Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

sigaretis gayidva codvaa

სიგარეტის გაყიდვა ცოდვაა?

 
 
 



კითხვა: მაღაზიაში სიგარეტის გაყიდვა ცოდვაა? არაყს არ ვყიდით მაგრამ სიგარეტს ვყიდით.

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

უპირველესად მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ მაღაზიაში ალკოჰოლი არ შეგაქვთ. საქართველოს პირობებში ეს მართლაც მისასალმებელი საქმეა და ასევე ვისურვებთ ისეთი მაღაზიების არსებობას, სადაც სიგარეტსაც არ გაყიდიან.

დღეს უკვე 100% დამტკიცებულია, რომ სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მას არანაირი დადებითი თვისება არ გააჩნია. მედიციანა უკვე ღიად ასახელებს იმ კონკრეტულ დაავადებებსა და ფიზიოლოგიურ დარღვევებს, რასაც სიგარეტის მოხმარება იწვევს. ისლამი კრძალავს ყველაფერს, რაც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო ნებას რთავს ისეთ რამეებს, რაც სუფთა და სასარგებლოა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

(შუამავალი მათ) სუფთა და კარგ რამეებზე ნებას რთავს, ბინძურ და საზიანო რამეებს უკრძალავს.“ (ა’რაფ, 7/157.)

აქედან გამომდინარე რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია და რასაც ისლამი კრძალავს ან ცუდ საქმედ მიიჩნევს, მისი გაყიდვაც, მოხმარებაც და გავრცელებაში ხელის შეწყობაც იგივენაირად ცოდვა და აკრძალულია. როგორც არ ვუსურვებდით ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სიგარეტის მოწევას და ისეთი სნეულებებით დასნეულებას, რასაც სიგარეტი იწვევს, ისევე არ უნდა ვუსურვოთ სხვასაც. მხოლოდ გულით სურვილს არანაირი ფასი არ აქვს თუ მას საქმითვე არ გავამყარებთ. საქმით გამყარება ის იქნება თუ მის გაყიდვაზე უარს ვიტყვით და გავრცელებას ხელს არ შევუწყობთ. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვერცერთი თქვენგანი ჭეშმარიტი მორწმუნე ვერ იქნება, სანამ იგივეს არ უსურვებს თავის ძმას, რაც საკუთარი სულისთვის სურს.“ (ბუხარი, იმან 7/13.)

ასევე უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

„ერთმანეთს სიკეთესა და ღვთისმოსაობაში დაეხმარეთ და ნუ დაეხმარებით მტრობასა და ბოროტებაში.“ (მაიდე, 5/2.)

სარჩოსა და შემოსავლის შიში ნუ გექნებათ. გჯეროდეთ, რომ ჰალალი გზით მოგებული გროშები უფრო ბარაქიანია ვიდრე ჰარამი გზით მიღებული მაღალი შემოსავალი. უეჭველად, სარჩოს მბოძები უზენაესი ალლაჰია და ვინც მას მიენდობა, ის ყოველთვის მოგებული იქნება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

ვისაც ალლაჰის შიში აქვს, ალლაჰი მას აუცილებლად გაუხსნუს გამოსავალს. და მას ისე ასაზრდოებს, საიდანაც არ ელის. ვინც ალლაჰს მიენდობა, ის საკმარისია მისთვის. უეჭველად ალლაჰი შემსრულებელია საკუთარი ბრძანების. (ტალაყ, 65/2-3.)

ხელი შეუწყეთ საზოგადოებაში მავნე ჩვევების აღმოფხვრას და ნუ დახარბდებით იმ გროშებს, რასაც მათი ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხარჯზე მოიგებთ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

05.02.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol