Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

hajobaze wasvla tu gawirvebulze daxmareba

ჰაჯობაზე წასვლა თუ გაჭირვებულზე დახმარება?

 
 
 

კითხვა: გამარჯობათ. მსმენია რომ ჰაჯობას ვერ შეასრულებ სანამ შენი მეზობელი ან ახლობელი გაჭირვებულია ან არ აქვს პურის ფული. გთხოვთ გაგვარკვიოთ ამ საკითხში

პასუხი: გამარჯობა!

ვადიდებს ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ჰაჯობაზე წასვლა სიცოცხლეში ერთხელ სავალდებულო ღვთისმსახურებაა, მათთვის ვისაც ამის შესასრულებლად ჯანმრთელობა და ეკონომიური მდგომარეობა ხელს უწყობს. ჰაჯობა ხუთი ბურჯიდან ერთ-ერთია, რომელზეც ისლამია აგებული. ასე რომ ჰაჯობის ღვთისმსახურება ისეთივე ფარძია, როგორც ნამაზი, რამადანი ან ზექათი. ასეთი მნიშვნელოვანი ღვთისმსახურების სხვა კეთილი საქმით შეცვლა ან გაუქმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჰაჯობა ფარძია, ხოლო გაჭირვებულზე დახმარება კი ნაფილე. მუჰამმედ შუამავლის დროსაც ბევრი გაჭირვებული იყო, თუმცა ასეთი შედარება არავის არ გაუკეთებია. ვინც ერთხელ უკვე შეასრულა ჰაჯობის სავალდებულო ღვთისმსახურება და ამის შემდეგ უარს იტყვის მეორედ ან მესამედ ჰაჯობაზე წასვლაზე და სანაცვლოდ გაჭირვებულებს დახმარებას გაუწევს ან სხვა ქველმოქმედებას გააკეთებს ასეთი გადაწყვეტილების მიღება მისთვის ნებადართულია. მაგრამ ვინც ჰაჯობაზე ნამყოფი არ არის, თუმცა მას აქვს ამის საშუალება, ის ვალდებულია შეასრულოს ის ფარძი, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა დააკისრა შემდეგი აიათით:

ალაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა შესწევს, გაემგზავროს და მოინახულოს ეს სახლი (ქააბას წმინდა სამლოცველო). (ალი იმრან, 3/97.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

09.08.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol