაშვებული შეღავათებია, რაც მას მგზავრობისთვის დამახასიათებელ სირთულეებს უმსუბუქებს. ყველა მგზავრმა კარგად უნდა გამოთვალოს მის მიერ გასავლელი გზა, გასავლელი მანძილი, მგზავრობის ხანგრძლივობა, მძღოლს გამოკითხოს თუ სად და რამდენი წუთით ჩერდება ხლომე და ამის მიხედვით მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება, იმის თაობაზე თუ როგორ შეასრულოს ნამაზები, წინსწრებით თუ დაგვიანებით.

მოძრავ ტრანსპორტში ნამაზი მხოლოდ უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ხდება, როგორიცაა თვითმფრინავით ან გემით მგზავრობა ან კიდევ სახმელეთო ტრანსპორტის გაჩერების საშუალების არარსებობა, ისეთი ხანგრძლივი დროით, რომელშიც წინსწრებით ან დაგვიანების მეთოდით ორი ნამაზის ერთ დროში შესასრულებლად განკუთვნილი დრო ამოიწურება და ნამაზის შეუსრულებლობის რეაური საფრთხე შეიქმნება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

05.08.2016 ოზურგეთი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol